თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2016, 10:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2729,
კომენტარები: 16
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩზე
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩზე
"ვესტ ჰემთან" ლიგის თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ თავის ემოციას "ნამდვილი ბედნიერება" უწოდა.

"წითლებმა" 4-1 დაამარცხეს თავიანთი მეტოქი და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც "ჰალ სიტის" დაუპირისპირდებიან.

მოურინიო კენჭისყრის შედეგსაც შეეხო და "ჩაქუჩებზე" მოპოვებულ გამარჯვებასაც.

სასიამოვნო თამაში

"კომფორტულად მოვიგეთ, ლამაზი და შემტევი ფეხბურთით. გოლებს პლუს კარგი თამაში უდრის ნამდვილ ბედნიერებას. შედეგით ნასიამოვნები ვარ, რადგან თამაშით აქამდეც კარგად ვთამაშობდით. სახლში ძალიან, ძალიან კარგად გამოვიყურებით და ახლაც ასე იყო. ვფიქრობ, მათი გოლიდან 10 წუთის განმავლობაში ამას განიცდინენ. ფეხბურთელები ემოციებს ვერ მალავდნენ, რადგან "ვესტ ჰემმა" პირველი დარტყმით გაათანაბრა, თუმცა მეორე ტაიმში კვლავ ვიპოვეთ თავდაჯერებულობა".

შემტევი ფეხბურთი

"ჩვენი შემტევი ფეხბურთის სიმშვენიერე მატჩიდან მატჩამდე იზრდება, მაგრამ ამჯერად გოლებიც გავიდა, როგორც ეს "ფეიენოორდთან" მატჩში მოხდა. ერთ-ერთი, რასაც ჩემს თავს ვთავაზობდი, ისეთ კლუბში მისვლა იყო, რომელიც ხალხისთვის მოსაწონ ფეხბურთს თამაშობს, "მანჩესტერ იუნაიტედში" კი ეს ტრადიციაა, ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ."

შთამაგონებელი სიტყვები


"შესვენებაზე ვუთხარი: "დაივიწყეთ "ვესტ ჰემის" გოლი, ძალიან კარგად ვთამაშობთ". თავდაჯერებულობა უნდა შეგვენარჩუნებინა და ის გოლი დაგვევიწყებინა, რადგან უნდა მოგვეგო. მინდოდა, რომ ისეთივე თვითრწმენა გამოგვევლინა და მეორე ტაიმში გოლები გავიდა."

სელექციის თავისტკივილი

"მტანჯავს, მტანჯავს. ჩემთვის ძალიან რთულია დეპაისა და ეშლი იანგის სახლში დატოვება. ასევე ვიტანჯებოდი, როცა წინა კვირას მარსიალის დატოვება მომიხდა, მომდევნო კვირას კი სხვა ვინმე უნდა დავტოვო. ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რაც ჩემთვის კარგია, მაგრამ მათთვისაა ცუდი. ფეხბურთელს მატჩების ჩატარება სჭირდება, მე კი ყველას ვერ ვათამაშებ, ამიტომაც მტანჯავს."

ნახევარფინალები


"ორმატჩიანი ეტაპებია, ამიტომ კენჭისყრას მშვიდად შევხვდი. თუ გუნდი ამ ეტაპამდე მოდის, ნიშნავს, რომ ტურნირში ყველაფერი ჩადო. ორმატჩიანი დაპირისპირება კენჭისყრას ხიბლს უკარგავს, რადგან სახლში ითამაშებ თუ გასვლაზე, აღარ ნერვიულობ, ორივეგან მოგიწევს თამაში. დარწმუნებული ვარ, "ჰალ სიტის" გასული სეზონიდან "უემბლიზე" კარგი მოგონებები დარჩა და ყველაფერს გააკეთებენ იქ მოსახვედრად. ჩვენ იქ გასულ სეზონში და აგვისტოში ვითამაშეთ - "იუნაიტედის" მსგავსი კლუბი უნდა აკეთებდეს კიდეც ამას, "უემბლიზე" რეგულარულად უნდა ბრუნდებოდეს. ჩვენ ვეცდებით; იანვარში გაიმართება, ამიტომაც ჯერჯერობით მაგაზე ფიქრს არ ვაპირებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფინალში გავალთ."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
1 დეკემბერი 2016 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
კუმანიც კაი თსლ ვინმეა რ იქნება ადვილი მატჩი
0
№12
ავტორი: gela-manutd
1 დეკემბერი 2016 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: Malboro463
კუმანიც კაი თსლ ვინმეა რ იქნება ადვილი მატჩი

ადვილი არ იქნება ბაზარი არაა მარა გუშინ რო ვიტამაშედ ეგეთი ტემპით ტუ დავიწყედ ამათაც ამოვდებთ
0
№13
ავტორი: shotkin
1 დეკემბერი 2016 14:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: dybbuk
არც მინდა იმის გაფიქრება რო ევერტონთან პოგბას გარდა ვინმეს ჩაანაცვლებს სასტარტოში(რუნი მაინც ტოვებს ყვითელის გამო და პოგბაც მის საყვარელ პოზიციაზე გაიჩითება). სისწრაფე იყო ის მთავარი მიზეზი რამაც ბავშვობაში შემაყვარა მანჩესტერი, გუშინ კარგად გამოჩნდა თუ რამხელა პოტენციალი აქვს გუნდს მაგ კომპონენტში, მარსიალი და მხითარიანი შეუდარებლები იყვნენ, ასევე რუნი. რაც შეეხება დეხეას, მაღლაც დაიწერა და მეც ეგრე მგონია რო წინა სეზონებში მუდამ ჩართული იყო თამაშში და ბევრი სეივების კეთება უწევდა, ყველა უშვებს შეცდომებს და გუშინდელი საღამოც ალბათ კონცენტრაციის ამბავი უფროა, რაზეც უნდა იმუშაოს დავიდმა და არ მოდუნდეს, ისე რომერო დაეყენებია ჯობდა.

1ს აუცილებლად დავამატებ და მართლა არ მეგონა თუ ამის თქმა მომიწევდა(რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა), როხომ ჩაატარა მისი საუკეთესო მატჩი რაც კი მინახავს მისი შესრულებით არამარტო მანჩესტერში, საერთოდ... ხო შეძლებია ამ პიტალოს, მოინდომა, იშრომა და გამოუვიდა, აი ვისგან უნდა აიღოს მაგალითი დეპაიმ, მაგრამ მაინც არ გამოვა მაგისგან არაფერი, უთავმოყვარეო, ზარმაცი ბიჭია

ზუსტად :დ როხო რო როხოა იმას ეშველა და დეპაის კიდე ვგლოვობთ :D აი სანამ ბაილი დაბრუნდება ნეტა ეგრე გააგრძელოს როხომ რა მარა მაინც როხოა და სადღაც იროოხოვებს უეჭველი დიდი ხანი მაგის დაყენება არშეილება :D როცა შანსი იქნება ეგრევე უნდა ჩაანაცვლონ
0
№14
ავტორი: stepno
1 დეკემბერი 2016 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია პრემიერლიგაშიც მალე გავიტანთ ბევრ გოლს
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
1 დეკემბერი 2016 17:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია ევერტნთან ლიგარდებს და ფელაინებს არ მოთხრის
0
№16
ავტორი: ikeoni
1 დეკემბერი 2016 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Joze sheni imedi gvaq ❤️
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top