თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2016, 21:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2829,
კომენტარები: 15
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემთან" გამარჯვების შესახებ საუბრობს.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების თამაში შეაქო და "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება

"ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შედეგს ვერ ვაღწევდით. დღეს შედეგი გვჭირდებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაში ისეთი კარგი არ იქნებოდა, როგორც წინა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვფიქრობ, ეს თამაში სხვებს სჯობდა კიდეც, რადგან ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ. გუნდს, რომელიც ყველას მირჩევნია პრემიერ ლიგაში მათი საფეხბურთო სტილის, შეტევისა და თავდაცვის უნარიანობის გამო. ასე რომ, ფეხბურთელები უფრო მეტ ქებას იმსახურებენ ამის გამო."

აზრი მხითარიანის გოლის შესახებ


"ბურთს ჩვენი საჯარიმოდან შორს ვინარჩუნებდით, ჩვენი მიზანი ამ ტრანზიციის შენარჩუნება და კონტრშეტევა იყო, ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ, რაც ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. მეკარე როგორც იქნა, ვეღარ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რადგან მხითარიანმა ეს დაიმსახურა, თუმცა შეეძლო გამხდარიყო. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე არ ვიმსახურებთ ამდენ ცუდს, რაც ბოლო წუთებში ხდება. მატჩისგან სიამოვნების მიღება დავიმსახურეთ, მაგრამ ვერ ვისიამოვნებთ, როცა ზეწოლის ქვეშ ვართ".

ქება-დიდება დაცვას თავდადებისთვის

"გუნდი იყო კარგი, ყველა თავდადებით თამაშობდა. სტანდარტულების დროს ისეთი თავდაცვა გუნდის თავდადების შედეგია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუკი ვიტყვი, რომ როხო და ჯონსი საოცრად გამოიყურებოდნენ და მათ კარგად ორგანიზებული გუნდი უჭერდა მხარს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა "მშრალი" მატჩის ჩასატარებლად, რამაც ქულები მოგვიპოვა."

გამარჯვებათა სერიის დროა

"ახლა მეევსე ადგილზე ვართ, ჩვენი მოწინააღმდეგეები არ შეცვლილან, მაგრამ "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტისთან" სამი ქულით შევამცირეთ სხვაობა. ასე რომ, კარგი უიქენდი გამოვიდა, განსაკუთრებით ჩვენი საშინაო მატჩის გამო, რომელშიც მოწინააღმდეგე გუნდებიდან გამომდინარე ფრის წინასწარმეტყველება ბუნებრივი იქნებოდა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: DRJBECKHAM
11 დეკემბერი 2016 22:54
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: kobinio
Ver ukure da marsialis tamashi tu mogeconat dzmebo?

საშინელება იყო ძმაო
1
№12
ავტორი: giorgi_mg
12 დეკემბერი 2016 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან საჭირო გამარჯვება იყო, გილოცავთ ყველას! დიდი ვერაფერი თამაში იყო მარა მეტოქეს თუ გავითვალისწინებთ და მათგან შექმნილ მომენტებს ვიტყვი რო ბრავო ბიჭებს და ბრავო მოუ, ვერაფერი ვერ ქნა ტოტენჰემმა გაასწორა რა მაგრად ამ მოგებამ, თამაშში დავბრუნდით

აქამდე მარცხენა ფლანგი ყვაოდა და მარჯვნივ გვიჭირდა ეხლა პირიქითაა, მარსიალი და დარმიანი ვაფშე რა ფეხბურთს თამაშობდნენ ვერ გავიგე და მიუხედავად ამისა ტოტემ ვერაფერი გააკეთა, ბრავო მართლა როხოს მაგის კისერზე გადაიარა მარცხენა ფლანგის უნიათობამ

რეშფორდიმაც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა მეტის იმედს ტოვებს ეს ბიჭი იმედია განვითარდება

ხო კიდე მიკის რაც შეეხება გაასწორებს თუ მაჯვნივ თამაშსს ესეთ დონეზე გააგრძელებს მარჯვენა ფლანგი ჩავთვალოთ რო წესრიგშია აი მარცხნივ ვერ დავლაგდით რა
0
№13
ავტორი: MEMPHIS 7
12 დეკემბერი 2016 07:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მემფისიც რო მოინდომებდეს და ცოტა დრო უნდა მიეცეს მარსიალი მაინც ცუდ ფორმაშია და რეშფორდიც
0
№14
ავტორი: tyeshela1
12 დეკემბერი 2016 13:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ჯონსი იმენა მხეცია. ტიპი წლები ვერ თამაშობდა ეხლა გამოვიდა და დაამტკიცა რო მაინც შეესაბამება იუნაიტედის დონეს. ვიდიჩის შEმცვლელად რო მოიაზრებოდა ეგეც მახსოვს.
0
№15
ავტორი: kobinio
14 დეკემბერი 2016 02:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: kobinio
Ver ukure da marsialis tamashi tu mogeconat dzmebo?

საშინელება იყო ძმაო

მადლობა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top