თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2016, 10:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2268,
კომენტარები: 11
მოურინიოს მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ჟოზე მოურინიომ თავისი სასჯელი უკვე მოიხადა.
მოურინიოს მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩში გამოვლენილი აგრესიული ქმედების გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

გასულ კვირას "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში მოურინიომ აგრესიული ჟესტით გამოხატა მთავარი მსაჯის, ჯონათან მოსისადმი პროტესტი, რომელმაც პოლ პოგბას სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ემოციების ზღვარზე მისულმა მოურინიომ წყლის ბოთლს დაარტყა ფეხი, რის გამოც ტექნიკური ზონიდან გააძევეს. ერთი დღის შემდეგ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მას არასათანადო ქმედებაში დასდო ბრალი.

მოურინიოსა და მსაჯების ურთიერთობის ისტორიის გათვალისწინებით, ითვლებოდა, რომ ამჯერად მას რამდენიმე მატჩის განმავლობაში არ დაუშვებდნენ ტექნიკურ ზონასთან, მაგრამ FA-მ მინიმალური სასჯელით შემოფარგვლა არჩია.

მოურინიომ თავისი ბრალეულობა აღიარა და მხოლოდ ერთი მატჩით დაისაჯა, რომელიც გუნდმა უკვე ჩაატარა მის გარეშე.

ლიგის თასის მატჩში, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასევე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართა და 4:1 მოიგო, პორტუგალიელი მწვრთნელი ტექნიკურ ზონასთან არ იყო.

გარდა ზემოაღნიშნული სასჯელისა, მოურინიომ ასევე 16 ათასი ფუნტი გადაიხადა ჯარიმის სახით.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
2 დეკემბერი 2016 07:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კაი ნიჩევოოო მაგრამ როცს მოუ დისკვალიფიცირებულია გუნდი 3 ბურთიანი სხვაობით იგებს იყოს იქ მოუ(ხუმრობით)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top