თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 19:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2039,
კომენტარები: 14
ჯონსმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა
ფილ ჯონსი "ლივერპულთან" მატჩის შემდგომ.
ჯონსმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა
ფილ ჯონსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები შეაქო, რომლებიც "ლივერპულთან" მატჩში გუნდს მატჩის ბოლომდე უცხადებდნენ მხარდაჭერას.

"იუნაიტედი" მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე მარცხდებოდა, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თავური გოლის შემდეგ "წითლებმა" წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

ჯონსს მიაჩნია, რომ გულშემატკივრებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს: "ფანებმა წაგვაქეზეს. მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა მათი ხმა, მაშინაც კი, როცა 1-0 ვმარცხდებოდით, ისინი საოცარნი იყვნენ. ანგარიშის გათანაბრებაში ისინი დაგვეხმარნენ, როცა იბრამ გაიტანა, იქაურობა აფეთქდა, ნამდვილად აფეთქდა."

ჯონსი ასევე თვლის, რომ "იუნაიტედმა" თამაშის სტილი შეცვალა, როცა გათანაბრებას ცდილობდა. "მწვრთნელმა გვითხრა, რომ პირველ ტაიმში ჩვენ მათ სასარგებლოდ ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი ჩანდა, რომ უფრო წინ წავიწიეთ და ამასთან გამკლავება უჭირდათ, მითუმეტეს, იბრასთან.

მეორე ტაიმში სასტვენის ხმის გაგონებისთანავე საკალათბურთო მატჩის მსგავსი საყურებელი შეხვედრა უნდა ყოფილიყო. ისინი გვიტევდნენ, ჩვენც ვუტევდით და 45 წუთის განმავლობაში ასე გრძელდებოდა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ გოლი უფრო ადრე ვერ გავიტანეთ, რათა მეორე გოლის გასატანად უფრო მეტი ზეწოლა მოგვეხდინა მათზე".


ინგლისელი მცველი თვლის, რომ მისი გუნდი კვირას თავის საუკეთესო მატჩს ვერ აჩვენებდა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფრე კარგი შედეგი იყო. "არ ვფიქრობ, რომ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კარგად როცა არ თამაშობ და არ მარცხდები, ეს დიდი ბონუსია. ბიჭებმა ფანტასტიკური ხასიათი გამოავლინეს, ფანტასტიკური სულისკვეთება, რთულია, მითუმეტეს, როცა პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია და ანგარიშის გათანაბრება არ მოგვიხერხებია, მეტი დრო რომ გვქონოდა, ვინ იცის, იქნებ მოგვეგო კიდეც".

ოთხეულში მოხვედრის შანსის შესახებ ჯონსი აცხადებს, რომ "წითლებს" ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. "ჩვენი ფორმა არ უნდა შეწყდეს, მომდევნო კვირას "სტოკია", იმედია, ამ მატჩს და "ჰალთან" საპასუხო შეხვედრას მოვიგებთ და ფინალში გავალთ. ჯერ კიდევ ბევრი რამისთვის შეიძლება თამაში, ბევრი ქულაა გასათამაშებელი, მოვიცადოთ და ვნახოთ".

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ჯონსი ბედნიერია, რომ დიდ მატჩში მონაწილეობა კვლავ შეძლო. "ეს არის, რასაც "იუნაიტედის" მოთამაშეობა ნიშნავს, ასეთ მატჩებში მონაწილეობას და იმედი მაქვს, მომდევნო კვირას უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და სამ ქულას ავიღებთ "სტოკის" წინააღმდეგ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
16 იანვარი 2017 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჯონსი ცოტა ამოვარდნილი მეჩვენება როხომ გადაარჩინა ეს თორე უპატიებელი შეცდომას უშვებდა არასწორი ტრაექტორია რო აიღო მობრუნების ლივერპულთან როცა კუთხურიდან გოლი მოჰყვა პოგბას და ჯონსის ბრალია ნიჩია რო დაიდო
0
№2
ავტორი: დავითი
16 იანვარი 2017 20:03
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
ამის ბრალი იყო ის ნაჩუქარი კუთხური რომლიდანაც პენალი ავიკიდეთ! ეს სოსკა!
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
16 იანვარი 2017 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მათ შექმნეს ერთი გოლი ჩვენს კართან პოგბამ და ჯონსმა .. მე ვფიქრობ რო სტოკთან დამსჯელი ზომები უნდა მიიღოს მოუმ და სკამზე დასვას პოგბა და ჯონსი და ათამაშოს ბლინდი და ბასტი
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2017 20:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯონსმა ვერ ივარგა ლივერპულთან, ოდნავი პრესინგი და ფეხები ებლანდებოდა
0
№5
ავტორი: shotkin
16 იანვარი 2017 20:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: giorgisamnidze99
ჯონსი ცოტა ამოვარდნილი მეჩვენება როხომ გადაარჩინა ეს თორე უპატიებელი შეცდომას უშვებდა არასწორი ტრაექტორია რო აიღო მობრუნების ლივერპულთან როცა კუთხურიდან გოლი მოჰყვა პოგბას და ჯონსის ბრალია ნიჩია რო დაიდო

