თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2017, 11:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2497,
კომენტარები: 12
მოურინიოს, კონტესა და ვენგერს ნული ხმა ერგოთ
FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოვლენისას მოურინიოსა და ვენგერს ხმა არავინ მისცა.
მოურინიოს, კონტესა და ვენგერს ნული ხმა ერგოთ
FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილმა ჟოზე მოურინიომ და არსენ ვენგერმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს.

"ლესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2015/16 წლების სეზონის შედეგების მიხედვით წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მისმა გუნდმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო.

მაგრამ მსოფლიოს ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მედიის წარმომადგენლებმა არც მოურინიოს მისცეს ხმა და არც ვენგერს.

რანიერის გამოკითხულთა ხმების 22.6% ერგო, ხოლო მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს 16.56%, რაც შეეხება ევროპის ჩემპიონ ფერნანდუ სანტუშს, მან ხმების 16.24% დააგროვა.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელმაც საერთოდ ვერ მიიღო ხმა, ხოლო პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი პოპულარული არჩევანი იყვნენ.

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ თავისი ხმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისცა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2017 11:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მესის არჩევანი wink მეცინება, რომ ეს ბარსელონას ფეხბურთელები მათ გარდა ვერაფერს ხედავენ და არაფერს უყურებენ.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2017 11:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტყ wink
0
№3
ავტორი: Manstark_United
10 იანვარი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
შარშანდელი სეზონით რა თქმა უნდა ჟოზეს ხმას არავინ მისცემდა.ვენგერი წლებია თავისი ვითომ სტაბილურობით აბეზრებს თავს ყველას. რანიერის ეკუთვნოდა აშკარად. დიდი ფურცელი დაწერა მაგ კაცმა ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.
0
№4
ავტორი: Lady in red
10 იანვარი 2017 12:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ლუის ენრიკეო wink
0
№5
ავტორი: Byakugan
10 იანვარი 2017 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ზიდანის და ენრიკეს დამსახურებას ვერ ვხედავ მაგათი გუნდების წინაშე, ლესტერი რო ჩაიბაროს რომელიმემ გარანტირებულად ქვედა ათეულში იქნებიან, ან შეიძლება გავარდნენ
1
№6
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2017 12:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზიდანმა სანტუშზე მეტი ხმა რატო მიიღო მაინც ვერ დავადგინე

არ ვაკნინებ ზიზუს მიღწევას მარა რანიერი-სანტუში წლის მწვრთნელები იყვნენ
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2017 12:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რანიერი იმსახურებდა მართლა, მესის ვერ გაუკეთებია სწორი არჩევანი wink
0
№8
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2017 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dabrundeba joze male tavis adgilze ❤️
0
№9
ავტორი: უეინ რუნი
10 იანვარი 2017 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
სადღაც წავიკითხე ბარსას ფანის კომენტარი რომ ენრიკე ფერგის სჯობსოო მაგრად მეცოდება ასეთი "ფეხბურთის მცოდნეები"12 წლის ბავშვები რომლებიც ბარსას ფანობის 10 წლიანი სტაჟი აქვთ wink
1
№10
ავტორი: JuanMata
10 იანვარი 2017 14:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ენრიკეს ვაფშე რატომ უნდა მისცე ხმა wink არც ზიდანს ვთვლი განსაკუთრებულ მწვრთნელად, გუარდიოლას მაგალითზეც გამოჩნდა რომ ძლიერი აწყობილი გუნდებით მწვრთნელის შეფასება არაობიექტურია.

რანიერი მართლა მაგარია, რაც მაგან შარშან ლესტერით გააკეთა, ეგაა მწვრთნელობა, როცა ეგეთი გუნდის ათამაშება შეგიძლია.

კანტეს წასვლა დაეტყო ძაან ლესტერს, თორემ ახლა ბევრად ზევით იქნებოდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top