თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 03:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2434,
კომენტარები: 11
ლუი ვან გაალმა კარიერა დაასრულა
"იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ლუი ვან გაალმა კარიერა დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, ლი ვან გაალმა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

65 წლის ჰოლანდიელს წარმატებული კარიერა ჰქონდა და ისეთ ქვეყნებში იმუშავა, როგორებიც ესპანეთი, ინგლისი, გერმანია და ჰოლანდია გახლავთ.

"შარშან ვთქვი, რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მოგვიანებით აზრი შევიცვალე და შვებულება ავიღე. ახლა კი დარწმუნებით ვამბობ, რომ აღარ დავბრუნდები. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ეს კი მაღვიძარას ჰგავდა და ამან კი ყველაფერი სხვა მიმართულებით წარმართა",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან გაალი ამჟამად თავისი სიძის გარდაცვალებას გლოვობს, რომელიც მაისში "იუნაიტედიდან" მისი დათხოვნის შემდეგ ერთ თვეში გარდაიცვალა.

არც ისე საოცარი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, 1992 წელს ვან გაალი "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი გახდა და ერედივიზის მოგება სამჯერ შეძლო 1994, 1995 და 1996 წლებში, რასაც ამავე პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი ემატება.

ვან გაალი ამის შემდეგ 1997 წელს "ბარსელონაში" გადავიდა სამუშოდ, სადაც ორჯერ მოიგო პრიმერა, ერთხელ კოპა დელ რეი და ერთხელაც უეფა-ს სუპერ თასი.

მისი პირველი მისვლა ჰოლანდიის ნაკრებში 2000 წელს მოხდა, მაგრამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი ვერ გაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდში ედგარ დავიდსი, მარკ ოვერმარსი, ფილიპ კოკუ და სხვა ნიჭიერი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ.

ამის შემდეგ იყო ექვსთვიანი დაბრუნება "ბარსელონაში", რასაც "აიაქსის" ტექნიკური დირექტორობა მოჰყვა, სანამ ოთხ წელს "აზ ალკმაარის" მთავარ მწვრთნელად გაატარებდა.

ვან გაალმა მიუნხენის "ბაიერნი" თავის პირველივე სეზონში გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რასაც საშინაო დუბლი მოაყოლა ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგებით, მაგრამ 2010/11 წლების სეზონში გუნდი საკუთარი თავის აჩრდილი იყო და ვან გაალი გაუშვეს.

ჰოლანდიის ნაკრებში მისი მეორე მისვლა პირველის კონტრასტი გამოდგა, რამეთუ მისმა გუნდმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია.

ვან გაალის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" დასრულდა, სადაც ორი წელი გაატარა. მისდამი გულშემატკივრებს შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ, რამეთუ გუნდის პროგრესს ვერ ხედავდნენ. თუმცა, ლუიმ აქაც მოახერხა ტიტულის მოგება - მისი "იუნაიტედი" ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად გახდა ინგლისის თასის მფლობელი, ამის შემდეგ კი ვან გაალი მისმა ყოფილმა მოსწავლემ, ჟოზე მოურინიომ შეცვალა.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
17 იანვარი 2017 05:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Warmatebebi qondaa magram sakmao chavardnebic qondaa mokled ar gamogvadgeboda es kaci raa :-)))
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
17 იანვარი 2017 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ისე ლივერპულს ამწარებდა სულ მადლობა რო რეშფორდი გვაპოვნინე დანარჩენი მაგარი ჩაისვარაა რო მახსენდებზ ის პერიოდიი სუ მინდა რო ვაგინოოო:D
0
№3
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2017 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11570
Filosofosam daluqa papka)))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2017 11:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ფაქტია ინგლისში არაფერი გამოუვიდა, ისე წარმატებული მწვრთნელი ერქვა მაინც
0
№5
ავტორი: rene harrison_
17 იანვარი 2017 12:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ლოგიკური იყო, რადგან უკვე ისეთი ასაკი აქვს... ბევრი გვაწამა, მაგრამ ეს უკვე წარსულშია, მთავარი ესაა.
წარმატებები...
0
№6
ავტორი: giorgi_mg
17 იანვარი 2017 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მწვრთნელი რომელიც პრემიერ ლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევს მე ის კარგ მწვრვთნელად არ მიმაჩნია!
0
№7
ავტორი: LASHQARA
17 იანვარი 2017 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1986
ამან ერთი ყველაზე დიდი რაც გაუკეთა მანჩესტერს დე ხეა შეუნარჩუნაა და მე პირადად თასმაც მაგრად გამახარა, მაგრამ ეს რა ფეხბურთსაც ათამაშებდა გუნდს ნერვები მეწიწკნებოდა, ბურთი გვეჭირა და შეტევები დარტყმები 2-3 90 წუთის განმავლობაში, ეს რა ფეხბურთია და მიმდინარეობა არ ვიცი ალბათ ბურთის ფლობის ტაქტიკა wink მაინც მადლობა თასისთვისlove am
0
№8
ავტორი: Gamkrelidze
17 იანვარი 2017 14:07
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მადლობა უნდა გადავუხადოთ მარსიალისთვის, რეშფორდისთვის და დე ხეასთვის.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2017 15:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თავისი კვალი დატოვა და დიდი წარმატებაც ჰქონდა. უბრალოდ ჩვენთან ესე არ უნდა ჩაეგდო
0
№10
ავტორი: Bobi777
17 იანვარი 2017 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Aman dagvgupa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top