თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2017, 11:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2933,
კომენტარები: 13
მოურინიო: "მარსიალმა მხოლოდ მე უნდა მომისმინოს"
მწვრთნელის მოწოდება ფრანგს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ენტონი მარსიალს მოუწოდა, რომ მხოლოდ მწვრთნელის რჩევა-დარიგებას მოუსმინოს და აგენტის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციოს.

რამდენიმე დღის წინ 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფრანგი "სევილიაში" გადასვლის ვარიანტს განიხილავს, რითაც "ოლდ ტრაფორდზე" მისი მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.

თუმცა, მოურინიოს სულაც არ სურს განშორება მარსიალთან, რომელმაც გუშინ თავისი გოლით "წითლებს" "მიდლსბროს" დამარცხებაში დახმარება გაუწია.

"ითამაშა, გაიტანა, იბრძოლა. ვიცი, რომ ტოპ-კლასის ნიჭი აქვს, მაგრამ მხოლოდ მე უნდა მისმინოს და არა თავის აგენტს. უნდა მისმინოს ვარჯიშებზე, სადაც ფეხბურთელთა გაუმჯობესებას ვცდილობ.

ვიცოდი, რომ მხითარიანი უდიდეს ნიჭს ფლობს, მაგრამ მატჩებში არ ვიყენებდი. ენტონიმ მე უნდა მისმინოს და არა თავის აგენტს. ყოველდღე ვარჯიშზე მე უნდა მომისმინოს. ფეხბურთელებს ნებისმიერი სახის დახმარებას აღმოვუჩენ, რათა გავაუმჯობესო.

მხითარიანის აგენტი თითქმის ყოველდღე მირეკავდა და მეუბნებოდა: "ჰენრიხი თქვენთანაა, უკეთესი გახდება, განაგრძეთ. მარსიალის შემთხვევაში კი ყოველდღე ვკითხულობ, რომ "სევილიაში" მიდის, მარსიალი იჯარით მიდის, მარსიალი ბედნიერი არ არის. მან მე უნდა მისმინოს. ენტონის საოცარი პირობები აქვს იმისათვის, რომ ტოპ-კლასის ფეხბურთელი გახდეს."
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
1 იანვარი 2017 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
gushindeli tamashi imedebs achens,survili davinaxe tamashis,tu itamashebs kargad iqneba sastavshi sul mou ar dachagravs...
0
№12
ავტორი: SAF
1 იანვარი 2017 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ამ კარგ მოუტნულს ესე თუ შეეძლო თამაში რას აჯმევინებდა ხალხს და რა კომენტარებს აკეთებდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№13
ავტორი: stepno
2 იანვარი 2017 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდაა ეგრე უნდა იყოოს ძალიან მაგარი ბიჭიააა ისეე დაა უმაღლესი კლასი აქვს რაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top