Sportsmail-ის ექსპერტი გლენ ჰოდლი ჟოზე მოურინიოს გუნდის თამაშით მოხიბლულია და ფიქრობს, რომ "ვესტ ბრომთან" მატჩში გუნდმა სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის ნიშნები გამოავლინა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით "ჰოთორნსზე" სამი ქულა მოიპოვა და ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო პრემიერ ლიგაში.
მატჩის პირველი გოლი მეხუთე წუთზე გავიდა, როცა მარჯვენა ფლანგზე გაკეთებული გრძელი გადაცემით ლინგარდმა ისარგებლა და იბრაჰიმოვიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაშიც ჰოდლიმ ფერგიუსონის გუნდის ნიშნები დაინახა.
"თუ "იუნაიტედის" ფანი ხარ და მატჩს ადევნებდი თვალს, ფერგიუსონის ეპოქაში დაბრუნებას იგრძნობდი. ლინგარდის ჩარბენა სენსაციურია და პასი გასაოცარი - ხუთი წლის წინ დაბრუნებას ჰგავდა.
ნახევარი მოედნის გავლით გაკეთებული პასი ლანგარზე მორთმევით, აუტის მოწოდებიდან ბურთის ბადეში გახვევამდე მხოლოდ 13 წამის დახარჯვა. ეს გოლი საოცარი იყო, "იუნაიტედის" სტილის გოლი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მინახავს.
დიდებულები იყვნენ და ასე უნდა განაგრძონ. ფრეები, რომლებიც მათ ითამაშეს, მოსაგები მატჩები იყო, შეხვედრას ისინი აკონტროლებდნენ და უნდა მოეგოთ. გუნდში უკვე კარგი ბალანსი აქვთ. სეზონის ბოლოს ცხრილის მაღალ საფეხურზე ასვლა შეუძლიათ", - განაცხადა ჰოდლიმ.