თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2016, 23:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2611,
კომენტარები: 28
მოურინიოს ვერდიქტი "ევერტონთან" ფრეზე
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებული დარჩა "ევერტონთან" ფრის შემდეგ, რაც მორიგი წარუმატებელი შედეგია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". საკითხები, რომელთა შესახებაც პორტუგალიელმა ისაუბრა:

შედეგი თამაშს არ შეესაბამება

"ძალიან კარგი თამაში და ამ თამაშის ფონზე ძალიან ცუდი შედეგი იყო. მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ანგარიშის გასაზრდელად შანსი გვქონდა, ბურთის ძელს მოვარტყით, მერე კი ბოლო წუთებში გავუშვით. სხვა პირობებში რომ ჩახვიდე "გუდისონ პარკზე" და ერთი ქულა აიღო, არა მგონია, ცუდი შედეგი იყო, რადგან ამ მოედანზე რთულია თამაში, მაგრამ ჩვენ მოედანზე საუკეთესოები ვიყავით, ამიტომაც ერთი ქულა არ არის ის, რაც დავიმსახურეთ."

თამაშის კონტროლი

"შეუძლებელი ან მინიმუმ ძალიან რთულია მატჩის კონტროლი 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ 80 წუთის განმავლობაში ჩვენ ვაკონტროლებდით. სრულიად ბუნებრივია მოწინააღმდეგის რეაქცია და მათი შორეული გადაცემების სტილის შეჩერება შეუძლებელია, რადგან პრესინგი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა პასებს აკეთებენ, ბურთს ჰაერში ვერ გააჩერებ. ასე რომ, მათ მცირე ზეწოლა ექნებათ, რაც ნორმალურია."

ზლატანი კარგ ფორმაშია

"ისიც ისე თამაშობს, როგორც გუნდი. გუნდი ძალიან, ძალიან კარგად თამაშობს და ფეხბურთელებიც ასევე. უნდა ვთქვა, რომ ჯონსი და როხო გასაოცრად გამოიყურებოდნენ. ჯონსს რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთამაშია ზედიზედ 5 მატჩი, როხო კი შარშან მარცხენა მცველი იყო, თუმცა სათადარიგოთა სკამზე და სახლში, ახლა კი ზედიზედ ხუთი მატჩი ჩაატარა ცენტრალურ მცველად, ასე რომ, ფენომენალურად ვითამაშეთ, სოლიდური გუნდური თამაში ვაჩვენეთ."

უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ


"თუ მეტყვით, რომ ამ ოთხი ფრიდან ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან, ვიდრე ჩვენ, გიპასუხებთ, რომ სრული აბსურდია. თითოეულ ამ ფრედ დასრულებულ მატჩში ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, ვიდრე მეტოქე და ამ შეხვედრების მოგებას ვიმსახურებდით. ვიმეორებ, ამ სეზონში მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა და არა ფეხბურთის ხარიხს."

გუნდი კარგად თამაშობს


"ვწუხვარ, რადგან დამსახურებული შედეგი არ გვაქვს. მესმის, რომ როცა ჩემი გუნდი სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს და იმარჯვებს, მაშინ მნიშვნელოვანი სათამაშო სტილია და არა შედეგი. ამჟამად პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ გუნდები, რომლებიც დაცვიდან და კონტრშეტევაზე მოქმედებენ, მაგრამ დიდ შედეგს აღწევენ. მედიის სიტყვებით ეს ფენომენალურია. როცა ჩემი გუნდები ექსტრემალურად კარგად თამაშობენ, მაშინ შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. აი, სწორედ აქ ვართ. პრობლემა ის არის, რომ დამსახურებულს ვერ ვიღებთ და ისიც, რომ სატურნირო ცხრილში ჩვენ მიერ დაკავებულ ადგილს საერთო არაფერი აქვს ჩვენი მიერ ნაჩვენებ საფეხბურთო ხარისხთან."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
28 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2016 23:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე ვერაფერი დავინახე დღეს კარგი თამაშისა. ეს უბრალოდ არ იყო ცუდი თამაში და მხოლოდ ეგაა. ძალიან ბევრი წუნი იყო დღეს პოგბას მოქმედებაში, იბრას მოქმედებაში, ფლანგის ფეხბურთელების გადაწყვეტილებებში და ჩართვაში, ერერას მუდმივად უკან დახევაში, კერიკის გამოცდილებაშიც კი.

