თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3129,
კომენტარები: 19
"იუნაიტედის" კავანის სიტუაციის გარკვევას ელოდება
"იუნაიტედმა" შესაძლოა, ედინსონ კავანი შეიძინოს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოვლენათა განვითარებას ელოდება, რათა ედინსონ კავანის პრემიერ ლიგაში გადასვლა შესთავაზოს, თუკი იგი "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტს ვერ გააფორმებს.

პსჟ-მ კავანის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რათა ჩაენაცვლებინა მოქმედი, რომელიც 2018 წელს იწურება, მაგრამ ურუგვაელი ჯერჯერობით არ ჩქარობს ხელის მოწერას.

29 წლის ფეხბურთელი ბოლო 18 თვის განმავლობაში ითვლება "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" სატრანსფერო სამიზნედ და ჟოზე მოურინიოც მოხარული იქნება "ოლდ ტრაფორდზე" მისი ხილვით.

54.3 მლნ. ფუნტად შეძენილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 14 გოლი გაიტანა, რაც შარშანდელი შედეგის გაუმჯობესების წინაპირობაა.

კავანი თვეების განმავლობაში მართავს მოლაპარაკებებს პსჟ-სთან, მაგრამ ჯერჯერობით დარწმუნებული არ არის, სურს თუ არა კლუბში დარჩენა.

ედინსონი "ოლდ ტრაფორდზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოიაზრება. ეს ორი ფორვარდი კი ერთად სწორედ პსჟ-ში ასპარეზობდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურუგვაელი შვედის ჩრდილქვეშ იყო, რასაც მისი მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ფორმა ადასტურებს.

წყარო: express
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2016 14:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
იმედია ჭორია და ეს მაზილა გუნდში არმოვა საერთოდ არმევასება ესფეხბურთელი 10 შანსიდან 2 ს იტანს და 8 მაზავს ჭორი იქნება დიდი ალბათობით ამას ჯობია იბრას მერე მარსიალი დააყენონ 9 ანზე თორე ფლანგზე ვერაა ისეთი ამგარი, ვანგაალს ეყენა და იმწელს კი შეაგდო 17 გოლი
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაემსგავსა ამის ამბავიც სნეიდერის ტრანსფერს. ,,მარადიული დაინტერესებები" ასეთი სათაურით სტატია რო დაიწეროს საინტერესო იქნება wink
1
№3
ავტორი: vanovano
13 დეკემბერი 2016 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
არა რა ამის მოსვლა სისულელეა
1
№4
ავტორი: Gamkrelidze
13 დეკემბერი 2016 15:07
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მაგარი მძორია არ გვჭირდება cerealguy
1
№5
ავტორი: DRJBECKHAM
13 დეკემბერი 2016 15:16
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ეს რაში გვჭირდება ვინმე მეტყვის?
1
№6
ავტორი: უეინ რუნი
13 დეკემბერი 2016 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
გამორიცხულია ამის მოსვლა თან არც გვჭირდება
1
№7
ავტორი: valensia
13 დეკემბერი 2016 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
Movides da Ijdes skamze zamenad gamodgeba
0
№8
ავტორი: gela-manutd
13 დეკემბერი 2016 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხო მარა საფრანგეთის ლიგა1 პრემიერლიგა არაა თან ძაან ბევრ მომენტს ანიავებს უეჩველ გასატანებს ვერ იტანს უმეტესად ასე რო გააა ჯვას
0
№9
ავტორი: kantona-7
13 დეკემბერი 2016 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არგვინდა ეს და ამას ჯობია სხვა ვინმე ისეთი მოიყვანოს იბრას შემცვლელად ვინც მართლა გაამართლებს>>>რეშფორდიც არდაგვავიწყდეს ნახა რამდენიმე თამაში ჩააგდო მაინც მგელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: giorgi_mg
13 დეკემბერი 2016 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა კავანი? იმედია ბანძი ჭორია. გრიზმანი ან ობამეინაგი მოიყვანოს მეტი არ გვინდა არავინ თავდასხმაში
29-30 წლის კავანისნაირ ტლანქს იმედია არ მოათრევს მოუ

მეორე მძორზემაა wink
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top