თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2017, 11:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3167,
კომენტარები: 20
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

სტადიონი: "ოლიმპიური სტადიონი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-20 ტური
თარიღი: ორშაბათი, 2 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 21:15, (ჩვენი დროით)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: ნობლი, მასუაკუ, ტერე, საკო, კოლინზი, ბაირამი, ოქსფორდი, არბელოა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ძაძა
განაცხადი: Randolph, Adrian, Collins, Ogbonna, Reid, Kouyate, Masuaku, Antonio, Cresswell, Noble, Obiang, Quina, Fernandes, Nordtveit, Payet, Feghouli, Ayew, Carroll, Fletcher.
მატჩის წინ მასპინძლებმა გუნდის კაპიტნის, მარკ ნობლის მდგომარეობა უნდა შეაფასონ. არბელოა, საკო, მასუაკუ და ტერე კვლავ ტრავმირებულები არიან.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, რუნი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic.

გუნდის კაპიტანი უეინ რუნი ლონდონში არ გამგზავრებულა, ჟოზე მოურინიო ვერც მცველის, ერიკ ბაიის გამოყენებას შეძლებს, რადგან ეს უკანასკნელი აფრიკის ჩემპიონატზე წავიდა. მაიკლ კერიკი კი გუნდს დაუბრუნდა.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

მე-12 ადგილი, 22 ქულა

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

უკანასკნელი 5 შეხვედრა: ფ-მ-მ-მ-წ

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩაქუჩებმა" "ოლიმპიურ სტადიონზე" პირველად მოიგეს პრემიერ ლიგის ზედიზედ 2 მატჩი.

მიმდინარე სეზონში "ვესტ ჰემმა" თავისი ოთხივე საშინაო გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით (1-0) მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 საშინაო მატჩში "ვესტ ჰემმა" მხოლოდ ერთხელ მოახერხა 1-ზე მეტი გოლის გატანა, როცა "უოტფორდთან" 2-4 წააგო.

სლავენ ბილიჩის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში ჩატარებული 28 მატჩიდან "ვესტ ჰემმა" მხოლოდ 2-ში ვერ მოახერხა გოლის გატანა.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

მე-6 ადგილი, 36 ქულა

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

უკანასკნელი 5 შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა პრემიერ ლიგაში, ხოლო ყველა ტურნირზე, ზედიზედ ექვსი.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში უკვე მოიგეს 5 გასვლითი მატჩი, ხოლო 2015/16 წლების სეზონში მათი რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა.

"იუნაიტედი" ზედიზედ 4 გასვლით მატჩში არ დამარცხებულა.

პრემიერ ლიგის ეგიდით ლონდონში ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან "წითლებმა" მხოლოდ 2 მოიგეს - ორივე "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ანგარიშით 1-2.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

წამყვანი ბომბარდირი: პაიე - 8 გოლი (8 ლიგაში)

დიმიტრი პაიემ პრემიერ ლიგის მატჩებში პარტნიორებს 72 მომენტი შეუქმნა - ჩემპიონატში ეს საუკეთესო შედეგია და 52 მომენტით მეტი, ვიდრე ნებისმიერი მისი თანაგუნდელის შედეგი (ლანსინი - 20).

თუ მოედანზე ეშლი ფლეთჩერი გავა, ითამაშებს წინააღმდეგ კლუბისა, სადაც კარიერა დაიწყო.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 17 გოლი (12 ლიგაში).

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში 2 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა - 1 პრემიერ ლიგაში და 2 ლიგის თასზე.

"ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში მარსიალმა 5 გოლი გაიტანა.

პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში პოლ პოგბამ 4 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 136-ჯერ შეხვდნენ. "ვესტ ჰემმა" გამარჯვება 43 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 63-ში, ხოლო 30 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ვესტ ჰემი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ბოლო 4 მატჩში არ დამარცხებულა და შანსი აქვს, პირველად ჩაატაროს ზედიზედ 5 წაუგებელი მატჩი "წითლების" წინააღმდეგ.

უფრო ხანგრძლივი მოუგებელი სერია "იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში მხოლოდ "ჩელსის" (8 მატჩი, 2013 წლიდან დღემდე), "ლივერპულის" (5 მატჩი, 2000-2002), "ბლექბერნის" (5 მატჩი, 2004-2006) და "ტოტენჰემის" (5 მატჩი, 2012, 2014) წინააღმდეგ აქვს.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

სახლში და გასვლაზე

ლიგა: "ვესტ ჰემი" - 38 მოგება, "იუნაიტედი" - 56 მოგება, ფრე - 27.

პრემიერ-ლიგა "ვესტ ჰემი"- 5 მოგება, "იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 11.

"ვესტ ჰემის" სტადიონი

ლიგა: "ვესტ ჰემი" - 26 მოგება. "იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ვესტ ჰემი" - 3 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 9

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

წინა ანალოგიური შეხვედრა

"ვესტ ჰემი" 3-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: სამშაბათი, 10 მაისი, 2016 წელი
სწრებადობა: 34,499
მსაჯი: მიკდ დინი
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: საკჰო 10', ანტონიო 76', რიდი 80'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მარსიალი 51', 72'

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

გუნდების შემადგენლობები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

მსაჯთა ბრიგადა

მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში იმსაჯა ყველა ტურნირზე, 72 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, ადრიან ჰოლმსი
სათადარიგო არბიტრი: პოლ ტირნი
მატჩის წინ
20 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2017 15:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაუმარცხებელი სერია აქვთ derpwhy
0
№12
ავტორი: levionok
2 იანვარი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: temo-scholes
დავიდა, ვალე, ჯონსი, როხო, იანგი, კერიკი, პოგბა, მარსიალი, მატა, ცავატანე:)), იბრაკადაბრა...! am

იანგი დარმიანს ბევრად მირჩევნია მარცხენა მცველად, მითუმეტეს მაიკლ ანტონიოა მაგ ფლანგზე გასაჩერებელი... ისე კი თუ მატას არ დააყენებს მაშინ ერერა...

მარცხენა ფლანგი რომ მართლაც პრობლემაა ბაი რომ გვყავდეს როხოს გადაწევდა მაგრამ ახლა არ ვიცი რას მოიფიქრებს ბლინდი ასჰკარად ვერ გაუქაჩავს ანტონიოს და პაიე როცა გადმოვა ხო საერთოდ,დარმიანი უფრო ვიდრე ბლინდი ან იანგი შენს შემადგენლობას ვეთანხმები სრულიად

არ გამოვრიცხავ იბრა მეორე ტაიმში შემოიყვანოს ან დაასვენოს მეორეში და რეშფორდი დააყენოს,ძნელია 35 წლის კაცისთვის ყველა თამაშის 90 წუთის თამაში და მითუმეტეს 48 საათში,მაგრამ ის ხომ უნიკალური მოვლენაა ვნახოთ იქნებ ესეც კი შეძლოს!!!
0
№13
ავტორი: LASHQARA
2 იანვარი 2017 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს ატყდება წიოკი ვესტჰემის კართან wink იბრას დუბლს ველოდები love am
0
№14
ავტორი: gache1991
2 იანვარი 2017 17:00
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: temo-scholes
დავიდა, ვალე, ჯონსი, როხო, იანგი, კერიკი, პოგბა, მარსიალი, მატა, ცავატანე:)), იბრაკადაბრა...! am

იანგი დარმიანს ბევრად მირჩევნია მარცხენა მცველად, მითუმეტეს მაიკლ ანტონიოა მაგ ფლანგზე გასაჩერებელი... ისე კი თუ მატას არ დააყენებს მაშინ ერერა...

10 კაცით გინდა გვატამაშო :)))? ერერა გამოგრცა ალათ :)

იანგის და დარმიანის დადგომას ანტონიოსტან ჯობია სმოლინგი ჯონსი დააყენოს ცენტრში და როხო მარცხნივ,ოღონდუნდა გაააფრთხილოს მოუმ რო 2 ფეხით კიდე ერთი პატკატი და მსაჯი თუ არა ასოციაცია მინიმუმ დასჯის...შოუს ამდენი ხანი მგონი იმან რო ფეხი მოტეხა მაშინ გაუცდა ამისტანა რა ჭირს
0
№15
ავტორი: giorgi kandelakisvili
2 იანვარი 2017 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ბედობას გილოცავთ დგეს.. ბედობაზე მოგება დაგვებედოს
0
№16
ავტორი: Vikings
2 იანვარი 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
აუცილებლად უნდა მოვიგოთ..ტოტენჱემი მალე დაკარგავს ქულებს ეგ კარგი შანსია.დგევანდელი 3 ქულა წინ წაგვწევს..
0
№17
ავტორი: giorgisamnidze99
2 იანვარი 2017 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დღეს ვიგებთ ბიჭებო ამ თამაშს აუცილებლათ და ლივერპულს პიში უნდა ვივცეთ 15მეტში
0
№18
ავტორი: Mixito
2 იანვარი 2017 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
აუ რაკარგია ფერნანდინიომ წითელი მიღო ლივეც ფრეს თამაშობს და კარგი იქნება თუ ვერ მოიგებენ
0
№19
ავტორი: giorgisamnidze99
2 იანვარი 2017 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Mixito
აუ რაკარგია ფერნანდინიომ წითელი მიღო ლივეც ფრეს თამაშობს და კარგი იქნება თუ ვერ მოიგებენ

დედა მოეტკნებათ ორივეს დღეს ლუზერებს სანდერლენდი გაუდებს პიში მივცემთ აუცილებლათ 15 მეტში და დავეწევით მაგ ცირებს სიტი წააგებს დღეს აუცილებლათ

№20
ავტორი: giorgi_mg
2 იანვარი 2017 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმედი მაქ ბუჩქი არ იქნება სასტავში, ძალიან ვნერვიულობ ესე მგონია გაუჭირდებათ, მაგრამ მე რომ მგონია ხოლმე პირიქით ხდება ყოველთვის wink

ციტატა: giorgi kandelakisvili
ბედობას გილოცავთ დგეს.. ბედობაზე მოგება დაგვებედოს

შენ დაგებედოს მანჩესტერის 3:0 4:0 5:0 ჯანდაბას ჩემი თავი winked tongue
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top