თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2016, 10:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2268,
კომენტარები: 11
მოურინიოს მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ჟოზე მოურინიომ თავისი სასჯელი უკვე მოიხადა.
მოურინიოს მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩში გამოვლენილი აგრესიული ქმედების გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

გასულ კვირას "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში მოურინიომ აგრესიული ჟესტით გამოხატა მთავარი მსაჯის, ჯონათან მოსისადმი პროტესტი, რომელმაც პოლ პოგბას სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ემოციების ზღვარზე მისულმა მოურინიომ წყლის ბოთლს დაარტყა ფეხი, რის გამოც ტექნიკური ზონიდან გააძევეს. ერთი დღის შემდეგ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მას არასათანადო ქმედებაში დასდო ბრალი.

მოურინიოსა და მსაჯების ურთიერთობის ისტორიის გათვალისწინებით, ითვლებოდა, რომ ამჯერად მას რამდენიმე მატჩის განმავლობაში არ დაუშვებდნენ ტექნიკურ ზონასთან, მაგრამ FA-მ მინიმალური სასჯელით შემოფარგვლა არჩია.

მოურინიომ თავისი ბრალეულობა აღიარა და მხოლოდ ერთი მატჩით დაისაჯა, რომელიც გუნდმა უკვე ჩაატარა მის გარეშე.

ლიგის თასის მატჩში, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასევე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართა და 4:1 მოიგო, პორტუგალიელი მწვრთნელი ტექნიკურ ზონასთან არ იყო.

გარდა ზემოაღნიშნული სასჯელისა, მოურინიომ ასევე 16 ათასი ფუნტი გადაიხადა ჯარიმის სახით.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2016 10:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჭკუიდან გადაჰყავთ უკვე მსაჯებს. ძალიან ბევრ ჩვენთვის საზიანო გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ მაგ მატჩში ჩვენს სასარგებლოდაც შეცდა მოსი, პენალტი რომ არ დადო ჩვენს კარში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ilker
1 დეკემბერი 2016 11:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ისე კლოპს ან კონტეს თუ დააკვირდებიან ხოლმე კარგი იქნება! angry
0
№3
ავტორი: GeorgeBest
1 დეკემბერი 2016 11:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა პრობლემაა, ეხლა მსაჯს ამოარტყავს ***** წიხლს და ეგაა wink
0
№4
ავტორი: Lalana
1 დეკემბერი 2016 11:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
მაგარი აღრენილები არიან მოუზე და ასეც არ შეიძლება.საკუთარი ემოციის გამოხატვასაც რომ უშლიან ადამიანს ეგ უკვე ზედმეტობაა.ფეხბურთია,მწვრთნელია და რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ემოცია გამოხატოს რომელიმე მომენტში?მსაჯისთვის არც შეურაწყოფა მიუყენებია და არაფერი.ჯერ იყო და მსაჯზე განცხადება გააკეთა სიტისთან მატჩი და მანდ მიაწვნენ,მერე სტადიონზე თითოეულ ემოციის გამოხატვისას აძევებენნ.უბრალოდ ძაან ზედმეტი მოსდით ამ კაცის მიმართ.
0
№5
ავტორი: Lady in red
1 დეკემბერი 2016 12:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მსაჯების პრობლემა რომ არის ეგ უკვე კარგად ვიცით, განსაკუთრებით ჩვენ გადაგვეკიდნენ. გასაგებია, რომ მსაჯებს ზედმეტები მოსდით, მაგრამ როცა იცის ჟოზემ, რომ ასეთი რამ მოჰყვება მის ემოციურ საქციელს ცოტა თავი უნდა შეიკავოს. მართალია, რთულია თავის შეკავება, მაგრამ ამით გუნდი ზარალდება და ახლა, როცა ნელ-ნელა ლაგდება გუნდი ცოტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. ჩასაფრებულები არიან მოუზე და აღარ ღირს თავიანთი გაიტანონ. მაგათთან კამათს რომ აზრი არ აქვს, მუთუმეტეს ბარათს რაცა ამოიღებენ ეს გარკად იცის თვითონაც და თავშეკავება მართებს.
0
№6
ავტორი: gela-manutd
1 დეკემბერი 2016 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რა აზრია აქ მერე ისევ გააგდებენ და საერტოდ გუნდი მაურინიოს არ ყოფნისას უფრო კარგად თამაშობს გუშინაც გამოჩდა ეს lol
0
№7
ავტორი: ikeoni
1 დეკემბერი 2016 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dedas itynaven msajebi ra
0
№8
ავტორი: shotkin
1 დეკემბერი 2016 14:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
კი მასჯები მიქარავენ აშკარად ჩვენწინაარმდეგ ტითქმის ყველა თამაშში და მოუზეც ზეწოლაა პრესიდანაც ფა დანაც და რავი ყველასგან ამრა კარგი თამაშიტ უნდა გააბატილონ ეგყველაფერი ესე გააგრძელონ და ის მსაჯი 2 ჯერაც როშეცდეს თავსზემოთ ზალა არაა როცა ბევრ ბურთს გაიტან ვერავინ ვერ მოგჩამოს ვერც მსაჯმა და ვერც ვერავინ
0
№9
ავტორი: stepno
1 დეკემბერი 2016 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარი კაცია რა მთელი გულით და სულით არის მოედანზე და მაგის ბრალია რო თავს ვეღარ იკავბებს. მსაჯებიც ბევრ შეცდომებს უშვებენ და ამოუვიდა ყელში
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
1 დეკემბერი 2016 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: გიორგი
რა პრობლემაა, ეხლა მსაჯს ამოარტყავს ***** წიხლს და ეგაა wink

wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top