თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 03:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2434,
კომენტარები: 11
ლუი ვან გაალმა კარიერა დაასრულა
"იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ლუი ვან გაალმა კარიერა დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, ლი ვან გაალმა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

65 წლის ჰოლანდიელს წარმატებული კარიერა ჰქონდა და ისეთ ქვეყნებში იმუშავა, როგორებიც ესპანეთი, ინგლისი, გერმანია და ჰოლანდია გახლავთ.

"შარშან ვთქვი, რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მოგვიანებით აზრი შევიცვალე და შვებულება ავიღე. ახლა კი დარწმუნებით ვამბობ, რომ აღარ დავბრუნდები. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ეს კი მაღვიძარას ჰგავდა და ამან კი ყველაფერი სხვა მიმართულებით წარმართა",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან გაალი ამჟამად თავისი სიძის გარდაცვალებას გლოვობს, რომელიც მაისში "იუნაიტედიდან" მისი დათხოვნის შემდეგ ერთ თვეში გარდაიცვალა.

არც ისე საოცარი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, 1992 წელს ვან გაალი "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი გახდა და ერედივიზის მოგება სამჯერ შეძლო 1994, 1995 და 1996 წლებში, რასაც ამავე პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი ემატება.

ვან გაალი ამის შემდეგ 1997 წელს "ბარსელონაში" გადავიდა სამუშოდ, სადაც ორჯერ მოიგო პრიმერა, ერთხელ კოპა დელ რეი და ერთხელაც უეფა-ს სუპერ თასი.

მისი პირველი მისვლა ჰოლანდიის ნაკრებში 2000 წელს მოხდა, მაგრამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი ვერ გაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდში ედგარ დავიდსი, მარკ ოვერმარსი, ფილიპ კოკუ და სხვა ნიჭიერი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ.

ამის შემდეგ იყო ექვსთვიანი დაბრუნება "ბარსელონაში", რასაც "აიაქსის" ტექნიკური დირექტორობა მოჰყვა, სანამ ოთხ წელს "აზ ალკმაარის" მთავარ მწვრთნელად გაატარებდა.

ვან გაალმა მიუნხენის "ბაიერნი" თავის პირველივე სეზონში გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რასაც საშინაო დუბლი მოაყოლა ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგებით, მაგრამ 2010/11 წლების სეზონში გუნდი საკუთარი თავის აჩრდილი იყო და ვან გაალი გაუშვეს.

ჰოლანდიის ნაკრებში მისი მეორე მისვლა პირველის კონტრასტი გამოდგა, რამეთუ მისმა გუნდმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია.

ვან გაალის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" დასრულდა, სადაც ორი წელი გაატარა. მისდამი გულშემატკივრებს შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ, რამეთუ გუნდის პროგრესს ვერ ხედავდნენ. თუმცა, ლუიმ აქაც მოახერხა ტიტულის მოგება - მისი "იუნაიტედი" ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად გახდა ინგლისის თასის მფლობელი, ამის შემდეგ კი ვან გაალი მისმა ყოფილმა მოსწავლემ, ჟოზე მოურინიომ შეცვალა.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
17 იანვარი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
არადა ცუდი მწვრთნელი არ იყო უბრალოდ ჩვენთან არ გაამართლა ამის ტაკტიკამ ბარსას სტილზე გადაყვანა უნდოდა გუნდის რაშიც დიდი დრო დაჭირდებოდა და ამ დროს ამას არავინ არ მიცემდა როცა სულ დომინირებდა მანჩესტერი ყველგან სადაც იყო უბრალოთ არ მიცეს დრო ამ კაცს წარმატებები გალლლ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top