თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 19:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2037,
კომენტარები: 14
ჯონსმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა
ფილ ჯონსი "ლივერპულთან" მატჩის შემდგომ.
ჯონსმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა
ფილ ჯონსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები შეაქო, რომლებიც "ლივერპულთან" მატჩში გუნდს მატჩის ბოლომდე უცხადებდნენ მხარდაჭერას.

"იუნაიტედი" მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე მარცხდებოდა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თავური გოლის შემდეგ "წითლებმა" წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

ჯონსს მიაჩნია, რომ გულშემატკივრებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს: "ფანებმა წაგვაქეზეს. მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა მათი ხმა, მაშინაც კი, როცა 1-0 ვმარცხდებოდით, ისინი საოცარნი იყვნენ. ანგარიშის გათანაბრებაში ისინი დაგვეხმარნენ, როცა იბრამ გაიტანა, იქაურობა აფეთქდა, ნამდვილად აფეთქდა."

ჯონსი ასევე თვლის, რომ "იუნაიტედმა" თამაშის სტილი შეცვალა, როცა გათანაბრებას ცდილობდა. "მწვრთნელმა გვითხრა, რომ პირველ ტაიმში ჩვენ მათ სასარგებლოდ ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი ჩანდა, რომ უფრო წინ წავიწიეთ და ამასთან გამკლავება უჭირდათ, მითუმეტეს, იბრასთან.

მეორე ტაიმში სასტვენის ხმის გაგონებისთანავე საკალათბურთო მატჩის მსგავსი საყურებელი შეხვედრა უნდა ყოფილიყო. ისინი გვიტევდნენ, ჩვენც ვუტევდით და 45 წუთის განმავლობაში ასე გრძელდებოდა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ გოლი უფრო ადრე ვერ გავიტანეთ, რათა მეორე გოლის გასატანად უფრო მეტი ზეწოლა მოგვეხდინა მათზე".

ინგლისელი მცველი თვლის, რომ მისი გუნდი კვირას თავის საუკეთესო მატჩს ვერ აჩვენებდა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფრე კარგი შედეგი იყო. "არ ვფიქრობ, რომ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კარგად როცა არ თამაშობ და არ მარცხდები, ეს დიდი ბონუსია. ბიჭებმა ფანტასტიკური ხასიათი გამოავლინეს, ფანტასტიკური სულისკვეთება, რთულია, მითუმეტეს, როცა პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია და ანგარიშის გათანაბრება არ მოგვიხერხებია, მეტი დრო რომ გვქონოდა, ვინ იცის, იქნებ მოგვეგო კიდეც".

ოთხეულში მოხვედრის შანსის შესახებ ჯონსი აცხადებს, რომ "წითლებს" ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. "ჩვენი ფორმა არ უნდა შეწყდეს, მომდევნო კვირას "სტოკია", იმედია, ამ მატჩს და "ჰალთან" საპასუხო შეხვედრას მოვიგებთ და ფინალში გავალთ. ჯერ კიდევ ბევრი რამისთვის შეიძლება თამაში, ბევრი ქულაა გასათამაშებელი, მოვიცადოთ და ვნახოთ".

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ჯონსი ბედნიერია, რომ დიდ მატჩში მონაწილეობა კვლავ შეძლო. "ეს არის, რასაც "იუნაიტედის" მოთამაშეობა ნიშნავს, ასეთ მატჩებში მონაწილეობას და იმედი მაქვს, მომდევნო კვირას უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და სამ ქულას ავიღებთ "სტოკის" წინააღმდეგ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2017 21:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: shotkin
ციტატა: gache1991
ნამდვილად ვერ დავეთანხმები გუშინდელ თამაშშI ერერას კრიტიკას:)) დეხეასთან ერთად ყველაზე კარგად ითამაშა,აგრესია,პრესინგი,და მხითარიანს კამფეტი პასი მიცა.ტოტენჰემთან მიცემული პასის სტილში.მარტალია ერერას ბეეწვრი უკლია სკოულზამდე და გაუჭირდება მაგ დონემდე მისვლა მაგრამ ერერამ თუ საერთოდ ითამაშა ცუდად უფრო ცუდად ითამაშა ჯონსმა მარსიალმა პოგბამ კერიკმა და ასე შემდეგ..მე ესე ვფიქრობ ყოველშემთხვევაში

