თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2016, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3054,
კომენტარები: 14
მატას საშობაო შეტყობინება
ხუან მატა თავის ბლოგში უფრო მეტი გამარჯვების მოპოვების იმედს გამოთქვამს.
მატას საშობაო შეტყობინება
სალამი ყველას,

მანჩესტერში ცივი კვირა დასრულდა. წინასაშობაო განწყობა აქ ყველგან იგრძნობა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

"ვესტ ბრომთან" ჩვენი გამარჯვება, ზედიზედ მეოთხე, ოპტიმიზმით გვავსებს და წლის ბოლო ორ კვირას კარგი შეგრძნებით ვხვდებით. იმას ვაჩვენებთ, რასაც სეზონის დასაწყისიდან ვამბობ: რომ გუნდს აქვს პოტენციალი და თამაშობს კარგ ფეხბურთს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გაგრძელდება 2017 წელსაც.

წლის დასრულებამდე ორი მატჩი გვაქვს "ოლდ ტრაფორდზე", სადაც პოზიტიური შედეგების მიღწევას ვეცდებით. ბოლო ორ გასვლით მატჩში რთული თამაშები გვქონდა "კრისტალ პალასსა" და "ვესტ ბრომთან", მათ შორის დასასვენებლად კი ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ორივე მათგანი მოგიეთ და ამაში ნიჭი, თავდადება და ერთიანობა გამოვიყენეთ. ასეთივე მენტალიტეტით უნდა შევხვდეთ "სანდერლსა" და "მიდლსბროს", რამეთუ ჩვენ წინ მყოფი გუნდებისთვის გადასწრებას ვცდილობთ.

იმედი მაქვს, კვირით ისიამოვნებთ. ჩემთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვირაა, განურჩევლად რწმენისა. ეს თარიღი ყოველთვის ჩემს ბავშვობას მახსენებს და სახეზე ღიმილს მგვრის; გარდა ამისა, ჩემი ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება მეძლევა, საბედნიეროდ, ამ განსაკუთრებულ დროს ჩამოდიან. ეს რამდენიმე კვირა დიდებულ შეგრძნებებს მჩუქნის, რაც წლიდან წლამდე მიახლდება.

ბედნიერ სადღესასწაულო პერიოდს გისურვებთ ყველას! შობას გილოცავ!

გეხვევით,

ხუანი
მატას ბლოგი
14 კომენტარი
№11
ავტორი: mufc1878
20 დეკემბერი 2016 03:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
მატუტიკო მაგარია როგორც იგროკი და როგორც პიროვნება ადამიანი.კაია ჟოზემ და მაგან რო გაუგო ერთმანეთს.

მეც გილოცავ ხუანიტო
0
№12
ავტორი: mogeba
20 დეკემბერი 2016 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
mata shen sauketesonxarrrr
0
№13
ავტორი: giorgi_mg
20 დეკემბერი 2016 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
10იანზე მატა მარცხნივ რუნი მარჯვნივ მხითარიანი 9ზე ზლატანი უკან პოგბა ერერა და ცოტა უკან კერიკი, ჩემი აზრით ბევრად უკეთესი იქნება და ბევრ გუნდს გაამწარებს ეს შემადგენლობა
0
№14
ავტორი: Phil Jones
20 დეკემბერი 2016 18:58
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კარგად ხო წერს დაკარგი ადამიანიცაა და განათლებულიც სხვათაშორის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top