თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2107,
კომენტარები: 13
ფელაინი ახალ კონტრაქტს მიიღებს
"იუნაიტედის" ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.
ფელაინი ახალ კონტრაქტს მიიღებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარუან ფელაინის 12 თვით გაუხანგრძლივებს კონტრაქტს.

"იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანმა პირებმა და ფეხბურთელთან დაკავშირებულმა წყარომ ESPN FC-ს აცნობა, რომ "ევერტონიდან" 2013 წელს 27.5 მლნ. ფუნტად შეძენილმა ფეხბურთელმა გასულ თვეში უკვე მოაწერა ხელი ახალ შეთანხმებას.

ESPN FC-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მოურინიო ფელაინის გაშვებას არ აპირებს და 29 წლის ფეხბურთელის თაობაზე არავითარ წინადადებებს არ განიხილავს.

ამის ნაცვლად კლუბი ისარგებლებს უფლებით, რომელიც 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ენიჭება და ბელგიელთან შეთანხმებას 2018 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მორგან შნეიდერლინი მალე დატოვებს "ოლდ ტრაფორდს" და მოურინიო მზად არის, ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებაც განიხილოს წამოყენებული წინადადებები, ფელაინი ჟოზესთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევა.

თავად ფეხბურთელსაც სურს "იუნაიტედში" დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოდან" ტიმუე ბაკაიოკოს შეძენის შემთხვევაში მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება.

წყარო: espn
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: East
12 იანვარი 2017 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
ჟოზეს ევასება ესეთი სტილის იგროკები მატიჩიც ესეთი იგროკი ყავდა ჩელსში
0
№12
ავტორი: JuanMata
12 იანვარი 2017 15:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
წინა სიახლეზეც დავწერე, თამაშის ტემპია დასაგდებად და აგრესიული თამაშისთვის კარგი ვარიანტია, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენი შეტევაც სუსტდება.

იმ შემთხვევაში თუ იგებ და დაცვაში ჩაჯდომა გინდა, კარგია, თან მაღალ ბურთებზეც იბრძოლებს.

საბედნიეროდ კარგა ხანია მოუ ერთი გოლის მერე თამაშის მოკვლას აღარ იწყებს და მეტოქის მოედანზე ბურთის გადატანაზე აკეთებს აქცენტს, რაც გვიადვილებს უპირატესობის შენარჩუნებას.
0
№13
ავტორი: shotkin
12 იანვარი 2017 15:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: JuanMata
წინა სიახლეზეც დავწერე, თამაშის ტემპია დასაგდებად და აგრესიული თამაშისთვის კარგი ვარიანტია, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენი შეტევაც სუსტდება.

იმ შემთხვევაში თუ იგებ და დაცვაში ჩაჯდომა გინდა, კარგია, თან მაღალ ბურთებზეც იბრძოლებს.

საბედნიეროდ კარგა ხანია მოუ ერთი გოლის მერე თამაშის მოკვლას აღარ იწყებს და მეტოქის მოედანზე ბურთის გადატანაზე აკეთებს აქცენტს, რაც გვიადვილებს უპირატესობის შენარჩუნებას.

აი ერთადერთი ახსნა ხო ეგააქ ამკაცის დარცენას რო აგრესიული თამაშისთვის იტოვებს და ანგარიშის შესანარცუნებლადმ მარა ნახე ამშემთხვევაშიც რო არ ვარგა ტიპი რა ჯერ ერთი ისეთი უაზროდ უხეშია ტიპი წითელი ბარათის დეტექტორია და წარმოიდგინე 1:0 ზე როშემოგყავს და დარჩენილია 15 წთ დამთავრებამდე და ამას რო გააგდებენ რამხელა ღალატია მერე მეორე წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით დღეს ფეხბურთი ისეთ დონეზეა განვითარებული რო აგერ მეკარეებსაც ფეხით კარგ თამაშს და პასს სთხოვენ და ამას ელემენტარული საფეხბურთო კლასი არგააჩნია იმდონის რო მანჩესტერს მოერგოს არათუ პასი არამედ ფანტაზიის მინიმალური უნარიც არააქ მასტს მარტო მოსაჩეხად როვარგა ფეხბურთელი ეგეთი არც ჩამშლელი მინდა და არც არავინ გადავხედოთ დღეს ჩვეულებრივ ჩამშლელებს უმეტესობას ასეთუისე რაღაც პასი მაინც უვარგა მოქნილია მაინც ან დამატებით პლიუსი აქ. იდეაში ამის პლიუსი სიმაღლე უნდა იყოს რასაც ვერიყენებს მოწინააღმდეგე მეკარის დარტმულ ბურთებზე როცა ბურთი თამაშში შეყავთ რამდენჯერ დავაკვირდი და ხშირად აგებს საჰაერო ბრზოლას თავისზე პატარებთან მეტიც მასტი უბრალოდ არ ხტება აი დააკვირდით რა და თავით თამასიც ვითომ ამის საქმე უნდა იყოს მარა მაგაშიც არვარგა ეს ეხლა რაცგაიტანა მცველმა ვერიუსწრო ნორმალურად თორე ამის დარტყმული ბურთები თავით რაც ვნახე ყველა საშუალო სიძლიერით ან კარს ცდება ან მეკარეს ხელში მისდის ყველანაირად გამოუსადეგარი ფეხბურთელია ჩვენთვის და იმედია 2018 წლამდე გაიტანენ აქედან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top