ჟოზე მოურინიომ მემფის დეპაის მიანიშნა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა.
ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლას უწინასწამეტყველებენ და მისით "ევერტონია" დაინტერესებული.
"იუნაიტედი" ჯერ კიდევ არ მიუღია დეპაის თაობაზე ფორმალური შეთავაზება, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი მისი დარჩენის წინააღმდეგ არ არის.
"მემფისის პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს. ამ პოზიციაზე გადატვირთულები ვართ. ლინგარდი, მხითარიანი, მატა, რეშფორდი, ხანდახან კი რუნი და მემფისიც გვყავს. ბევრი ფეხბურთელია. ამიტომ ადვილი არ არის რომელიმე მათგანისთვის თამაში.
კლუბმა მაცნობა, რომ მემფისის წასვლის შანსი არსებობს. ადამიანური თვალსაზრისით ვერ შევაჩერებ ფეხბურთელს, რომელიც არ თამაშობს.
თუ დარჩება, ბედნიერი ვიქნები, რადგან ფანტასტიკური ბიჭია და ძალიან კარგი ფეხბურთელი. ვწუხვარ, რომ თამაშის საშუალებას ვერ ვაძლევ. მისი ასაკის მოთამაშეს მატჩებში მონაწილეობა სჭირდება.
თუ ჩემთან დარჩება, დანამდვილებით გეტყვით, ზოგიერთ მატჩში ითამაშებს, რადგან ძალიან ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. თუ წავა, სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ფანტასტიკური ბავშვია", - განაცხადა პორტუგალიელმა.