თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2821,
კომენტარები: 16
ჰოდლი: "გუშინდელი მატჩი წარსულში დაბრუნებას ჰგავდა"
საფეხბურთო ექსპერტი მოურინიოს გუნდის თამაშზე საუბრობს.
ჰოდლი:
Sportsmail-ის ექსპერტი გლენ ჰოდლი ჟოზე მოურინიოს გუნდის თამაშით მოხიბლულია და ფიქრობს, რომ "ვესტ ბრომთან" მატჩში გუნდმა სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის ნიშნები გამოავლინა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით "ჰოთორნსზე" სამი ქულა მოიპოვა და ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო პრემიერ ლიგაში.

მატჩის პირველი გოლი მეხუთე წუთზე გავიდა, როცა მარჯვენა ფლანგზე გაკეთებული გრძელი გადაცემით ლინგარდმა ისარგებლა და იბრაჰიმოვიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაშიც ჰოდლიმ ფერგიუსონის გუნდის ნიშნები დაინახა.

"თუ "იუნაიტედის" ფანი ხარ და მატჩს ადევნებდი თვალს, ფერგიუსონის ეპოქაში დაბრუნებას იგრძნობდი. ლინგარდის ჩარბენა სენსაციურია და პასი გასაოცარი - ხუთი წლის წინ დაბრუნებას ჰგავდა.

ნახევარი მოედნის გავლით გაკეთებული პასი ლანგარზე მორთმევით, აუტის მოწოდებიდან ბურთის ბადეში გახვევამდე მხოლოდ 13 წამის დახარჯვა. ეს გოლი საოცარი იყო, "იუნაიტედის" სტილის გოლი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მინახავს.

დიდებულები იყვნენ და ასე უნდა განაგრძონ. ფრეები, რომლებიც მათ ითამაშეს, მოსაგები მატჩები იყო, შეხვედრას ისინი აკონტროლებდნენ და უნდა მოეგოთ. გუნდში უკვე კარგი ბალანსი აქვთ. სეზონის ბოლოს ცხრილის მაღალ საფეხურზე ასვლა შეუძლიათ",
- განაცხადა ჰოდლიმ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
18 დეკემბერი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან ბევრი ქულა დაიკარგო თორე ეხლა მეორე ან მესამეზე ვიქნებოდით
0
№12
ავტორი: ROONEY-RUNI
18 დეკემბერი 2016 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: dunkan
Runi isev atamashda magra miswordeba male gaitans golebs mtavaria mogeba bazari araa mara runis erti goli mirchevnia ibras mtel karieras



მე პირადა მანჩესტერი და საერთოდ ფეხბურთი შრეკმა შემაყვარა და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება მაგან რო ათამაშდეს love და გოლები ყაროს love love
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
19 დეკემბერი 2016 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მომავალი წლიდან ეპლი ლიგა და ფააა ჩვენია
0
№14
ავტორი: irakli87
19 დეკემბერი 2016 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ასვლა შეუძლიათ მაგრამ იმ ოთხიდან ჩამომსვლელს ჯერ ვერ ვხედავ. ძაან მარტივად იგებენ გასვლით შეხვედრებსაც. ცუდი ის არის რო გუნდები წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევენ ნაბიჩვრები იმენა უწვებიან. ჩვენს წინააგმდეგ კი იპუტავენ ახვრები. პროსტა ტეხავს რა. ვესთჰემი სახლში არსენალთან გაფარჩაკდა ჩვენთან ბურთი არ გაუშვაა
0
№15
ავტორი: levionok
19 დეკემბერი 2016 03:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
chelsis yvelaze sachiro dros daewyeba chavardna romeli gundic pormis piks sezonis shuashi agwevs is gundi bolomde rogorc wesi ver midis waagebs da dakargavs qulebs yvela grandi es gardauvalia vnaxot vin upro mets ager brwyinvale arsenalma 2 wageba zedized igema,rac sheexeba chvens tamashs gundma zedized or gasvlit tamashshi moigo da es maxarebs ashkarad gvichirs gasvlaze,tu tamashebs sjevadarebt vnaxavt rom sadac qulebi davkarget iq uketesad gamoviyurebodit tamashis xarisxit vidre sadac 3 qula aviget xoda bolos ro ar mivawero ar shemidzlia felainis gauketet eg ori qula ukan
0
№16
ავტორი: Phil Jones
19 დეკემბერი 2016 14:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
შარშანდელის გახსენებაც არ მინდა! ანგარიშზე არ ვბრაზდებდი შარშან, ერთადერთი იმაზე ვყვიროდი რომ კარში დაერტყათ და შეეტიათ, წელს ამ თამაშებით ოთხეულში რომ ვერ გავიდნენ ეს უკვე უიღბლობის და მსაჯების ბრალი იქნება უფრო ვიდრე გუნდის და მოურინიოსი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top