თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2016, 15:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ხიმენესის შეძენას იანვარში ეცდება
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ზამთარშივე შეიძლება ვიხილოთ "ოლდ ტრაფორდზე".
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იანვარში ეცდება ხოსე ხიმენესის, მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველის გადაბირებას.

მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ზონა დაცვის ცენტრალური ხაზია. ამის დასტურად საკმარისია ითქვას, რომ პრემიერ ლიგის 12 ტურში გუნდმა 14 გოლი გაუშვა, რაც ერთით ნაკლებია გადარჩენისთვის მებრძოლი "მიდლსბროს" შედეგზე.

გარდა ამისა, მოურინიოს ხშირად უხდება ცენტრალური მცველების წყვილის შეცვლა, რადგანაც კრის სმოლინგი და ერიკ ბაიი ტრავმირებულები არიან. მაგალითად, ამჟამად ჟოზეს არჩევანი მარკოს როხოსა და ფილ ჯონსზე ჩერდება.

ESPN-ი იტყობინება, რომ იანვრის მოახლოებასთან ერთად, მოურინიოს ცენტრალური მცველის შეძენის სურვილი უძლიერდება. პორტუგალიელმა უკვე მიმართა მადრიდელებს ხიმენესისა და მისი თანაგუნდელის, დიეგო გოდინის თაობაზე.

გამოცემა თავის მანჩესტერულ და მადრიდულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ატლეტიკო" გოდინს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის სეზონის შუა პერიოდში, მაგრამ 21 წლის ხიმენესის გასხვისების საკითხი შეიძლება განიხილოს.

ახალგაზრდა ურუგვაელი ვეღარ ხვდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, რაც ჭორების თანახმად, დიეგო სიმეონესთან პირადი კონფლიქტითაა გამოწვეული. მოსალოდნელია, რომ ესპანელები დაახლოებით 34-42 მილიონ ფუნტს მოითხოვენ ფეხბურთელში.

იგივე წყაროები იტყობინებიან, რომ მოურინიოს სათადარიგო ვარიანტად "საუთჰემპტონის" მცველი ჟოზე ფონტე ესახება. "ეშმაკები" მარჯვენა მცველის შეძენასაც აპირებენ იანვარში და მათი არჩევანი "მონაკოელ" ფაბინიოზე შეჩერდება.

წყარო: espn
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
27 ნოემბერი 2016 19:16
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Ximenesi aranairad ar ari zamenis kaci.tramva qonda da magito shecvala savichit..vida da evra zamtarshi ro viyidet susti gundebisgan viyidet da ara atletikos donis gundisgan romelic paqtia 3 welia yvelapristvis ibrdzvis...chven ligazec ar vart..vandeikis varianti idealuria,zapxulamdec da merec mshvenivrad gamogvadgeba sauthemtonac lizhbi puli aigon zamtari zapxuli erti .....

Rac sheexeba fabinios ar gvchirdeba,magan bolos marjvena mcvelad sami wlis win itamasha.3 weli naxevarmcvelad motamashe runi rogor tamashobs forvardad vxedavt..naxevarmcvels tu viyidit gvinda musha dacviti rogoric naingolania...mcveli centraluri da grizmani :)))

Marjvena mcvelad valensias alternativa ar aq.darmiani dzalian sachiro pexburtelia da arsad ar gaushveba mou,gijdeboda azpilikuetaze imito ro universali iyo..plius fosumensa,fabinio ara subasichi :))
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
27 ნოემბერი 2016 22:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ზამთარში გაჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top