თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2752,
კომენტარები: 17
მოურინიო: "დეპაი თუ დარჩება, ითამაშებს"
მოურინიო ჰოლანდიელს სათამაშო პრაქტიკის მიცემას დაპირდა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ მემფის დეპაის მიანიშნა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა.

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლას უწინასწამეტყველებენ და მისით "ევერტონია" დაინტერესებული.

"იუნაიტედი" ჯერ კიდევ არ მიუღია დეპაის თაობაზე ფორმალური შეთავაზება, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი მისი დარჩენის წინააღმდეგ არ არის.

"მემფისის პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს. ამ პოზიციაზე გადატვირთულები ვართ. ლინგარდი, მხითარიანი, მატა, რეშფორდი, ხანდახან კი რუნი და მემფისიც გვყავს. ბევრი ფეხბურთელია. ამიტომ ადვილი არ არის რომელიმე მათგანისთვის თამაში.

კლუბმა მაცნობა, რომ მემფისის წასვლის შანსი არსებობს. ადამიანური თვალსაზრისით ვერ შევაჩერებ ფეხბურთელს, რომელიც არ თამაშობს.

თუ დარჩება, ბედნიერი ვიქნები, რადგან ფანტასტიკური ბიჭია და ძალიან კარგი ფეხბურთელი. ვწუხვარ, რომ თამაშის საშუალებას ვერ ვაძლევ. მისი ასაკის მოთამაშეს მატჩებში მონაწილეობა სჭირდება.

თუ ჩემთან დარჩება, დანამდვილებით გეტყვით, ზოგიერთ მატჩში ითამაშებს, რადგან ძალიან ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. თუ წავა, სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ფანტასტიკური ბავშვია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
8 იანვარი 2017 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
meti ra tqvas
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
8 იანვარი 2017 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
დარჩეს და იბრძოლოს ძირითადისთვის კობია მისთვის ჟოზე იაფად არგაყიდის და გაფუჭდებააა
0
№3
ავტორი: Lady in red
8 იანვარი 2017 11:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
უნდა წავიდეს და წავა კიდევაც. დარჩენას აზრი არ აქვს, ახალგაზრდაა და სისტემატიურად ძირითადი სჭირდება, რაც სხვა გუნდში ალაბთ მიეცემა მაგის შანსი. ზარმაცია და უმოტივაციო, თუ რამე არ გამოუვიდა თავის თავს დააბრალოს. გასაგებია ვან გაალის ფაქტორი, მაგრამ ჟოზესთან როხო ათამაშდა და ამასაც აათამაშებდა, უბრალოდ არ მოინდომა.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 იანვარი 2017 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მემფისისაც მესმის, რადგან ამდენი ხანია გუნდშია და სათამაშო დროს პრაქტიკულად საერთოდ ვერ იღებს, მაგრამ ამ ყველაფერში პირველი დამნაშავე თვითონ დეპაია. არც მხითარიანს ეძლეოდა დრო, მაგრამ ბევრი იშრომა და მიზანს მიაღწია და მემფისს კიდე როგორც ჩანს ხელი აქ ყველაფერზე ჩაქნეული და გონია რო წავა ეგრევე ძირითადში მოხვდება. არც ევერტონში ათამაშებენ დაუმსახურებლად ასე, რომ ჯობია დაფიქრდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
0
№5
ავტორი: temo-scholes
8 იანვარი 2017 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ბოლო შანსი...
0
№6
ავტორი: tyeshela1
8 იანვარი 2017 12:05
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
რაღაც პრემიერ ლიგას ვერ გაუქაჩა მგონია.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2017 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წასვლაზეც შეწყდა ხმები და ვნახოთ...
0
№8
ავტორი: gaga1987
8 იანვარი 2017 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
kaia ro iapad agaravis ushvebt.fuls aketebdnen maniuze ))))imedia joze moxodavs tu ardaezara varjishi tuarada unda cavides
0
№9
ავტორი: Manstark_United
8 იანვარი 2017 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
დაახლოებით იგივე პონტია,რაც ფერგის და პოგბას შემთხვევაში.გასაგებია,რომ პერსპექტიული ახალგაზრდაა,მაგრამ ჩვენ შედეგი დღეს გვჭირდება და არა ხუთი წლის მერე.როცა გუნდში გყავს სქოულზი და კერიკი,ძნელია პოგბას მისცე თამაშის დრო,იმიტომ რომ შედეგს ისინი დადებენ და არა პოგბა.იგივეა ახლაც,როცა მარსიალი მხითარიანი და მატა გვყავს,რომლებიც ბევრად პროდუქტიულები არიან,დეპაის ათასს შანსს ვერავინ მისცემს.ან უნდა მოინდომოს და გამოავლინოს ის შესაძლებლობები, რაც ვიცით,რომ აქვს ან არადა წავიდეს იტალიაში ან სადმე სხვაგან.პრემიერ ლიგაში მარტო ნიჭის ხარჯზე ძნელია გაქაჩვა,ამას ყველა უნდა ხვდებოდეს.
მე გამიხარდება თუ დეპაი დარჩება და შეძლებს ათამაშებას,ვიცით,რომ შეუძლია და სუსტ ჩემპიონატში გაილაღებდა,მაგრამ თვითონაც უნდა ქონდეს ის ჟილკა,რომ დაუმტკიცოს ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავს,რომ ინგლისისთვისაც კარგია. belay
0
№10
ავტორი: ROONEY-RUNI
8 იანვარი 2017 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
წავიდეს კაცო მე უკვე აღარც მჯერავს ამისა რო პრემიერ ლიგაში რამე გააკეთოს გაიდოს ძვირატ და გრზიმანი მოიყვანოს კაცო . თან რო ვერავის ნაცვლად ვერ დაააენებ მხიტარიანი უნდა შეცვლო ტუ მარსიალი ამას ლინგარდიც მირჩევნია უკვე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top