საბოლოო ჯამში მაინც მაგის შეცდომას მოყვა გოლი და როხომაც ვერ გადაარჩინა ეგრე გამოდის :D
0
№6
ავტორი: giorgiginturi
16 იანვარი 2017 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ხოო ყველაფერმა ჩაიარა და გაიარა რაღა ეშველება მაგრამ... უნდა მოგვეგო მაინც ეს მატჩი მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტყვით რომ, ზედ გადაუარეთ მთელი თამაში ისინიც კარგად საკმაოდ კარგად გვეთამაშებოდნენ ქონდათ საკმაო მომენტები....კიდე გასატანად, მაგრაააააამ!!! უნდა გაგვეტანა უნდა გაეტანა მხითარიანს, გაეტანა პოგბას, უკეთ ევალებოდა თამაში მარსიალს, რუნისაც.... და პოგბამ კი ასე ვიტყოდი, მაგრად აიჭრა, იტინგიცა და შესაძლებელი იყო რომ გაეგდოთ კიდეც!!!
რეებს აკეთებდა.
აი ამიტომ იყვნენ განსხვავებული მოთამაშეები ამ პოზიციაზე.. სქოულზი გიგზიც და თუნდაც ფლეტჩერიც,, არ იყვნენ ამხელა (ვირები) feel მაგრამ ტვინი...გონება..ჩკუით ჯობნიდნენ ყველას 99% ..
შეცდომას ისინიც უშვებდნენ მაგრამ თამაშის მერე კიარ აანალიზებდნენ? იმ წუთსვე ხვდებოდნენ ცვლიდნენ ტაქტიკას მიდგომას მრავალფეროვნება ტრიალებდა მათ გონებაში არა კიდევ ეჭიდავებოდნენ ვინმეს და წითელ ბარათის ზღვარზე თამაშობდნენ!!!
ასერომ მეგობრებოოოოო...............
კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ ლივერპულზე კარგიც, მაგრამ ....ისევ და ისევ დავამატებ რომ, პოგბა ერერა ვერ ცვლის გიგზი სქოულზის ადგილს!!! და ვფიქრომ ამ ადგილიდან წავაგეთ გუშინდელ მატჩში თამაში და წავაგეთ იმიტომ რომ ამ ადგილიდან უნდა მოგვეგო...წავაგეთ იმიტომ რომ, გუშინ უნდა მოგვეგო და ან მართლა უნდა წაგვეგო...!!! ამის დედაც ჯეკ belay

და ბოლოს ვინმემ მითხარით ვცდები თუ მართალი ვარ, ერერას ადგილზე შვაინშტაიგერს რომ ეთამაშა და ფელაინის ან რუნის მაგივრად დეპაი რომ შემოეყვანა (ჯერ რათქმაუნდა განაცხადში) wink
ვფიქრობ სხვა თამაში იქნებოდა ბასტიანი ძალიან ჭკვიანია და მემფისი კი ყველაფერს გააკეთებდა მართლა ყველაფერს ჯერ იმიტომ რომ დაგვენახა ყველას რომ ის არუნდა გაიყიდოს.... მგონია რომ მაგ ბიჭს ყველაფერი აქვს ყველაფერი აქ სათამაშოდ..და ვფიქრობ გუშინ ყველაფერი არ გააკეთეს თორემ მოვიგებდით!!!
მოუგე ლივერპულს ყველგან და ყოველთვის..... no მაგათი დედას . . . . . . !!!
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
16 იანვარი 2017 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: shotkin
ციტატა: giorgisamnidze99
ჯონსი ცოტა ამოვარდნილი მეჩვენება როხომ გადაარჩინა ეს თორე უპატიებელი შეცდომას უშვებდა არასწორი ტრაექტორია რო აიღო მობრუნების ლივერპულთან როცა კუთხურიდან გოლი მოჰყვა პოგბას და ჯონსის ბრალია ნიჩია რო დაიდო

საბოლოო ჯამში მაინც მაგის შეცდომას მოყვა გოლი და როხომაც ვერ გადაარჩინა ეგრე გამოდის :D

როხომ ვფიქრობ რაც უნდა ექნა ის ქნა აგარ გაირთულა საქმე და არ მობრუნდა
0
№8
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2017 20:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ნამდვილად ვერ დავეთანხმები გუშინდელ თამაშშI ერერას კრიტიკას:)) დეხეასთან ერთად ყველაზე კარგად ითამაშა,აგრესია,პრესინგი,და მხითარიანს კამფეტი პასი მიცა.ტოტენჰემთან მიცემული პასის სტილში.მარტალია ერერას ბეეწვრი უკლია სკოულზამდე და გაუჭირდება მაგ დონემდე მისვლა მაგრამ ერერამ თუ საერთოდ ითამაშა ცუდად უფრო ცუდად ითამაშა ჯონსმა მარსიალმა პოგბამ კერიკმა და ასე შემდეგ..მე ესე ვფიქრობ ყოველშემთხვევაში
0
№9
ავტორი: shotkin
16 იანვარი 2017 21:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: gache1991
ნამდვილად ვერ დავეთანხმები გუშინდელ თამაშშI ერერას კრიტიკას:)) დეხეასთან ერთად ყველაზე კარგად ითამაშა,აგრესია,პრესინგი,და მხითარიანს კამფეტი პასი მიცა.ტოტენჰემთან მიცემული პასის სტილში.მარტალია ერერას ბეეწვრი უკლია სკოულზამდე და გაუჭირდება მაგ დონემდე მისვლა მაგრამ ერერამ თუ საერთოდ ითამაშა ცუდად უფრო ცუდად ითამაშა ჯონსმა მარსიალმა პოგბამ კერიკმა და ასე შემდეგ..მე ესე ვფიქრობ ყოველშემთხვევაში

100% ერერა და დე ხეა დალშე არავინ ვარგოდა ვალენსიაც კი მთელი სეზონი სტაბილური იყო და გუშინ ეგეც სუსტი იყო ერერამ ჩაჭრა ზუსტად ის შეტევა და კონტრშეტევა დაიწყო როცა მხითო 1-1 ზე გავიდა ერერა იყო მანჩესტერის ხასიათი გუშინ ყველას ეგრე როეთამაშა დიდი ანგარიშით მოვიგებდით
0
№10
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2017 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
Yvelaferi winaa jer
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top