"მანჩესტერ იუნაიტედი" მარუან ფელაინის 12 თვით გაუხანგრძლივებს კონტრაქტს.
"იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანმა პირებმა და ფეხბურთელთან დაკავშირებულმა წყარომ ESPN FC-ს აცნობა, რომ "ევერტონიდან" 2013 წელს 27.5 მლნ. ფუნტად შეძენილმა ფეხბურთელმა გასულ თვეში უკვე მოაწერა ხელი ახალ შეთანხმებას.
ESPN FC-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მოურინიო ფელაინის გაშვებას არ აპირებს და 29 წლის ფეხბურთელის თაობაზე არავითარ წინადადებებს არ განიხილავს.
ამის ნაცვლად კლუბი ისარგებლებს უფლებით, რომელიც 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ენიჭება და ბელგიელთან შეთანხმებას 2018 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მორგან შნეიდერლინი მალე დატოვებს "ოლდ ტრაფორდს" და მოურინიო მზად არის, ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებაც განიხილოს წამოყენებული წინადადებები, ფელაინი ჟოზესთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევა.
თავად ფეხბურთელსაც სურს "იუნაიტედში" დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოდან" ტიმუე ბაკაიოკოს შეძენის შემთხვევაში მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება.