პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლიმპიური სტადიონი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-20 ტური
თარიღი: ორშაბათი, 2 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 21:15, (ჩვენი დროით)
"ვესტ ჰემი"
ტრავმირებულები: ნობლი, მასუაკუ, ტერე, საკო, კოლინზი, ბაირამი, ოქსფორდი, არბელოა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ძაძა
განაცხადი: Randolph, Adrian, Collins, Ogbonna, Reid, Kouyate, Masuaku, Antonio, Cresswell, Noble, Obiang, Quina, Fernandes, Nordtveit, Payet, Feghouli, Ayew, Carroll, Fletcher.
მატჩის წინ მასპინძლებმა გუნდის კაპიტნის, მარკ ნობლის მდგომარეობა უნდა შეაფასონ. არბელოა, საკო, მასუაკუ და ტერე კვლავ ტრავმირებულები არიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, რუნი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic.
გუნდის კაპიტანი უეინ რუნი ლონდონში არ გამგზავრებულა, ჟოზე მოურინიო ვერც მცველის, ერიკ ბაიის გამოყენებას შეძლებს, რადგან ეს უკანასკნელი აფრიკის ჩემპიონატზე წავიდა. მაიკლ კერიკი კი გუნდს დაუბრუნდა.
"ვესტ ჰემი"
მე-12 ადგილი, 22 ქულა
უკანასკნელი 5 შეხვედრა: ფ-მ-მ-მ-წ
"ჩაქუჩებმა" "ოლიმპიურ სტადიონზე" პირველად მოიგეს პრემიერ ლიგის ზედიზედ 2 მატჩი.
მიმდინარე სეზონში "ვესტ ჰემმა" თავისი ოთხივე საშინაო გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით (1-0) მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 საშინაო მატჩში "ვესტ ჰემმა" მხოლოდ ერთხელ მოახერხა 1-ზე მეტი გოლის გატანა, როცა "უოტფორდთან" 2-4 წააგო.
სლავენ ბილიჩის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში ჩატარებული 28 მატჩიდან "ვესტ ჰემმა" მხოლოდ 2-ში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 36 ქულა
უკანასკნელი 5 შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა პრემიერ ლიგაში, ხოლო ყველა ტურნირზე, ზედიზედ ექვსი.
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში უკვე მოიგეს 5 გასვლითი მატჩი, ხოლო 2015/16 წლების სეზონში მათი რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა.
"იუნაიტედი" ზედიზედ 4 გასვლით მატჩში არ დამარცხებულა.
პრემიერ ლიგის ეგიდით ლონდონში ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან "წითლებმა" მხოლოდ 2 მოიგეს - ორივე "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ანგარიშით 1-2.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ვესტ ჰემი"
წამყვანი ბომბარდირი: პაიე - 8 გოლი (8 ლიგაში)
დიმიტრი პაიემ პრემიერ ლიგის მატჩებში პარტნიორებს 72 მომენტი შეუქმნა - ჩემპიონატში ეს საუკეთესო შედეგია და 52 მომენტით მეტი, ვიდრე ნებისმიერი მისი თანაგუნდელის შედეგი (ლანსინი - 20).
თუ მოედანზე ეშლი ფლეთჩერი გავა, ითამაშებს წინააღმდეგ კლუბისა, სადაც კარიერა დაიწყო.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 17 გოლი (12 ლიგაში).
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში 2 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა - 1 პრემიერ ლიგაში და 2 ლიგის თასზე.
"ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში მარსიალმა 5 გოლი გაიტანა.
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში პოლ პოგბამ 4 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 136-ჯერ შეხვდნენ. "ვესტ ჰემმა" გამარჯვება 43 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 63-ში, ხოლო 30 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ვესტ ჰემი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ბოლო 4 მატჩში არ დამარცხებულა და შანსი აქვს, პირველად ჩაატაროს ზედიზედ 5 წაუგებელი მატჩი "წითლების" წინააღმდეგ.
უფრო ხანგრძლივი მოუგებელი სერია "იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში მხოლოდ "ჩელსის" (8 მატჩი, 2013 წლიდან დღემდე), "ლივერპულის" (5 მატჩი, 2000-2002), "ბლექბერნის" (5 მატჩი, 2004-2006) და "ტოტენჰემის" (5 მატჩი, 2012, 2014) წინააღმდეგ აქვს.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "ვესტ ჰემი" - 38 მოგება,
"იუნაიტედი" - 56 მოგება, ფრე - 27.
პრემიერ-ლიგა "ვესტ ჰემი"- 5 მოგება,
"იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 11.
"ვესტ ჰემის" სტადიონი
ლიგა: "ვესტ ჰემი" - 26 მოგება.
"იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 19.
პრემიერ-ლიგა: "ვესტ ჰემი" - 3 მოგება.
"იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 9
წინა ანალოგიური შეხვედრა
"ვესტ ჰემი" 3-2
"მანჩესტერ იუნაიტედი"თარიღი: სამშაბათი, 10 მაისი, 2016 წელი
სწრებადობა: 34,499
მსაჯი: მიკდ დინი
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: საკჰო 10', ანტონიო 76', რიდი 80'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მარსიალი 51', 72'
გუნდების შემადგენლობები
მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში იმსაჯა ყველა ტურნირზე, 72 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა.
გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, ადრიან ჰოლმსი
სათადარიგო არბიტრი: პოლ ტირნი