ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემთან" გამარჯვების შესახებ საუბრობს.
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების თამაში შეაქო და "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება"ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შედეგს ვერ ვაღწევდით. დღეს შედეგი გვჭირდებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაში ისეთი კარგი არ იქნებოდა, როგორც წინა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვფიქრობ, ეს თამაში სხვებს სჯობდა კიდეც, რადგან ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ. გუნდს, რომელიც ყველას მირჩევნია პრემიერ ლიგაში მათი საფეხბურთო სტილის, შეტევისა და თავდაცვის უნარიანობის გამო. ასე რომ, ფეხბურთელები უფრო მეტ ქებას იმსახურებენ ამის გამო."
აზრი მხითარიანის გოლის შესახებ"ბურთს ჩვენი საჯარიმოდან შორს ვინარჩუნებდით, ჩვენი მიზანი ამ ტრანზიციის შენარჩუნება და კონტრშეტევა იყო, ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ, რაც ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. მეკარე როგორც იქნა, ვეღარ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რადგან მხითარიანმა ეს დაიმსახურა, თუმცა შეეძლო გამხდარიყო. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე არ ვიმსახურებთ ამდენ ცუდს, რაც ბოლო წუთებში ხდება. მატჩისგან სიამოვნების მიღება დავიმსახურეთ, მაგრამ ვერ ვისიამოვნებთ, როცა ზეწოლის ქვეშ ვართ".
ქება-დიდება დაცვას თავდადებისთვის"გუნდი იყო კარგი, ყველა თავდადებით თამაშობდა. სტანდარტულების დროს ისეთი თავდაცვა გუნდის თავდადების შედეგია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუკი ვიტყვი, რომ როხო და ჯონსი საოცრად გამოიყურებოდნენ და მათ კარგად ორგანიზებული გუნდი უჭერდა მხარს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა "მშრალი" მატჩის ჩასატარებლად, რამაც ქულები მოგვიპოვა."
გამარჯვებათა სერიის დროა"ახლა მეევსე ადგილზე ვართ, ჩვენი მოწინააღმდეგეები არ შეცვლილან, მაგრამ "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტისთან" სამი ქულით შევამცირეთ სხვაობა. ასე რომ, კარგი უიქენდი გამოვიდა, განსაკუთრებით ჩვენი საშინაო მატჩის გამო, რომელშიც მოწინააღმდეგე გუნდებიდან გამომდინარე ფრის წინასწარმეტყველება ბუნებრივი იქნებოდა."
წყარო:
manutd.com