რაიან გიგზს "ნოტინგემში" მუშაობას სთავაზობენ.
"ნოტინგემ ფორესტმა" ოთხკაციანი სია შეადგინა იმ ადამიანებისგან, ვისაც მომავალ მწვრთნელად განიხილავს, მათ შორის კი რაიან გიგზი ლიდერობს.
მაიკ ფელანი, კენი ჯეკეტი და ოსკარ გარსია ფილ მონტეინერის დათხოვნის შემდეგ ვაკანტური ადგილის შევსების კანდიდატებად ითვლებიან.
"ნოტინგემის" მფლობელი ფავაზ ალ-ჰასავი 2012 წელს კლუბის ჩაბარებიდან დღემდე მერვე მწვრთნელის დანიშვნას აპირებს, ამჟამად კი მის გუნდს აკადემიის მწვრთნელი გერი ბრაზილი ხელმძღვანელობს.
მაგრამ ქუვეითელს არ სურს ისეთი მწვრთნელის მიყვანა, ვინც გუნდის ლიგა ერთი გადავარდნას ხელს შეუწყობს. "ნოტინგემი" ამჟამად მე-20 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონამდე 3 ქულა აშორებს.
ალ-ჰასავი კლუბის 50 მლნ. ფუნტად გაყიდვას აპირებდა და მყიდველად ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ჯეი მურსი ესახებოდა, მაგრამ სან დიეგო პადრესელმა ფასის ოთხმაგად შემცირება მოითხოვა.
ამის შემდეგ მონტეინერის "ფორესტმა" "ბირმინგემთან" 0-0 ითამაშა, რითაც ხუთმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა, მაგრამ განაგრძო ყველა ტურნირზე ნაჩვენები რვამატჩიანი მოუგებელი სერია.
გიგზი ახლა ალ-ჰასავის უმთავრეს კანდიდატად ისახება და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ვინგერს გუნდის წარმატებაში დიდ როლს აკისრებს. თუმცა, ასევე განიხილავს ფელანის კანდიდატურას, რომელიც "ჰალიდან" დაითხოვეს, ჯეკეტს, რომელიც "როტერჰემში" გატარებული 39 დღის შემდეგ გათავისუფლებულია და გარსიას, რომელიც ამჟამად "რედ ბულ ზალცბურგს" წვრთნის.
წყარო:
dailymail