პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის გაიმართება, მაიკლ ოლივერი განსჯის.
კვირას "ოლდ ტრაფორდი" ტურის გამორჩეულ შეხვედრას უმასპინძლებს, რომლის განსჯაც 31 წლის მსაჯს მიენდო. ოლივერი ამ გუნდების შეხვედრას გასულ სეზონშიც სჯიდა და ის შეხვედრა "იუნაიტედმა" 3:1 მოიგო, "ლივერპულის" კარში კი 11-მეტრიანი დანიშნა.
გარდა ამისა, გასულ სეზონში ოლივერს "ლივერპულისთვის" ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის განსჯა მიენდო. "უემბლიზე" ლიგის თასის ფინალში მერსეისაიდელები "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდნენ.
თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მაიკლი "ლივერპულისთვის" უიღბლო მსაჯია - მისი მსაჯობისას იურგენ კლოპის შეგირდებმა ოთხი მატჩი მოიგეს, მათ შორის, "არსენალთან" მიმდინარე სეზონის პირველ ტურში.
ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად აღიარებულმა ოლივერმა მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებს 70 ყვითელი ბარათი უჩვენა, მოედნიდან კი ერთადერთი ფეხბურთელი, "ბორნმუთის" მცველი საიმონ ფრენსის გააძევა.