თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2288,
კომენტარები: 11
პაიეს სატრანსფერო ღირებულება დადასტურდა
ფრანგი "ვესტ ჰემს" გავარდნის შემთხვევაში დატოვებს.
პაიეს სატრანსფერო ღირებულება დადასტურდა
თუ "ვესტ ჰემ იუნაიტედი" პრემიერ ლიგიდან გავარდება, დიმიტრი პაიეს 15 მლნ. ფუნტად შეელევა.

ფრანგი ნახევარმცველი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც "ვესტ ჰემთან" გაფორმებულ კონტრაქტის თანახმად სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების უფლება მიეცემათ, თუკი გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდება.

გასულ თებერვალში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად პაიე კვირაში 125 ათას ფუნტს იღებს, რაც "ვესტ ჰემის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

29 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტში სტანდარტული გამოსასყიდი თანხა არ არის მითითებული, რისი წყალობითაც ლონდონურმა კლუბმა მისი შენარჩუნება მოახერხა, თუმცა პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში სლავენ ბილიჩის გუნდი ამას ვეღარ მოახერხებს.

გამომდინარე იქიდან, რომ "ვესტ ჰემს" არც ისე კარგად მისდის საქმეები ჩემპიონატში, კლუბი ხელახალ მოლაპარაკებებს გამართავს ფრანგთან პირობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ საკითხავია, მიიღებს თუ არა ფრანგი მას.

"ვესტ ჰემმა" გასული სეზონის სტარტზე 10.7 მილიონი ფუნტი გადაუხადა "მარსელს" პაიეს სანაცვლოდ და 15 მილიონი ფუნტი სულაც არ ითვლება იმ თანხად, რომელიც პრემიერ ლიგაში წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელში უნდა მიიღოს გუნდმა, მაგრამ ჩემპიონშიპში გავარდნა "ვესტ ჰემს" არჩევანს არ დაუტოვებს.

ბილიჩის გუნდი ამჟამად მე-17 ადგილზე იმყოფება პრემიერ ლიგაში, მაგრამ გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

წყარო: the times
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Gigo
10 დეკემბერი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Es kaci minda zalian magra ra iyidet gtxovt
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2016 18:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ასაკშია უკვე, თან არამგონია იყიდონ
0
№3
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2016 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ჯერ ერთი არ გავარდება და მერე მეორე ასაკშია უკვე
0
№4
ავტორი: roonet10
10 დეკემბერი 2016 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
არ რად გვინდა ეს ? ჯერ ერთი გვყავს მხიტარიანი რომელიც ძალიან კარგ ფორმაში შედის,მარსიალი,რაშფორდი რომელსაც ფლანგზეც შეუძილა ასე თუ ისე ლინგარდი და ამის ყიდვა არაა საჭირო,მერე კიდე 29 წლისაა..
0
№5
ავტორი: - ReDevil
10 დეკემბერი 2016 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
დიდი სისულელე იქნება ამის ყიდვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Look This Legend
№6
ავტორი: I L C
10 დეკემბერი 2016 18:53
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ბილიჩის გუნდი პრემიერ ლიგიდან არ გავარდება

პაიე არ ვიცი მაგრამ მარეზზე რომ უეჭველი უნდა იჩალიჩონ ეგ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: vanovano
10 დეკემბერი 2016 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ამის ჯავრი გვაკლია
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
10 დეკემბერი 2016 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არგვინდა გრიზმანზე იჩალიჩონ ზაფხულში და ფრანგები გვეყოფა ვარანი მსინც არგადმოდის
0
№9
ავტორი: tupaca
10 დეკემბერი 2016 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
არ არის ამის ადგილი თან 29 წლისაა დრაქსლერი დააყენა ვოლცბურგმა ტრანსფერზე და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მანჩესტერში თუმცა მისი ადგილიც არ გვაქვს :D
0
№10
ავტორი: ManchesterU
11 დეკემბერი 2016 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
რა პაიე კარგით რა, პაიეს ყიდვას ერთი მცველი იყიდონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top