თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2017, 02:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2445,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" "ევერტონის" შეთავაზებაზე თანახმაა
შნეიდერლინი მალე "ევერტონის" ფეხბურთელი გახდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონის" 22 მილიონ ფუნტიან შეთავაზებას დასთანხმდა და ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი შეიძლება მიიღოს.

რონალდ კუმანის მიერ ფრანგისთვის შეთავაზებული 19 მილიონი "წითლებმა" წინა კვირაში უარყვეს, რის შემდეგაც "ვესტ ბრომმა" წამოაყენა თავისი წინადადება, მაგრამ "იუნაიტედს" 24 მლნ. ფუნტის მიღება სურს, რაც იდენტურია "საუთჰემპტონისთვის" 2015 წლის ივლისში გადახდილი თანხისა.

მოლაპარაკებები ბოლო დღეებშიც გრძელდებოდა და "ევერტონი" იმედოვნებს, რომ უახლოეს 48 საათში ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

კუმანმა, რომელმაც "ჰალ სიტიში" იჯარით გაანათხოვრა უმარ ნიასი, ინგლისის თასზე "ლესტერთან" დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ თავისი გუნდის გაძლიერებას "საუთჰემპტონში" გატარებული ერთი სეზონის განმავლობაში მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით აპირებს.

"ვიცით რაც გვინდა. სასურველი ფეხბურთელები უკვე აღმოჩენილი გვყავს და ახლა ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც, თუკი უარყოფით პასუხს მივიღებთ, ჩემს საქმეს მივუბრუნდები, რაც მომდევნო მატჩისთვის გუნდის მომზადებაში მდგომარეობს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ფეხბურთელების შეძენას, რადგან გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ მოხერხდება, მათ ნაცვლად სხვებს არ ვიყიდით, რადგან ეს ის არ არის, რაც მსურს", - განაცხადა "ევერტონის" მწვრთნელმა.

წყარო: the guardian
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
11 იანვარი 2017 02:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
შნეიდერლინი ესეთ გუნდებში ბევრად კომფორტულად იგრძნობს თავს რადგან ეს გუნდები მის მაქსიმუმს ანახებს, მანჩესტერში კონკურენციამ დაკარგა, ვერ გაუქაჩა სხვებს ეს არის რეალობა love am
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
11 იანვარი 2017 02:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
Ar gayidon 25 naklebat
0
№3
ავტორი: tedore
11 იანვარი 2017 02:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
საღოლ მოუს კაპიკებში რო გავყიდეთ ნანი და ვან პერსი ეგ რად ღირდა მარტო რამდენი დავკარგეთ ეგრე რაა დაადე ფასი უნდათ იყდონ თუ არადა ხეხოს სკამი

მადლობა ბიჭებო ესე ოპერატიულად და რო დებთ სიახლეებს ფოტომასალას მატჩის განხილვას და ა.შ. მაგრად მუშაობს საიტი
1
№4
ავტორი: pogba.
11 იანვარი 2017 02:35
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მიეცით ცოდოები არიან :)))))))))))
0
№5
ავტორი: shotkin
11 იანვარი 2017 02:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მადლობა ავტორს ამწამს წავიკითხე ბბსიზე და როშემოვედი ეგრევე იდო სიახლე მარტლა საღოლ მაგრები ხართ
2
№6
ავტორი: tedore
11 იანვარი 2017 02:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ციტატა: shotkin
მადლობა ავტორს ამწამს წავიკითხე ბბსიზე და როშემოვედი ეგრევე იდო სიახლე მარტლა საღოლ მაგრები ხართ


100% გეთანხმები
1
№7
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2017 05:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Wasuli araaa faqtiuraad
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
11 იანვარი 2017 08:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მემფისიც წაიყვანომ არენდით ცოდვაა აქ თუ დარჩა და მოუმატა მოუ შანს მიცემს თასებზე
0
№9
ავტორი: Mixito
11 იანვარი 2017 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Am wutas mempisze aranairad ar mwydeba guli radgan mag kacs fexburti ar ainteresebs felaini ro felainia da lingardi ro lingardia egeni naxuloben satamasho dros da ecdebian ro mwvrtneltan kargi urtiertoba qondet xolo dapay chemi azrit amas ar cdilobs
0
№10
ავტორი: stepno
11 იანვარი 2017 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ess ratqmaundaa gasaahvebiaa miayolet memfisic
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top