მართალია, გუნდი პრემიერ ლიგის ლიდერს 13 ქულით ჩამორჩება, მაგრამ პოლ სქოულზსა და მაიკლ ოუენს მიაჩნიათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპა ლიგის მოგება შეუძლია.
"ზარიასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ინგლისელებმა გუნდის დადებით მხარეზე ისაუბრეს და "იუნაიტედი" ევროტურნირის ფავორიტად მიიჩნიეს.
"სიმართლე გითხრათ, ვინც უნდა შეგხვდეს მომდევნო ეტაპზე, არ მაღელვებს. ვფიქრობ, "იუნაიტედს" კარგი გუნდი ჰყავს.
უკვე დაიწყეს კარგი ფეხბურთის თამაში და ამის საფუძველზე მიმაჩნია, რომ ტურნირის ფავორიტები არიან.
ისინი ბოლომდე გავლენ, ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც ამანერვიულებდა", - განაცხადა სქოულზმა.
თანამემამულის მოსაზრებას ეთანხმება მაიკლ ოუენი:
"დღემდეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირიდან მათი გავარდნის შესაძლებლობება არსებობდა, ფავორიტებად ითვლებოდნენ, რაც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე.
უკვე შეკრეს გუნდი. ეს არის ტურნირი, რომელზეც უმაღლესი დონე უნდა გამოავლინო, მაგრამ აქ ფეხბურთელებს ასვენებენ კიდეც.
ტურნირის მოსაგებად ბევრი მატჩის ჩატარებაა საჭირო, მათ კი ამისთვის შესაფერისი გუნდი ჰყავთ.
ნებისმიერი შემადგენლობა, რომელიც უნდა დააყენონ, მაშინაც კი, როცა ხუთ ან ექვს ფეხბურთელს ასვენებენ, მაინც მიგაჩნია, რომ საუკეთესო თერთმეტეული გამოიყვანეს, იმდენად ძლიერი გუნდი ჰყავთ".