თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2552,
კომენტარები: 16
სქოულზი: "იუნაიტედი" ტურნირის ფავორიტია"
პოლ სქოულზმა "იუნაიტედი", როგორც იქნა, შეაქო.
სქოულზი:
მართალია, გუნდი პრემიერ ლიგის ლიდერს 13 ქულით ჩამორჩება, მაგრამ პოლ სქოულზსა და მაიკლ ოუენს მიაჩნიათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპა ლიგის მოგება შეუძლია.

"ზარიასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ინგლისელებმა გუნდის დადებით მხარეზე ისაუბრეს და "იუნაიტედი" ევროტურნირის ფავორიტად მიიჩნიეს.

"სიმართლე გითხრათ, ვინც უნდა შეგხვდეს მომდევნო ეტაპზე, არ მაღელვებს. ვფიქრობ, "იუნაიტედს" კარგი გუნდი ჰყავს.

უკვე დაიწყეს კარგი ფეხბურთის თამაში და ამის საფუძველზე მიმაჩნია, რომ ტურნირის ფავორიტები არიან.

ისინი ბოლომდე გავლენ, ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც ამანერვიულებდა",
- განაცხადა სქოულზმა.

თანამემამულის მოსაზრებას ეთანხმება მაიკლ ოუენი:

"დღემდეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირიდან მათი გავარდნის შესაძლებლობება არსებობდა, ფავორიტებად ითვლებოდნენ, რაც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე.

უკვე შეკრეს გუნდი. ეს არის ტურნირი, რომელზეც უმაღლესი დონე უნდა გამოავლინო, მაგრამ აქ ფეხბურთელებს ასვენებენ კიდეც.

ტურნირის მოსაგებად ბევრი მატჩის ჩატარებაა საჭირო, მათ კი ამისთვის შესაფერისი გუნდი ჰყავთ.

ნებისმიერი შემადგენლობა, რომელიც უნდა დააყენონ, მაშინაც კი, როცა ხუთ ან ექვს ფეხბურთელს ასვენებენ, მაინც მიგაჩნია, რომ საუკეთესო თერთმეტეული გამოიყვანეს, იმდენად ძლიერი გუნდი ჰყავთ".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
9 დეკემბერი 2016 22:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აქ არაფერ შუაშია მარა პეს 2013 პაჩი საიდან როგორ დავაყენო ვინმემ იცის???
0
№12
ავტორი: bziki
9 დეკემბერი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
უმთავრესი ფავორიტები ნამდვილად ვართ. პროსტო კალენდარი შეილება დაგვიმძიმდეს ფა თასსაც თუ მიაწვებიან
0
№13
ავტორი: kaxeti
9 დეკემბერი 2016 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ესენი აზიური პლანით დაბოლილები ლაპარაკობენ თუ რა ხდება ვერ გამიგია ზარიამ მომენტები შექმნა საკმაო რაოდენობით და ამათ რა უხარიათ ამ უპატრონოებს პირდაპირ საოცარია ოდნავ უკეთესი სვარკის ცეხია და ჯერჯერობით მეტი არაფერი დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს რასაც ჰქვია იდეალური ფეხბურთი ვითამაშეთ ლესტერთან პირველ ტაიმში
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2016 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ასე მალე შეიცვალა აზრი პოლმა?! wink
0
№15
ავტორი: gaga1987
10 დეკემბერი 2016 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
felainis tu ardaayenebs dziritadshi movigebt
0
№16
ავტორი: giorgi_mg
10 დეკემბერი 2016 04:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ევროპაც უნდა მოვიგოთ და ოთხეულშიც უნდა შევიდეთ დანარჩენი სხვა მიუღებელია... იანვრის შუაში ოთხეულში ვიქნებით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top