მატჩის პოზიტიური ამბავი როხო და ჯონსია და დე ხეას ის სეივი, ემოციები რომ გამოავლინა. ძალიან სჭირდებოდა ეტყობა ასეთი აღება და ორმაგად ცუდია მისთვის, რომ გოლი გაუშვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gaga1987
4 დეკემბერი 2016 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ატრაკებ და გიხარია ჯოზე.გაწმინდე გუნდი ფელაინებისაგნ და ყვეალფერი კარგად იქნება
0
№3
ავტორი: mogeba
4 დეკემბერი 2016 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
saertod tamshi ver vnawe prosto burts flobnen chzli artit ar imsaxireba iunaitedi dgeq lmogebas vestemtam imis rchdilic ar iyo ki fre logikuri iyi cheminazrit
0
№4
ავტორი: Lady in red
4 დეკემბერი 2016 23:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამან რომელ თამაშს უყურა ნეტა. ძალიან ცუდი თამაში უყო და თუ ვინმე იმსახურებდა მოგებას, ეს ევერტონია. ჯონსი კარგი იყო,მაგრამ როხო გასაგდები იყო და გადარჩა. ფელაინი რომ დებილია ეგ ვიცით, მაგრამ შენ რამ გამოგადებილა ეგ აგვიხსენი რა. მარსიალი ბურთს იმხელაზე აგდებდა ალბათ ტაშს ითვლიდა რამდენჯერ შემოჰკრავდა. პოგბა საერთო რომელ პლანეტაზეა ესეც გაგვაგებინეთ. ერერასგან მეტს მოველოდი დღეს. ვალენსიას ტვინი არ აქვს თავში. დარმიანს რა უნდა ჩვენთან ვერ ვხვდები. დე ხეას მადლობა ქულისთვის.
1
№5
ავტორი: tedore
4 დეკემბერი 2016 23:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
რა იყო ფენომენალური ამ თამაშში მე ვერ ხვდები რა თქმა უნდა ჟოზე ვერ დაიწყებს ეხლა ფეხბურთელების კრიტიკას მაგრამ პოგბამ რომ საშინელი თამაში ჩაატარა ფაქტია ნუ ფელაინიზე საუბარი ზედმეტია უბრალოდ ხეა და უნდა დარგო მოედანზე ლამაზი მაინც იყოს ბიძინა იყიდდა მაგრამ მაგაშიც არ გაუმართლა ისეთი მახინჯია
2
№6
ავტორი: mogeba
4 დეკემბერი 2016 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
sanal gundi ar gaiwmindeba ase vkargabt qulebs da romel 4 gaq pretenzia totexemtan ras izav ganacxadhi ar davinaco felaini da rojo da es dexeak gamoqliavda memgini realze fiqribs
0
№7
ავტორი: Malboro463
4 დეკემბერი 2016 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
"ძალიან კარგი თამაში და ამ თამაშის ფონზე ძალიან ცუდი შედეგი იყო. მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მაგრამ ვერ მოვიგეთ

ღადაობს ესკაცი.

გერმანეებიდან აიღე მაგალითი და ბოლომდე დედაუთირე მოწინაღმდეგეს1-0 ზე აგარიშის შენარჩუნებაზე რომ თამაშობ ბუბლიკ @ ასე იყო პორტოშიცდა ჩელსიშიც

წლს ბოლოს ერერა,ფელაიი,იანგი,მორგნი,ლინგარდი,ვალენსია,ჯონსი,დარმიანი,დეპაი კერიკი ყველაგასაშვბია!!

და კიდევ ევროპის ლიგას მიაწვენ ეგ მანცმოიგოს თორე მეჭვებაისელიგის საგზური რომოიპოვონ

ციტატა: RojoDiablo
მატჩის პოზიტიური ამბავი როხო და ჯონსია

პიირველ ტაიმსი არც ქონიათ დიდი საქმე გოლის მერეევერტონმა რომ შეუტია ერტი შეტევა მოიგერა ჯონსმა მეტი რა გაკეთეს? საღოლ დე ხეას მაგატ კიარა ყველა კომბიაცია გატარდათითქმის
0
№8
ავტორი: Lev
4 დეკემბერი 2016 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ციტატა: mogeba
sanal gundi ar gaiwmindeba ase vkargabt qulebs da romel 4 gaq pretenzia totexemtan ras izav ganacxadhi ar davinaco felaini da rojo da es dexeak gamoqliavda memgini realze fiqribs

ისე დე ხეა მაგრად დაქლიავდა ბიჯოო რა გოლი ვერ გაიტანაააა რეალის ფანია ეტყობა და შემოაგზავნეს ის პენალიც როგორ აიკიდა ბოლო წუთებზე გამჭოლი პასებიც ვერ გააკეთა საჯარიმოში კაროჩე გასაყიდია რა ამ ზამთარს ყაზანის რუბინს ჰყოლია მაგარი და იმის ყიდვას აპირებენ
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: Malboro463
4 დეკემბერი 2016 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
როხო კიდე გასაგდებ იყო

0
№10
ავტორი: RojoDiablo
4 დეკემბერი 2016 23:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lev
ციტატა: mogeba
sanal gundi ar gaiwmindeba ase vkargabt qulebs da romel 4 gaq pretenzia totexemtan ras izav ganacxadhi ar davinaco felaini da rojo da es dexeak gamoqliavda memgini realze fiqribs

ისე დე ხეა მაგრად დაქლიავდა ბიჯოო რა გოლი ვერ გაიტანაააა რეალის ფანია ეტყობა და შემოაგზავნეს ის პენალიც როგორ აიკიდა ბოლო წუთებზე გამჭოლი პასებიც ვერ გააკეთა საჯარიმოში კაროჩე გასაყიდია რა ამ ზამთარს ყაზანის რუბინს ჰყოლია მაგარი და იმის ყიდვას აპირებენ

ლევან, ძლივს მივხვდი, რას წერდი wink გამიკვირდა, რა მოუვიდა ამ ექიმ კაცს-მეთქი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top