თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 13
მოურინიო ცენტრალური მცველის შეძენას არ აპირებს
ჟოზე მოურინიოს ცენტრალური მცველების რაოდენობა და ხარისხი აკმაყოფილებს.
მოურინიო ცენტრალური მცველის შეძენას არ აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიანიშნა, რომ ახალი მცველის შეძენას არ აპირებს.

დეკემბერში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" "ბენფიკას" მცველი კრისტიან ლინდელეფი შეიძლებოდა გვეხილა, რასაც მხარს უჭერდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მაგრამ ბოლო პერიოდში ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს თამაშით მოურინიო კმაყოფილია და სატრანსფერო ბაზარზე მცველის შეძენას არ აპირებს.

ჟოზეს თქმით, სეზონის ბოლომდე შეძლებს იმ ფეხბურთელებით დაკმაყოფილებას, ვინც მის განკარგულებაში არიან.

"ფილ ჯონსი და მარკოს როხო სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობენ, ერიკ ბაიის დაბრუნების შემდეგ კი სამი ცენტრალური მცველი გვყავს. იმედი მაქვს, სეზონის ბოლომდე საკმარისი იქნება",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
14 დეკემბერი 2016 15:04
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
თუ იყიდის უნდა იყიდოს ისეთი რომელიც მართლა ჯობია ვინც ჩვენ გვყავს. იუვეს რომელიმე მცველი, პეპე ლაპორტე კაი იქნებოდა.
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
14 დეკემბერი 2016 15:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჯონსის ერთი ტრამვა და 1 თვით იკარგება ხოლმე, მერე კი ბლინდს უწევს საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველად დგომა.
საჭიროა 1 კარგი მცველი.
0
№3
ავტორი: datonuc
14 დეკემბერი 2016 15:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 92
ციტატა: Jorbe-Jorbe
ჯონსის ერთი ტრამვა და 1 თვით იკარგება ხოლმე, მერე კი ბლინდს უწევს საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველად დგომა.
საჭიროა 1 კარგი მცველი.

ბლინდი რატო ჩაიკარგა :/
1
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
14 დეკემბერი 2016 16:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ციტატა: datonuc
ციტატა: Jorbe-Jorbe
ჯონსის ერთი ტრამვა და 1 თვით იკარგება ხოლმე, მერე კი ბლინდს უწევს საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველად დგომა.
საჭიროა 1 კარგი მცველი.

ბლინდი რატო ჩაიკარგა :/

არაა ეგ ცენტრალური მცველი და მაგიტო hi2
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
14 დეკემბერი 2016 16:38
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არც უნდა შეიძინოს რათ უნდა ძაან ბევრი გვყავს ისედაც: ჯონსი, როხო, სმოლინგი, ბაიი, ბლინდი და რუნიც დადგება რო რამე wink
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 დეკემბერი 2016 17:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფაქტია ბლინდს არ განიხილავს ცენტრალურ მცველად და მე მივესალმები თუ საყრდენად ათამაშებს ხოლმე, კერიკს რეგულარულად თამაში არ შეუძლია ამიტო ბლინდი მშვენიერი იქნება ჩემი აზრით საყრდენად
0
№7
ავტორი: Phil Jones
14 დეკემბერი 2016 17:24
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ფილ ჯოსის იმედი რო მქოდა ისე არცერთი ფეხბურთელის იმედი არ მქონია, რუნი და რონალდოს მერე, ვგულისხმობ ახალგარდებს...
ალბათ ჩემი სახელიც ადასტუებს ამას )) მაგრამ ძაან დაიტანჯა ეს ბიჭი ტრავმებით და იმედია აწი აღარ მოუვა არაფერი და უმაღლესი დონის ფეხბურთელი იქნება! არასდროს დამავიწყდება ამის ამოკეტილი რონალდო რეალთან ლიგაზე!
1
№8
ავტორი: stepno
14 დეკემბერი 2016 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თუ ესე გააგრძელეს არაა საჭირო მცველის დამატება
0
№9
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2016 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
არცაა საჭირო
0
№10
ავტორი: reddevil12
14 დეკემბერი 2016 19:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
გამოჩნდება, რამდენად სტაბილურები არიან სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. მე მაგალითად ძალიან მომწონს ბოლო დროს ჯონსის და როხოს თამაში, მაგრამ ამათგან როხოს სტაბილურობის ნაკლებად მჯერა და + იმის, რომ ჯონსი მალე ტრავმას არ მიიღებს. ბაიი ძალიან მაგარი ტრანსფერი გამოდგა, სმოლინგი მგონი მოურინიოს გეგმებში არ შედის. თუ მაინც და მაინც არ დაიმატებს ცენტრალურ მცველს ფლანგის მცველი მაინც გვჭირდება, შოუ ამოვარდნილია ფორმიდან ბლინდს არ ენდობა, ამიტომ არ გვაწყენდა მარცხნივ კარგი მცველის ყიდვა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top