თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2017, 11:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2496,
კომენტარები: 12
მოურინიოს, კონტესა და ვენგერს ნული ხმა ერგოთ
FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოვლენისას მოურინიოსა და ვენგერს ხმა არავინ მისცა.
მოურინიოს, კონტესა და ვენგერს ნული ხმა ერგოთ
FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილმა ჟოზე მოურინიომ და არსენ ვენგერმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს.

"ლესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2015/16 წლების სეზონის შედეგების მიხედვით წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მისმა გუნდმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო.

მაგრამ მსოფლიოს ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მედიის წარმომადგენლებმა არც მოურინიოს მისცეს ხმა და არც ვენგერს.

რანიერის გამოკითხულთა ხმების 22.6% ერგო, ხოლო მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს 16.56%, რაც შეეხება ევროპის ჩემპიონ ფერნანდუ სანტუშს, მან ხმების 16.24% დააგროვა.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელმაც საერთოდ ვერ მიიღო ხმა, ხოლო პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი პოპულარული არჩევანი იყვნენ.

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ თავისი ხმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისცა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
10 იანვარი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შარშანდელი სეზონით თუ ვიმსჯელებთ არცუნდა მიეღო :DDDDDDD
0
№12
ავტორი: Phil Jones
10 იანვარი 2017 23:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ზიდანიც ძალით მწვრთნელია ისე ჩვენში რომ დარჩეს, მაგ შემადგენლობით დიდი შანსი ჰქონდა ბენიტესსაც, უბრალოდ ტრიპაჩმა ფეხბურთელებმა არ აცალეს, რეალს უბრალოდ ავტორიტეტი სჭირდებოდა რომელიც გუნდს დაქოქავდა და ზიდანი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ეგაა...
რაც შეეხება პირველ და მესამეს მათ დაიმსახურეს, ხოლო მესის არჩევნი სასაცილოა, ისე დარწმუნებული ვარ რომ არც უყურებს ეგ ფეხბურთს, მაგალითად პრემიერლიგას, ევროპის ჩემპიონატს და ა.შ. ტიპმა წიგნებს რ ვკითხულობო და არც ტელევიზორს ვუყურებ და არც ფილმები მიყვარსო, ეგეთი კაცისგან არაფერი გამიკვირდება ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top