თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2016, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2356,
კომენტარები: 15
ლინგარდით ინგლისური გრანდი დაინტერესდა
ჯესი ლინგარდი პრემიერ ლიგის ლიდერების სამიზნეა.
ლინგარდით ინგლისური გრანდი დაინტერესდა
ლონდონის "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯესი ლინგარდის გადაბირებას ეცდება და ფეხბურთელის დაინტერესებას ორმაგად გაზრდილი ხელფასით ეცდება.

23 წლის ინგლისელი ვინგერის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და არსენ ვენგერი სერიოზულადაა დაინტერესებული ჯესის თავის გუნდში ხილვით. ჩრდილოეთ ლონდონში გადასვლის შემთხვევაში ლინგარდი კვირაში 120 ათას ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით.

ვენგერს ამ თანხასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს, რადგან ლინგარდს ინგლისის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევს.

მაგრამ ვენგერს სხვა საზრუნავიც აქვს, რომელიც უფრო პრიორიტეტულია - მას ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი ალექსის სანჩესთან და მესუთ ოზილთან, რომელთაგან პირველს ჩინური კლუბები თვიურ 1.6 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ხელფასის სახით, ხოლო მეორეს თავად "იუნაიტედი" გადაუხდის კვირაში 300 ათას ფუნტს.

მოურინიო ოზილთან ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" მუშაობდა და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. ჟოზესთვის ცნობილია, რომ ოზილის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულში დაეცემა, როცა მხოლოდ ერთი წელიღა დარჩება "მეთოფეებთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელებს მისი უფასოდ დაკარგვის საშიშროება გაუჩნდებათ.

წყარო: thesun
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: vanovano
11 დეკემბერი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ჭორია ეს და არსენალი
0
№12
ავტორი: ikeoni
11 დეკემბერი 2016 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Kargi zgapariaa))))
0
№13
ავტორი: dybbuk
11 დეკემბერი 2016 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ლინგარდი ჩემთვის როგორი ფეხბურთელია იცით? აი პესში ფეხბურთელების მონაცემებს როცა ქმნიან პროგრამისტები, რა უნდა მოუმატო რო ვერ ხვდები, რაარის ამ ბიჭის პლიუსი ჩემთვის გაუგებარია
0
№14
ავტორი: Lightn1nG
11 დეკემბერი 2016 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
კარგი სიჩქარე აქვს და დრიბლინგი, არსენალის თავქუდმოგლეჯილ წინგავარდნილ თამაშს კი მოუხდებოდა ისე. მაგრამ მე პირადად მენანება გასაშვებად ბოლო-ბოლო ჩვენი აკადემიის გაზრდილია და თან შეიძლება გამოგვადგეს შიგადაშიგ.
0
№15
ავტორი: basota
12 დეკემბერი 2016 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top