თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 03:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2310,
კომენტარები: 14
მატა: "ჯერ ფინალში არ ვართ"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ინტერვიუ.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა კმაყოფილია გუნდის მიერ "ჰალ სიტისთან" მატჩში მიღწეული შედეგით, მაგრამ არ თვლის, რომ გუნდმა 2-ბურთიანი უპირატესობით უკვე მოიპოვა ფინალის საგზური.

"წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ლიგის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ვეფხვებს" უმასპინძლეს და მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

შეხვედრაში ანგარიში ხუან მატამ გახსნა, რომელმაც ჰენრიხ მხითარიანის გადაცემით ისარგებლა, მატჩის მიწურულს კი მარუან ფელაინიმ ანგარიში ორამდე გაზარდა.

შედეგად, "იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 9 თამაშში 9 გამარჯვება მოიპოვა და სერიის გაგრძელებას კვირას პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულთან" დაპირისპირებისას ეცდება.

ხუან, 2-0 გამარჯვება, ბედნიერი ხართ?

დიახ, ვფიქრობ, კარგი შედეგია. კარგია, რომ გოლი არ გავუშვით, რადგან ასეთი სახის ტურნირებზე გასვლაზე გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ არ გაგვიშვია და ორჯერ გავიტანეთ. ვფიქრობ, მარუანის გოლიც მნიშვნელოვანი იყო, ასე რომ, ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ ფინალში არ გავსულვართ.

კარგად თამაშობდით და ბევრ მომენტს ქმნიდით, მაგრამ მომენტებს ვერ იყენებდით

დიახ, რამდენიმე მატჩის მსგავსად ხდებოდა ისე, რომ კარგად ვთამაშობდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ გოლი ვერ გაგვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ გავიტანეთ, რაც კარგი შედეგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომენტების შექმნა და კარგი ფეხბურთის თამაში, რადგან ასეთი თამაშით უფრო ახლოს ხარ გამარჯვებასთან.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
11 იანვარი 2017 03:18
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ავტორო
3:17ზე როარ გძინავს და კიდე სტატიას რო გვიდებ მადლობა ძაან დიდი !
1
№2
ავტორი: RojoDiablo
11 იანვარი 2017 03:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: pogba.
ავტორო
3:17ზე როარ გძინავს და კიდე სტატიას რო გვიდებ მადლობა ძაან დიდი !

არაფერს, პოლ, ჩვენი საქმეც ეგაა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: giorgisamnidze99
11 იანვარი 2017 03:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
Nu atrakeb chven sul finalshi vart
0
№4
ავტორი: temo-scholes
11 იანვარი 2017 04:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: pogba.
ავტორო
3:17ზე როარ გძინავს და კიდე სტატიას რო გვიდებ მადლობა ძაან დიდი !

არაფერს, პოლ, ჩვენი საქმეც ეგაა

gio ver vuyure me da sagol shen...
0
№5
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2017 05:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Finalshi vart xuanito finalshii))❤️
0
№6
ავტორი: manuchari
11 იანვარი 2017 07:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
დიდიხანია ვერ ვახერხებდი ამ საიტზე შემოსვლას პირველი მივესალმები ყველა ეშმაკს და მივულოცავ ამ 9 მაჩიან მოგებების სერიას და ვუსურვებ კიდევ 9 მოგება გვეზეიმოს მეორე ყველა ავტორს მადლობას ვეტყვი იმისათვის რომ ნებისმიერ დროს სიახლით გვანებივრებენ მითუმეტეს ახლა ნამდვილ ემიუს რომ ვუყურებთ გაიხარეთ ყველა ეშმაკმა და მადლობა რომ ემიუს სიყვარულში ხართ და ემისუ ყველაფერზე გული შეკტკივათ გაუმარჯოს ემიუს ჯიგრები ხართ ყველა
0
№7
ავტორი: GeorgeBest
11 იანვარი 2017 10:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრს მისცემს იქით მერე შანსს, მშვენიერი ანგარიშია მარა ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი მოსალოდნელია
0
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
11 იანვარი 2017 11:17
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: pogba.
ავტორო
3:17ზე როარ გძინავს და კიდე სტატიას რო გვიდებ მადლობა ძაან დიდი !

არაფერს, პოლ, ჩვენი საქმეც ეგაა

მინდა მეც დიდი მადლობა გადავუხადო ავტორს. ასეთი დონის სტატიები და ასე გამართულად დღეს არცერთ საფეხბურთო საიტზე არ იდება. RojoDiablo-ს ყველა სტატია საინტერესოა და გამორიცხულია კითხვა დაიწყო და რაცარუნდა დიდი იყოს მოცულობით ბოლომდე არ წაიკითხო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ შრომისთვის რასაც შენ აკეთებ
1
№9
ავტორი: RojoDiablo
11 იანვარი 2017 11:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ALEXFERGUSON
მინდა მეც დიდი მადლობა გადავუხადო ავტორს. ასეთი დონის სტატიები და ასე გამართულად დღეს არცერთ საფეხბურთო საიტზე არ იდება. RojoDiablo-ს ყველა სტატია საინტერესოა და გამორიცხულია კითხვა დაიწყო და რაცარუნდა დიდი იყოს მოცულობით ბოლომდე არ წაიკითხო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ შრომისთვის რასაც შენ აკეთებ

ვახ, მადლობა, მადლობა. მართლა ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი სიტყვების ღირსად მიმიჩნევთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Mixito
11 იანვარი 2017 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Madloba avtorebs aseti saitebi ishviatia ishviati ra marto chven gvaqvs da madloba aseve taven bijebo yvela sazrian komentarebs ro wert magalitad gushin sheviare halamadridze da 641 komentari iyo ert siaxleze da aqedan pirveli 10 ro wavikitxe iseti uazroba iseti uazroba ro pirdapir gavtishe da aq shemovedi mastebi ertmanets aginebdnen sul uazrod da getyvit ro es aq ar momxdariyos da arc moxdeba radgan yvela dzmebi vart da manus fanebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top