თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 12
სქოულზი: "რეკორდი "ლივერპულთან" უნდა დაამყაროს"
პოლ სქოულზი რუნის მიღწევის სიმბოლურობას ისურვებს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა უეინ რუნი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა წოდებაში სერ ბობი ჩარლტონთან გათანაბრება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ინგლისელი ერთპიროვნულ ლიდერობას "ლივერპულთან" მატჩში მოიპოვებს.

"რედინგთან" გატანილი გოლი "იუნაიტედის" კაპიტნისთვის 249-ე გამოდგა "წითლების" რიგებში, რითაც ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის მიღწევა გაიმეორა, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვოს, რუნის კიდევ ერთი გოლი სჭირდება.

სქოულზი ყოფილ თანაგუნდელს ულოცავს: "დიდებული მიღწევაა. ბევრი ტიტული აქვს მოგებული და ის, რამაც უფრო მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება მისი მონდომება და დამშეულობაა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში დიდი ხანია თამაშობს.

მწვავედ გამოიყურებოდა, დიდებულ მოძრაობებს აკეთებდა, ბურთს კარგად ეპყრობოდა, მთელი მისი თამაში კარგი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ რეკორდს "ლივერპულთან" დაამყარებს.

ამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეჰქონდა, ბევრი ტიტული მოიგო, განსაკუთრებული გოლები გაიტანა. საოცარი გოლები აქვს გატანილი - დარტყმები საჯარიმოს გარედან, ჭკვიანური გადაგდებები, მოედნის ცენტრიდან გატანილი.

ამ კლუბის სენსაცია იყო და დიდხანს ასე უნდა გაგრძელდეს",
- განაცხადა სქოულზმა და ხუმრობით დაამატა: "რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემგან ისწავლა".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
8 იანვარი 2017 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პოლ დაგმუტლავს რუნი მაგ სიტყვების გამო
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2017 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თუ მიეცა შესაძლებლობა ჰალსაც გაუტანოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top