თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2017, 22:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2436,
კომენტარები: 13
"იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის მსაჯი ცნობილია
ინგლისის საფეხბურთო ფედერაციამ მსაჯთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის გაიმართება, მაიკლ ოლივერი განსჯის.

კვირას "ოლდ ტრაფორდი" ტურის გამორჩეულ შეხვედრას უმასპინძლებს, რომლის განსჯაც 31 წლის მსაჯს მიენდო. ოლივერი ამ გუნდების შეხვედრას გასულ სეზონშიც სჯიდა და ის შეხვედრა "იუნაიტედმა" 3:1 მოიგო, "ლივერპულის" კარში კი 11-მეტრიანი დანიშნა.

გარდა ამისა, გასულ სეზონში ოლივერს "ლივერპულისთვის" ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის განსჯა მიენდო. "უემბლიზე" ლიგის თასის ფინალში მერსეისაიდელები "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდნენ.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მაიკლი "ლივერპულისთვის" უიღბლო მსაჯია - მისი მსაჯობისას იურგენ კლოპის შეგირდებმა ოთხი მატჩი მოიგეს, მათ შორის, "არსენალთან" მიმდინარე სეზონის პირველ ტურში.

ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად აღიარებულმა ოლივერმა მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებს 70 ყვითელი ბარათი უჩვენა, მოედნიდან კი ერთადერთი ფეხბურთელი, "ბორნმუთის" მცველი საიმონ ფრენსის გააძევა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2017 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია რამე არ მიქაროს და სამართლიანად იმსაჯოს
1
№2
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Imedia arafers ar miqaravs
0
№3
ავტორი: levionok
9 იანვარი 2017 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: SANDROGRIGA
მთავარია რამე არ მიქაროს და სამართლიანად იმსაჯოს

თუ უნდა მიქაროს,მთავარია ჩვენ საწინააღმდეგოდ არ მიქაროს და ისე მიქაროს რამდენიც უნდა 8 პენალი დაუდია ლივერპულის კარში ;)
0
№4
ავტორი: shotkin
9 იანვარი 2017 23:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მაგარი აპასნი მსაჯია განა იმიტო რო მიკერძოებაში ვდებ ბრალს არა არამედ იმიტო რო ამგარი არაადეკვატურია და შეცდომებიც აქ ხშირად მე ლიჩნად ინგლისსში მსაჯობა აღარ მომწონს ძაან უაზროდ მსაჯობენ ესარის ჩემპიონატი სადაც ხელით თამაშზე პენლებს და ჯარიმებს აღარ დებენ და ზედმეტად აჩეხინებენ უკვე ფეხბურთელებს ერთმანეთს
0
№5
ავტორი: dybbuk
10 იანვარი 2017 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ამან არ იყო სმოლინგი რო მიაპაშოლა ეტიჰადზე?! wink რეები ქნა სმოლინგმა იმ თამაშში, იმინა გაწირა გუნდი, კლატენბურგი რო დაენიშნათ აჯობებდა ჩემი აზრით, ეს ძაან ახალგაზრდაა და გამოუცდელობა რიგ თამაშებში თავს იჩენს ხოლმე მის გადაწყვეტილებებში
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
10 იანვარი 2017 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ლივერპული დაიმუტლოს უნდა მსანჯიანათ 15 მეტში MU 3 - 1 LIV
1
№7
ავტორი: kobinio
10 იანვარი 2017 02:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: dybbuk
ამან არ იყო სმოლინგი რო მიაპაშოლა ეტიჰადზე?! wink რეები ქნა სმოლინგმა იმ თამაშში, იმინა გაწირა გუნდი, კლატენბურგი რო დაენიშნათ აჯობებდა ჩემი აზრით, ეს ძაან ახალგაზრდაა და გამოუცდელობა რიგ თამაშებში თავს იჩენს ხოლმე მის გადაწყვეტილებებში

Klatenburgma rom ori penalti ar dagvido sitis cinaagmdeg dagavickda albat :))
0
№8
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2017 10:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ცენზურა როგორ არ მევასება
0
№9
ავტორი: stepno
10 იანვარი 2017 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სამართლიანი იყოს მთავარია არ მჭირდება ამის მომხრობა და ასე შემდეგ მთავარია რაიმე სისულელ არ გააკეთოს და თამაში არ გააფუჭოს
0
№10
ავტორი: giorgi_mg
10 იანვარი 2017 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სამართლიანად თუ იმსაჯა მოვიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top