ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებული დარჩა "ევერტონთან" ფრის შემდეგ, რაც მორიგი წარუმატებელი შედეგია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". საკითხები, რომელთა შესახებაც პორტუგალიელმა ისაუბრა:
შედეგი თამაშს არ შეესაბამება"ძალიან კარგი თამაში და ამ თამაშის ფონზე ძალიან ცუდი შედეგი იყო. მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ანგარიშის გასაზრდელად შანსი გვქონდა, ბურთის ძელს მოვარტყით, მერე კი ბოლო წუთებში გავუშვით. სხვა პირობებში რომ ჩახვიდე "გუდისონ პარკზე" და ერთი ქულა აიღო, არა მგონია, ცუდი შედეგი იყო, რადგან ამ მოედანზე რთულია თამაში, მაგრამ ჩვენ მოედანზე საუკეთესოები ვიყავით, ამიტომაც ერთი ქულა არ არის ის, რაც დავიმსახურეთ."
თამაშის კონტროლი"შეუძლებელი ან მინიმუმ ძალიან რთულია მატჩის კონტროლი 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ 80 წუთის განმავლობაში ჩვენ ვაკონტროლებდით. სრულიად ბუნებრივია მოწინააღმდეგის რეაქცია და მათი შორეული გადაცემების სტილის შეჩერება შეუძლებელია, რადგან პრესინგი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა პასებს აკეთებენ, ბურთს ჰაერში ვერ გააჩერებ. ასე რომ, მათ მცირე ზეწოლა ექნებათ, რაც ნორმალურია."
ზლატანი კარგ ფორმაშია"ისიც ისე თამაშობს, როგორც გუნდი. გუნდი ძალიან, ძალიან კარგად თამაშობს და ფეხბურთელებიც ასევე. უნდა ვთქვა, რომ ჯონსი და როხო გასაოცრად გამოიყურებოდნენ. ჯონსს რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთამაშია ზედიზედ 5 მატჩი, როხო კი შარშან მარცხენა მცველი იყო, თუმცა სათადარიგოთა სკამზე და სახლში, ახლა კი ზედიზედ ხუთი მატჩი ჩაატარა ცენტრალურ მცველად, ასე რომ, ფენომენალურად ვითამაშეთ, სოლიდური გუნდური თამაში ვაჩვენეთ."
უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ"თუ მეტყვით, რომ ამ ოთხი ფრიდან ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან, ვიდრე ჩვენ, გიპასუხებთ, რომ სრული აბსურდია. თითოეულ ამ ფრედ დასრულებულ მატჩში ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, ვიდრე მეტოქე და ამ შეხვედრების მოგებას ვიმსახურებდით. ვიმეორებ, ამ სეზონში მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა და არა ფეხბურთის ხარიხს."
გუნდი კარგად თამაშობს"ვწუხვარ, რადგან დამსახურებული შედეგი არ გვაქვს. მესმის, რომ როცა ჩემი გუნდი სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს და იმარჯვებს, მაშინ მნიშვნელოვანი სათამაშო სტილია და არა შედეგი. ამჟამად პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ გუნდები, რომლებიც დაცვიდან და კონტრშეტევაზე მოქმედებენ, მაგრამ დიდ შედეგს აღწევენ. მედიის სიტყვებით ეს ფენომენალურია. როცა ჩემი გუნდები ექსტრემალურად კარგად თამაშობენ, მაშინ შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. აი, სწორედ აქ ვართ. პრობლემა ის არის, რომ დამსახურებულს ვერ ვიღებთ და ისიც, რომ სატურნირო ცხრილში ჩვენ მიერ დაკავებულ ადგილს საერთო არაფერი აქვს ჩვენი მიერ ნაჩვენებ საფეხბურთო ხარისხთან."
წყარო:
manutd.com