თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2017, 12:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3232,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი კლუბია
"იუნაიტედმა" პირველი ადგილი დაიბრუნა.
11 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე მაღალ შემოსავლიან კლუბთა სიას სათავეში ჩაუდგა, გამოიმუშავა რა, 515.3 მილიონი ფუნტი 2015/16 წლების სეზონში.

12 თვეში 20 მილიონ ფუნტზე მეტით გაზრდილი შემოსავლით "წითელმა ეშმაკებმა" Deloitte Football Money League-ს სიაში ერთბაშად ორი ნაბიჯით ზევით აიწიეს და ესპანური გრანდები, "ბარსელონა" და "რეალი" უკან მოიტოვეს.

სიაში მომდევნო ინგლისური კლუბი "მანჩესტერ სიტია", რომელმაც ერთ წელიწადში მეხუთე ადგილზე აიწია და საკუთარი შემოსავალი 392.6 მლნ. ფუნტამდე გაზარდა.

საუკეთესო ათეულში შევიდნენ "არსენალი" (350.4 მლნ. ფუნტი), "ჩელსი" (334.6 მლნ. ფუნტი) და "ლივერპული" (302 მლნ. ფუნტი). მეორე ათეულში მოხვდნენ "ტოტენჰემი" (209.2 მლნ. ფუნტი), "ვესტ ჰემი" (143.8 მლნ. ფუნტი) და "ლესტერ სიტი" (172.1 მლნ. ფუნტი).

შესამოსავლებში ანალიტიკოსები ითვლიან ჩატარებულ მატჩებში აღებულ თანხას, სატელევიზიო და კომერციულ საქმიანობას. კლუბების სატრასფერო საქმიანობა მოცემულ კვლევაში არ შესულა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "იუნაიტედის" ლიდერობა დროებითი შეიძლება გამოდგეს Brexit-ისა და ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 11-წლიანი ლოდინი დასჭირდა იმისათვის, რომ მსოფლიოს წამყვანი კლუბის სტატუსი დაებრუნებინა გენერირებული შემოსავლების მხრივ და ამას კლუბმა კომერციული შემოსავლების ფენომენალური ზრდადობით მიაღწია.

"იუნაიტედი" მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი კლუბია
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
19 იანვარი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
number 1...!!!
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 იანვარი 2017 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ლიგაზე რო ვიქნებით, მომავალ წელს წარმომიდგენია რა იქნება... winked
0
№3
ავტორი: kantona-7
19 იანვარი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მთავარია თამაშით გავხდეთ ნომერ პირველები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: LASHQARA
19 იანვარი 2017 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
განსაკუთრებული შარმი აქ ჩვენ გუნდს თავის ტრადიციებიდან ფეხბურთელებიდან და მწვრთნელებიდან გამომდინარე love am
0
№5
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Yvelgan pirvelebi unda viyot ❤️
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
19 იანვარი 2017 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ლიგაზე მალე დავბრუნდებით და ტან ერთ 2წელში უნდა მოვიგოთ კიდეე
0
№7
ავტორი: gaga1987
19 იანვარი 2017 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
თამაშითაც პირველები გავხდებით მალე.დედას აუწიოკებთ ყველას.იმიტომ რომ ჩვენ წითელი ეშმაკები ვართ. fellow fellow
0
№8
ავტორი: irakli87
19 იანვარი 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ჩავხიეთ ცუანა მადრიდელები :D ტრიპაჩები :D ვიცოდი რო პოგბაზე დიდი ფული ამოვიდოდა. გრიზმანზეც ღირს 100 მილიონის გადახდა. უფრო მეტს ამოვიღებთ. შესანიშნავი 7 ნომერი ანტუან გრინზმანი რამდენი მაისური გაიყიდება. Allez Antoine! venez à Manchester!!
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2017 17:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ლიგაზე რო ვთამაშობდეთ ხო საერთოდ :) იმედია აწი გამოსწორდება
0
№10
ავტორი: Manstark_United
19 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
გრიზმანი რომ გადმოვა მომავალ წელს საკაიფოდ ვიკაჩავებთ ლიგაზე დარწმუნებული ვარ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top