თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2016, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3236,
კომენტარები: 14
მატას საშობაო შეტყობინება
ხუან მატა თავის ბლოგში უფრო მეტი გამარჯვების მოპოვების იმედს გამოთქვამს.
მატას საშობაო შეტყობინება
სალამი ყველას,

მანჩესტერში ცივი კვირა დასრულდა. წინასაშობაო განწყობა აქ ყველგან იგრძნობა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

"ვესტ ბრომთან" ჩვენი გამარჯვება, ზედიზედ მეოთხე, ოპტიმიზმით გვავსებს და წლის ბოლო ორ კვირას კარგი შეგრძნებით ვხვდებით. იმას ვაჩვენებთ, რასაც სეზონის დასაწყისიდან ვამბობ: რომ გუნდს აქვს პოტენციალი და თამაშობს კარგ ფეხბურთს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გაგრძელდება 2017 წელსაც.

წლის დასრულებამდე ორი მატჩი გვაქვს "ოლდ ტრაფორდზე", სადაც პოზიტიური შედეგების მიღწევას ვეცდებით. ბოლო ორ გასვლით მატჩში რთული თამაშები გვქონდა "კრისტალ პალასსა" და "ვესტ ბრომთან", მათ შორის დასასვენებლად კი ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ორივე მათგანი მოგიეთ და ამაში ნიჭი, თავდადება და ერთიანობა გამოვიყენეთ. ასეთივე მენტალიტეტით უნდა შევხვდეთ "სანდერლსა" და "მიდლსბროს", რამეთუ ჩვენ წინ მყოფი გუნდებისთვის გადასწრებას ვცდილობთ.

იმედი მაქვს, კვირით ისიამოვნებთ. ჩემთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვირაა, განურჩევლად რწმენისა. ეს თარიღი ყოველთვის ჩემს ბავშვობას მახსენებს და სახეზე ღიმილს მგვრის; გარდა ამისა, ჩემი ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება მეძლევა, საბედნიეროდ, ამ განსაკუთრებულ დროს ჩამოდიან. ეს რამდენიმე კვირა დიდებულ შეგრძნებებს მჩუქნის, რაც წლიდან წლამდე მიახლდება.

ბედნიერ სადღესასწაულო პერიოდს გისურვებთ ყველას! შობას გილოცავ!

გეხვევით,

ხუანი
მატას ბლოგი
14 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2016 19:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სულ სასიამოვნოა მატას ბლოგების კითხვა smile
0
№2
ავტორი: უეინ რუნი
19 დეკემბერი 2016 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
მატა love love
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
19 დეკემბერი 2016 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მატიკო ეხაა სანდერლენდის და მიდსლბროს დროა რო გადახერხოთ

მატიკო ეხაა სანდერლენდის და მიდსლბროს დროა რო გადახერხოთ
0
№4
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2016 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Dzalian magari adamianicaa yvelafertan ertad ❤️
0
№5
ავტორი: The Special One
19 დეკემბერი 2016 22:49
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძალიან მაგარი პიროვნება მატაა ისევე როგორც ფეხბურთელი,არასდროს არაფერი არ ეშლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: ROONEY-RUNI
19 დეკემბერი 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ხუანიტო მაგარი კაცია არამარტო თამაშით არამდე პიროვნებასაც ეტყობა რო მაგარი კაცია
0
№7
ავტორი: temo123temo123
19 დეკემბერი 2016 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ძაან მაგარი კაცია და ძაან მევასება. ერთი მახსოვს წინა წელს ნორვიჩში მაისური რომ გადასცა ბავშვს და მამამისიც ახლდა ბავშვს იმიტომ რომ ვერ დადიოდა და რაღაც კიდევ უთხრა მატა. ამას ყველა აკეთებს, ეს ისე უბრალოდ ვთქვი. ძაან მევასება ესეთი ეპიზოდები, როდესაც სხვას უდიდეს ემოციას და სიხარულს ანიჭებ. აგრეთვე სიყვარულსაც. wink feel
0
№8
ავტორი: Gamkrelidze
20 დეკემბერი 2016 00:07
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
კაცი პოზიტივი wink love
0
№9
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2016 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love მატუნია
0
№10
ავტორი: Gigo
20 დეკემბერი 2016 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Genacvale xuanito magari kaci xar
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top