თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2288,
კომენტარები: 11
პაიეს სატრანსფერო ღირებულება დადასტურდა
ფრანგი "ვესტ ჰემს" გავარდნის შემთხვევაში დატოვებს.
პაიეს სატრანსფერო ღირებულება დადასტურდა
თუ "ვესტ ჰემ იუნაიტედი" პრემიერ ლიგიდან გავარდება, დიმიტრი პაიეს 15 მლნ. ფუნტად შეელევა.

ფრანგი ნახევარმცველი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც "ვესტ ჰემთან" გაფორმებულ კონტრაქტის თანახმად სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების უფლება მიეცემათ, თუკი გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდება.

გასულ თებერვალში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად პაიე კვირაში 125 ათას ფუნტს იღებს, რაც "ვესტ ჰემის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

29 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტში სტანდარტული გამოსასყიდი თანხა არ არის მითითებული, რისი წყალობითაც ლონდონურმა კლუბმა მისი შენარჩუნება მოახერხა, თუმცა პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში სლავენ ბილიჩის გუნდი ამას ვეღარ მოახერხებს.

გამომდინარე იქიდან, რომ "ვესტ ჰემს" არც ისე კარგად მისდის საქმეები ჩემპიონატში, კლუბი ხელახალ მოლაპარაკებებს გამართავს ფრანგთან პირობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ საკითხავია, მიიღებს თუ არა ფრანგი მას.

"ვესტ ჰემმა" გასული სეზონის სტარტზე 10.7 მილიონი ფუნტი გადაუხადა "მარსელს" პაიეს სანაცვლოდ და 15 მილიონი ფუნტი სულაც არ ითვლება იმ თანხად, რომელიც პრემიერ ლიგაში წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელში უნდა მიიღოს გუნდმა, მაგრამ ჩემპიონშიპში გავარდნა "ვესტ ჰემს" არჩევანს არ დაუტოვებს.

ბილიჩის გუნდი ამჟამად მე-17 ადგილზე იმყოფება პრემიერ ლიგაში, მაგრამ გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

წყარო: the times
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
11 დეკემბერი 2016 14:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
15 მილიონი ხელფასი აქვს პოგბას, ნაჩუქარია ფაქტიურად, ასაკში კია მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელია, ძალიან მაგარი პასი აქვს და საჯარიმოებს კარგად ასრულებს.
რაც მთავარია პრემიერლიგის შეჩვევა და რაღაც სისულელეები არ ჭირდება,

თან ძაან რეალურია, იმის ფონზე რომ დიდი შანსია ისევ ლიგის გარეშე დარჩეს გუნდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top