თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2129,
კომენტარები: 13
მოურინიო ცენტრალური მცველის შეძენას არ აპირებს
ჟოზე მოურინიოს ცენტრალური მცველების რაოდენობა და ხარისხი აკმაყოფილებს.
მოურინიო ცენტრალური მცველის შეძენას არ აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიანიშნა, რომ ახალი მცველის შეძენას არ აპირებს.

დეკემბერში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" "ბენფიკას" მცველი კრისტიან ლინდელეფი შეიძლებოდა გვეხილა, რასაც მხარს უჭერდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მაგრამ ბოლო პერიოდში ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს თამაშით მოურინიო კმაყოფილია და სატრანსფერო ბაზარზე მცველის შეძენას არ აპირებს.

ჟოზეს თქმით, სეზონის ბოლომდე შეძლებს იმ ფეხბურთელებით დაკმაყოფილებას, ვინც მის განკარგულებაში არიან.

"ფილ ჯონსი და მარკოს როხო სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობენ, ერიკ ბაიის დაბრუნების შემდეგ კი სამი ცენტრალური მცველი გვყავს. იმედი მაქვს, სეზონის ბოლომდე საკმარისი იქნება",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kashmara
14 დეკემბერი 2016 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
დავეთანხმები მეგობარს უმაგლესი ნიჭის პატრონია და ტრამვებმა დატანჯეს რაც ამან რეალტან იკადრა არც მე დამავწყდება მეორე ტამაში არ გვყავდა და წავაგეტ კიდეც ცენტრი რო დაგვახიეს :(:( მარა მაინც უნეიტ ჩაქირის დედას ცენზურა
0
№12
ავტორი: giorgi_mg
14 დეკემბერი 2016 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეჰ რომ არა შენი შუშა ფეხები ეხლა ნომერ პირველი თუ არა მინიმუმ ტოპ 3 მცველში იქნებოდი დარწმუნებული ვარ, ესეთი ჟილკიანი და თავდადებული მოედანზე მე მცველი დღეს არ მეგულება
0
№13
ავტორი: უეინ რუნი
14 დეკემბერი 2016 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
არ ველოდი ჯონსის და როხოს ასეთ პროგრესს მაგრამ ჯონსის ყოველთვის მეიმედებოდა ვიდას მაგონებს თავისი თავგანწირვით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top