თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 03:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2308,
კომენტარები: 14
მატა: "ჯერ ფინალში არ ვართ"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ინტერვიუ.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა კმაყოფილია გუნდის მიერ "ჰალ სიტისთან" მატჩში მიღწეული შედეგით, მაგრამ არ თვლის, რომ გუნდმა 2-ბურთიანი უპირატესობით უკვე მოიპოვა ფინალის საგზური.

"წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ლიგის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ვეფხვებს" უმასპინძლეს და მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

შეხვედრაში ანგარიში ხუან მატამ გახსნა, რომელმაც ჰენრიხ მხითარიანის გადაცემით ისარგებლა, მატჩის მიწურულს კი მარუან ფელაინიმ ანგარიში ორამდე გაზარდა.

შედეგად, "იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 9 თამაშში 9 გამარჯვება მოიპოვა და სერიის გაგრძელებას კვირას პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულთან" დაპირისპირებისას ეცდება.

ხუან, 2-0 გამარჯვება, ბედნიერი ხართ?

დიახ, ვფიქრობ, კარგი შედეგია. კარგია, რომ გოლი არ გავუშვით, რადგან ასეთი სახის ტურნირებზე გასვლაზე გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ არ გაგვიშვია და ორჯერ გავიტანეთ. ვფიქრობ, მარუანის გოლიც მნიშვნელოვანი იყო, ასე რომ, ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ ფინალში არ გავსულვართ.

კარგად თამაშობდით და ბევრ მომენტს ქმნიდით, მაგრამ მომენტებს ვერ იყენებდით

დიახ, რამდენიმე მატჩის მსგავსად ხდებოდა ისე, რომ კარგად ვთამაშობდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ გოლი ვერ გაგვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ გავიტანეთ, რაც კარგი შედეგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომენტების შექმნა და კარგი ფეხბურთის თამაში, რადგან ასეთი თამაშით უფრო ახლოს ხარ გამარჯვებასთან.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
11 იანვარი 2017 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფინალში ვართ აბა სად ჯანდაბაში ვართ
0
№12
ავტორი: Manstark_United
11 იანვარი 2017 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: stepno
ფინალში ვართ აბა სად ჯანდაბაში ვართ

ხო არ იტყვის ფინალში ვართო.პატივს სცემს მოწინააღმდეგეს winked wink ისე კი თვითონაც იცის და ჩვენც,რომ 2-0-ის ამომქაჩავები არ არიან თუნდაც გასვლაზე.თუმცა გასვლაზეც უნდა მოიგონ,მოგებათა სერია სადამდე გასტანს საინტერესოა feel ბოლომდე უნდა ეცადონ.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2017 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფინალში ვართ ცალი ფეხით
0
№14
ავტორი: stepno
11 იანვარი 2017 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Manstark_United
ციტატა: stepno
ფინალში ვართ აბა სად ჯანდაბაში ვართ

ხო არ იტყვის ფინალში ვართო.პატივს სცემს მოწინააღმდეგეს winked wink ისე კი თვითონაც იცის და ჩვენც,რომ 2-0-ის ამომქაჩავები არ არიან თუნდაც გასვლაზე.თუმცა გასვლაზეც უნდა მოიგონ,მოგებათა სერია სადამდე გასტანს საინტერესოა feel ბოლომდე უნდა ეცადონ.

მთავარია ეხლა არ დამთავრდეს ლივერპულთან manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top