თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 13:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2305,
კომენტარები: 14
გიგზი "ნოტინგემის" პრიორიტეტული კანდიდატია
რაიან გიგზს "ნოტინგემში" მუშაობას სთავაზობენ.
გიგზი
"ნოტინგემ ფორესტმა" ოთხკაციანი სია შეადგინა იმ ადამიანებისგან, ვისაც მომავალ მწვრთნელად განიხილავს, მათ შორის კი რაიან გიგზი ლიდერობს.

მაიკ ფელანი, კენი ჯეკეტი და ოსკარ გარსია ფილ მონტეინერის დათხოვნის შემდეგ ვაკანტური ადგილის შევსების კანდიდატებად ითვლებიან.

"ნოტინგემის" მფლობელი ფავაზ ალ-ჰასავი 2012 წელს კლუბის ჩაბარებიდან დღემდე მერვე მწვრთნელის დანიშვნას აპირებს, ამჟამად კი მის გუნდს აკადემიის მწვრთნელი გერი ბრაზილი ხელმძღვანელობს.

მაგრამ ქუვეითელს არ სურს ისეთი მწვრთნელის მიყვანა, ვინც გუნდის ლიგა ერთი გადავარდნას ხელს შეუწყობს. "ნოტინგემი" ამჟამად მე-20 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონამდე 3 ქულა აშორებს.

ალ-ჰასავი კლუბის 50 მლნ. ფუნტად გაყიდვას აპირებდა და მყიდველად ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ჯეი მურსი ესახებოდა, მაგრამ სან დიეგო პადრესელმა ფასის ოთხმაგად შემცირება მოითხოვა.

ამის შემდეგ მონტეინერის "ფორესტმა" "ბირმინგემთან" 0-0 ითამაშა, რითაც ხუთმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა, მაგრამ განაგრძო ყველა ტურნირზე ნაჩვენები რვამატჩიანი მოუგებელი სერია.

გიგზი ახლა ალ-ჰასავის უმთავრეს კანდიდატად ისახება და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ვინგერს გუნდის წარმატებაში დიდ როლს აკისრებს. თუმცა, ასევე განიხილავს ფელანის კანდიდატურას, რომელიც "ჰალიდან" დაითხოვეს, ჯეკეტს, რომელიც "როტერჰემში" გატარებული 39 დღის შემდეგ გათავისუფლებულია და გარსიას, რომელიც ამჟამად "რედ ბულ ზალცბურგს" წვრთნის.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
16 იანვარი 2017 18:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
პრაქტიკა მიიგე და მერე მოდი ბიჯო :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: Phil Jones
16 იანვარი 2017 20:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კაია ესეთ გუნდში თუ მივა, უმჯობესია ჩემპიონშიპის საშუალო გუნდიში მივიდეს და მერე ნელ-ნელა მოუმატოს. კიდევ კარგი სუონსიში არ მივიდა, მაგათ მაინც არაფერი ეშველებათ და ტყუილად გიგზის დაბრალდებოდა.
0
№13
ავტორი: manfan
17 იანვარი 2017 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ძალიან კარგი იქნება !!!!
0
№14
ავტორი: Temo-Mu
17 იანვარი 2017 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
კარგია დაიწყოს ჯობია და შეიძლება მომავალში ერთ-ერთი საუკეთესოც იყოს ვინ იცის?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top