თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2017, 13:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 15
დეპაის ტრანსფერი 48 საათში გამოცხადდება
"ლიონმა" შეთავაზება კვლავ გააუმჯობესა.
დეპაის ტრანსფერი 48 საათში გამოცხადდება
ლიონის "ოლიმპიკმა" მემფის დეპაის თაობაზე გაკეთებული 13 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება კიდევ უფრო გააუმჯობესა და "იუნაიტედი" ამ წინადადებაზე უარს აღარ იტყვის.

ჰოლანდიელი ვინგერის გადასვლა "ლიონში" უახლოეს 48 საათში დადასტურდება.

"წითლებმა" მემფისის თაობაზე გაკეთებული 13 მლნ. ფუნტიანი წინადადება წინა შემთხვევაში არ მიიღეს, რადგანაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს მის სანაცვლოდ უფრო სარფიანი შეთავაზების მოსმენა სურთ.

ასეთი წინადადება კი ისევ "ლიონმა" წამოაყენა, რის შემდეგაც "იუნაიტედი" 22 წლის ვინგერს კლუბის დატოვების საშუალებას მისცემს.

ჟოზე მოურინიომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მემფის დეპაის თაობაზე მიღებული მომგებიანი წინადადების შემთხვევაში ვინგერს გაყიდდა, რადგანაც მას გუნდში ამჟამად არავითარი როლი არ ეკისრება.

"იუნაიტედი" ამავე პოლიტიკით მოქმედებდა მორგან შნეიდერლინის შემთხვევაშიც, რომელიც "ევერტონში" გადავიდა და მასში "წითლებმა" 20 მლნ. ფუნტი აიღეს, თუმცა ბონუსების სახით თანხა 24 მილიონამდეც შეიძლება გაიზარდოს.

"კანფეტები" დეპაის შეძენასაც ცდილობდნენ, მაგრამ რონალდ კუმანი 22 წლის ფეხბურთელს თავისი გუნდის რიგებში ვერ იხილავს, რადგანაც "იუნაიტედს" არ სურს ისეთ კლუბში გაყიდოს დეპაი, რომლის რიგებში ასპარეზობისას მის წინააღმდეგ ითამაშებს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2017 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4133
ნახე ლიონში როგორ ატამაშდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2017 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Sawyenia magram....
0
№13
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2017 20:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ უშვებს გაუშვას თუ არადა ათამაშოს რა. არცერთს რო არ აკეთებს მაგრად ტეხავს
0
№14
ავტორი: David de Gea 1
19 იანვარი 2017 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
დეპაის ტრანსფერი შეთანხმებულია 21.7 მილიონი ფუნტი და ყველაზე მეტად რაც მახარებს უკან გამოსყიდვის პუნქტიც შედის . მორატასავით რო მოიხოდოს დაიბრუნებს მანიუ
0
№15
ავტორი: IBRAHIMOVIC
19 იანვარი 2017 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
აუ ისე ლიონი ამის მისვლით რა გუნდს დააყენებს ლაკაზეტი, ვალბუენა, დეპაი, კორნე, რაფაელი....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top