თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 02:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2439,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" "ევერტონის" შეთავაზებაზე თანახმაა
შნეიდერლინი მალე "ევერტონის" ფეხბურთელი გახდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონის" 22 მილიონ ფუნტიან შეთავაზებას დასთანხმდა და ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი შეიძლება მიიღოს.

რონალდ კუმანის მიერ ფრანგისთვის შეთავაზებული 19 მილიონი "წითლებმა" წინა კვირაში უარყვეს, რის შემდეგაც "ვესტ ბრომმა" წამოაყენა თავისი წინადადება, მაგრამ "იუნაიტედს" 24 მლნ. ფუნტის მიღება სურს, რაც იდენტურია "საუთჰემპტონისთვის" 2015 წლის ივლისში გადახდილი თანხისა.

მოლაპარაკებები ბოლო დღეებშიც გრძელდებოდა და "ევერტონი" იმედოვნებს, რომ უახლოეს 48 საათში ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

კუმანმა, რომელმაც "ჰალ სიტიში" იჯარით გაანათხოვრა უმარ ნიასი, ინგლისის თასზე "ლესტერთან" დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ თავისი გუნდის გაძლიერებას "საუთჰემპტონში" გატარებული ერთი სეზონის განმავლობაში მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით აპირებს.

"ვიცით რაც გვინდა. სასურველი ფეხბურთელები უკვე აღმოჩენილი გვყავს და ახლა ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც, თუკი უარყოფით პასუხს მივიღებთ, ჩემს საქმეს მივუბრუნდები, რაც მომდევნო მატჩისთვის გუნდის მომზადებაში მდგომარეობს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ფეხბურთელების შეძენას, რადგან გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ მოხერხდება, მათ ნაცვლად სხვებს არ ვიყიდით, რადგან ეს ის არ არის, რაც მსურს", - განაცხადა "ევერტონის" მწვრთნელმა.

წყარო: the guardian
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
11 იანვარი 2017 12:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წარმატებები მორგან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top