თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2017, 13:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 15
დეპაის ტრანსფერი 48 საათში გამოცხადდება
"ლიონმა" შეთავაზება კვლავ გააუმჯობესა.
დეპაის ტრანსფერი 48 საათში გამოცხადდება
ლიონის "ოლიმპიკმა" მემფის დეპაის თაობაზე გაკეთებული 13 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება კიდევ უფრო გააუმჯობესა და "იუნაიტედი" ამ წინადადებაზე უარს აღარ იტყვის.

ჰოლანდიელი ვინგერის გადასვლა "ლიონში" უახლოეს 48 საათში დადასტურდება.

"წითლებმა" მემფისის თაობაზე გაკეთებული 13 მლნ. ფუნტიანი წინადადება წინა შემთხვევაში არ მიიღეს, რადგანაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს მის სანაცვლოდ უფრო სარფიანი შეთავაზების მოსმენა სურთ.

ასეთი წინადადება კი ისევ "ლიონმა" წამოაყენა, რის შემდეგაც "იუნაიტედი" 22 წლის ვინგერს კლუბის დატოვების საშუალებას მისცემს.

ჟოზე მოურინიომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მემფის დეპაის თაობაზე მიღებული მომგებიანი წინადადების შემთხვევაში ვინგერს გაყიდდა, რადგანაც მას გუნდში ამჟამად არავითარი როლი არ ეკისრება.

"იუნაიტედი" ამავე პოლიტიკით მოქმედებდა მორგან შნეიდერლინის შემთხვევაშიც, რომელიც "ევერტონში" გადავიდა და მასში "წითლებმა" 20 მლნ. ფუნტი აიღეს, თუმცა ბონუსების სახით თანხა 24 მილიონამდეც შეიძლება გაიზარდოს.

"კანფეტები" დეპაის შეძენასაც ცდილობდნენ, მაგრამ რონალდ კუმანი 22 წლის ფეხბურთელს თავისი გუნდის რიგებში ვერ იხილავს, რადგანაც "იუნაიტედს" არ სურს ისეთ კლუბში გაყიდოს დეპაი, რომლის რიგებში ასპარეზობისას მის წინააღმდეგ ითამაშებს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: gerrard scholes
18 იანვარი 2017 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
Depay holandiis donea. Deulofeu ro gajobebs
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2017 13:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: gerrard scholes
Depay holandiis donea. Deulofeu ro gajobebs

ერთ კაცს კი უნდოდა "ლივერპულში" რომ ენახა და... wink
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: LASHQARA
18 იანვარი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ლიონი იქნება ზედგამოჭრილი გუნდი ამისთვის აი იქ თუ ვერ დაამტკიცა ვერაფერი და დაიხუროს ქუდი და ჩამოვიდეს თბილისის დინამოში ვათამაშებთ ძირითადში იქნება სულ wink , ისე შნეიდერლინიც სწორად გაყიდეს ევერტონში და ესეც ლიონში კარგი იქნება თავისთვისაც და ლიონისთვისაც როგორც შნეიდერლინი love am
0
№4
ავტორი: gerrard scholes
18 იანვარი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: gerrard scholes
Depay holandiis donea. Deulofeu ro gajobebs

ერთ კაცს კი უნდოდა "ლივერპულში" რომ ენახა და... wink

Iyo dro, magram madloba manchesters :d
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
18 იანვარი 2017 13:28
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
დედამისზე ძალიან მე მინდოდა რო ამ ბიჭს გაემართლებინა მანჩესტერში. ისეთი გუნდი ჭირდება სადაც წამყვანი ადგილი ექნება და არა მანჩესტერისნაირი
0
№6
ავტორი: ნიკუშა
18 იანვარი 2017 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
კარგი იქნება ლიონი მისთვის მარა აქაც რომ დარჩეს იქნებ რამე გამოსვლოდა
0
№7
ავტორი: dzia_David
18 იანვარი 2017 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
საფრანგეთიი კარგი ადგილი იქნება ამისთვის რომ გამოავლინოს თავის შესაძლებლობები. მანჩესტერის 7 იანების ჩავარდნა როდემდე უნდა გაგრძელდეს ნეტა. აი მოიყვანონ გრიზმანი ჩაახუტონ 7 იანი და 100% გაამართლებს ეგ კაცი მჯერა
0
№8
ავტორი: Phil Jones
18 იანვარი 2017 14:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
დეპაის იმ ფეხბურთელების სიის სათავეში დავაყენებდი ვისაც უდიდესი პოტენციალი ჰქონდათ და გფლანგეს... ნუ ეხლა ცხოვრება რომ აწყობილი აქვს ეგ არ ითვლება, ვგულისხმობ იმას რომ შეეძლო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამხდარიყო.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2017 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წინა სეზონის დასაწყისში ვინ წარმოიდგენდა ამას :/
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
18 იანვარი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
გული მწყდება ამაზე მაგრამ რასვიზამთ იქნებ გამოსყიდვის პუნქტი ჩაამატონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top