100% ერერა და დე ხეა დალშე არავინ ვარგოდა ვალენსიაც კი მთელი სეზონი სტაბილური იყო და გუშინ ეგეც სუსტი იყო ერერამ ჩაჭრა ზუსტად ის შეტევა და კონტრშეტევა დაიწყო როცა მხითო 1-1 ზე გავიდა ერერა იყო მანჩესტერის ხასიათი გუშინ ყველას ეგრე როეთამაშა დიდი ანგარიშით მოვიგებდით

მეც ეგრე ვფიქრობ და რავი ხანდახან მგონია ხოლმე რო მე სხვა ტამაშს ვუყურებ ხოლმე:))ერერას ქონდა ტავიდან ბოლომდე გააზრებული რა თამაში იყო გუშინ..მაგის პასი მხითარიანზე იყო გოლის ტოლი :)))აიიი პასი რო ჯობია ხოლმე გოლს ეგეთი:))სკოულზამდე ზალიან ბევრი უკლია მაგრამ ეს ბიჭი ვანგაალის უკან პასიდან თუ გამოვა ძალიან ბევრ სარგებელს მოგვიტანს,გუნდი ისე უყვარს,ისე იხარჯება,მთელი სეზონია იბრას ეგ ყველაზე მეტად ეხმარება პრესინგზე,უმააგრესი პასის კულტურა აქ რაც ტოტენჰემტან და თუნდაც გუშინ რო მიცა მხითარიანს მაგაზეც ეტყობა და რატო აკრიტიკებენ ვერ ვხვდები:))))

აი ვესტჰემს რო იბრამ გოლი გაუტანა ოფსაიდიდან ერერამ ჩაჭრა,ხო ვითომ არაფერი და ერთი ჩვეულებრივი მომენტია მარა მანდაც ჩანს რო მომენტს არ ეთიშება და ბოლომდე მიყვება..ის რაც ფოსფორისფერ პრიჩოსკიანს ეზარება ეთაკილება თუ კაცმა არ იცის რატო არ შვება:)))
0
№12
ავტორი: shotkin
17 იანვარი 2017 00:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065

ხო აი პოგბა ცოტა მიწაზე როიყოს კაი იქნება და დაეშვება ალბათ, მე პოგბას ინერტულობას მაგმხრივ ვაბრალებ იმას რო ესე მალე იტალიის რიტმიდან პრემიერლიგის რიტმის მორგება ძნელია აი ნელ ნელა უნდა ასწრაფდეს და შემდეგი სეზონიდან იყოს ის რაც ჭირდება გუნდს, ასე ტუისე გუნდში სწორი პოლიტიკა გატარდა და ნელ ნელა ყველაფერი დადებიტისკენ მიდის უბრალოდ უნდა განვითარდნენ კიდე და მოუმატონ და ესეც იქნება შემდეგ სეზონში კიდევ კარგი რო ვან გაალის მანჩესტერიდან არაფერი დარჩა და ესე მალე გვეშველა და ეხლა ყველაფერი ნელ ნელა აეწყობა სიე როგორც გვეკადრება და გვინდა
0
№13
ავტორი: gache1991
17 იანვარი 2017 10:27
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მართალია..ძააან მაგარია და მართლა იდიდესი მომავალი აქ მაგრამ მართლა დაფრინავს სადღაც,ეს თმები და ცეკვები და ძაან ზედმეტად მეჩვენება ხანდახან..იბრა და ანრის ინტერვიუ რო იყო იქ იბრა სწორად ეღადავა პოგ-მუსიკა პოგ-ნახვამდის და კაროჩე ყველაფერი პოგ არიო:))) პოგ-ბუმ თუ რაღაცით ხო მოვიდა თავიდან და:)) დარწმუნებული ვარ კინი გვირაბში იმ ფოსფორს გადააცლიდა ლივერპულთან თამაშის წინ
0
№14
ავტორი: giorgi_mg
17 იანვარი 2017 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პოგბას რა იმიჯიც აქვს ზედმეტი არამგონია იყოს, რაც აქვს ერთობა თავისთვის, ამაზე უარესად გაპიარებული იყო ბექჰემი მარა თამაშობდა და არც ეს ბიჭი დააკლებს, ნუ გავიწყდებათ რო 22 ის არის, თქვენ მაგ ასაკში რა აზრები გქონდათ თავში გაიხსენეთ :))) ნუ ჩემსაშიც)))) სასწაულები ხდებოდა))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top