თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 12
სქოულზი: "რეკორდი "ლივერპულთან" უნდა დაამყაროს"
პოლ სქოულზი რუნის მიღწევის სიმბოლურობას ისურვებს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა უეინ რუნი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა წოდებაში სერ ბობი ჩარლტონთან გათანაბრება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ინგლისელი ერთპიროვნულ ლიდერობას "ლივერპულთან" მატჩში მოიპოვებს.

"რედინგთან" გატანილი გოლი "იუნაიტედის" კაპიტნისთვის 249-ე გამოდგა "წითლების" რიგებში, რითაც ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის მიღწევა გაიმეორა, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვოს, რუნის კიდევ ერთი გოლი სჭირდება.

სქოულზი ყოფილ თანაგუნდელს ულოცავს: "დიდებული მიღწევაა. ბევრი ტიტული აქვს მოგებული და ის, რამაც უფრო მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება მისი მონდომება და დამშეულობაა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში დიდი ხანია თამაშობს.

მწვავედ გამოიყურებოდა, დიდებულ მოძრაობებს აკეთებდა, ბურთს კარგად ეპყრობოდა, მთელი მისი თამაში კარგი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ რეკორდს "ლივერპულთან" დაამყარებს.

ამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეჰქონდა, ბევრი ტიტული მოიგო, განსაკუთრებული გოლები გაიტანა. საოცარი გოლები აქვს გატანილი - დარტყმები საჯარიმოს გარედან, ჭკვიანური გადაგდებები, მოედნის ცენტრიდან გატანილი.

ამ კლუბის სენსაცია იყო და დიდხანს ასე უნდა გაგრძელდეს",
- განაცხადა სქოულზმა და ხუმრობით დაამატა: "რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემგან ისწავლა".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
8 იანვარი 2017 14:16
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ლივერპულთან დუბლი მინიმუმ, იცით როგორ ხდება? ერთი გოლი რომ ჰქონდა გასატანი ფსიქოლოგიურად უფრო უჭირდა, ეხლა გაუთანაბრდდა და ერთიც რომ შეაგდოს მაგალითად ლივერპულთან პირველ ტაიმში, მერე დარწმუნებული ვარ რომ შეუჩერებელი იქნება, მინიმუმ ამ სეონში...
0
№2
ავტორი: I L C
8 იანვარი 2017 14:19
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ყველაზე მეტად რუნის გოლი მისწორდება ლივერპულის კარში და იმედია გაიტანს ეხლაც. მთავარია ძირითადიდან დაიწყოს და ჩადგეს ფორმაში თხუთმეტამდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Manstark_United
8 იანვარი 2017 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ჰალ სიტისთან მოხსნას ეგ რეკორდი,ბევრად უკეთესი იქნება.მიუხედავად რუნის მიმართ უდიდესი პატივისცემისა,ნელია და ბევრჯერ კარგავს ბურთს.ჰალ სიტისთან მოხსნას რეკორდი,ლივერპულთან არ იქნება იმაზე ფიქრის დრო,რომ ვინმეს გაატანინო.ეგ ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და მაგ თამაშში რეკორდები უკანა პლანზე უნდა გადადო,გუნდია მთავარი მაგ დღეს!!!
3
№4
ავტორი: ROONEY-RUNI
8 იანვარი 2017 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ლივერპულთან ათიანზე უნდა იყოს აუცილებლად გუშინ მე პირადათ ძალიან მომეწონა ამის თამაში და ეს თუ ნელნელა არ ჩადგება ფორმაში აი ნახეთ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2017 16:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საუკეთესო მომენტი იქნება ალბათ
0
№6
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2017 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Imediaa da tan es yvelaferi manchestershi unda moxdes
0
№7
ავტორი: gaga1987
8 იანვარი 2017 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
თუ ითამაშებს გაიტანს
0
№8
ავტორი: mufc1878
8 იანვარი 2017 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Phil Jones
ლივერპულთან დუბლი მინიმუმ, იცით როგორ ხდება? ერთი გოლი რომ ჰქონდა გასატანი ფსიქოლოგიურად უფრო უჭირდა, ეხლა გაუთანაბრდდა და ერთიც რომ შეაგდოს მაგალითად ლივერპულთან პირველ ტაიმში, მერე დარწმუნებული ვარ რომ შეუჩერებელი იქნება, მინიმუმ ამ სეონში...



და როგორ უნდა შეაგდოს როცა გამორიცხულია სასტავში დააყენოს ჯოზემ
0
№9
ავტორი: stepno
8 იანვარი 2017 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: mufc1878
ციტატა: Phil Jones
ლივერპულთან დუბლი მინიმუმ, იცით როგორ ხდება? ერთი გოლი რომ ჰქონდა გასატანი ფსიქოლოგიურად უფრო უჭირდა, ეხლა გაუთანაბრდდა და ერთიც რომ შეაგდოს მაგალითად ლივერპულთან პირველ ტაიმში, მერე დარწმუნებული ვარ რომ შეუჩერებელი იქნება, მინიმუმ ამ სეონში...



და როგორ უნდა შეაგდოს როცა გამორიცხულია სასტავში დააყენოს ჯოზემ

მე მგონია რო ჰალთან არ ათამაშებს და ლივერთან დააყენებს ჩემი აზრით ესე მგონია
0
№10
ავტორი: temo-scholes
8 იანვარი 2017 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
poli ra kacia...:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top