"იუნაიტედმა" შესაძლოა, ედინსონ კავანი შეიძინოს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოვლენათა განვითარებას ელოდება, რათა ედინსონ კავანის პრემიერ ლიგაში გადასვლა შესთავაზოს, თუკი იგი "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტს ვერ გააფორმებს.
პსჟ-მ კავანის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რათა ჩაენაცვლებინა მოქმედი, რომელიც 2018 წელს იწურება, მაგრამ ურუგვაელი ჯერჯერობით არ ჩქარობს ხელის მოწერას.
29 წლის ფეხბურთელი ბოლო 18 თვის განმავლობაში ითვლება "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" სატრანსფერო სამიზნედ და ჟოზე მოურინიოც მოხარული იქნება "ოლდ ტრაფორდზე" მისი ხილვით.
54.3 მლნ. ფუნტად შეძენილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 14 გოლი გაიტანა, რაც შარშანდელი შედეგის გაუმჯობესების წინაპირობაა.
კავანი თვეების განმავლობაში მართავს მოლაპარაკებებს პსჟ-სთან, მაგრამ ჯერჯერობით დარწმუნებული არ არის, სურს თუ არა კლუბში დარჩენა.
ედინსონი "ოლდ ტრაფორდზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოიაზრება. ეს ორი ფორვარდი კი ერთად სწორედ პსჟ-ში ასპარეზობდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურუგვაელი შვედის ჩრდილქვეშ იყო, რასაც მისი მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ფორმა ადასტურებს.
წყარო:
express