თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2016, 15:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ხიმენესის შეძენას იანვარში ეცდება
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ზამთარშივე შეიძლება ვიხილოთ "ოლდ ტრაფორდზე".
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იანვარში ეცდება ხოსე ხიმენესის, მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველის გადაბირებას.

მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ზონა დაცვის ცენტრალური ხაზია. ამის დასტურად საკმარისია ითქვას, რომ პრემიერ ლიგის 12 ტურში გუნდმა 14 გოლი გაუშვა, რაც ერთით ნაკლებია გადარჩენისთვის მებრძოლი "მიდლსბროს" შედეგზე.

გარდა ამისა, მოურინიოს ხშირად უხდება ცენტრალური მცველების წყვილის შეცვლა, რადგანაც კრის სმოლინგი და ერიკ ბაიი ტრავმირებულები არიან. მაგალითად, ამჟამად ჟოზეს არჩევანი მარკოს როხოსა და ფილ ჯონსზე ჩერდება.

ESPN-ი იტყობინება, რომ იანვრის მოახლოებასთან ერთად, მოურინიოს ცენტრალური მცველის შეძენის სურვილი უძლიერდება. პორტუგალიელმა უკვე მიმართა მადრიდელებს ხიმენესისა და მისი თანაგუნდელის, დიეგო გოდინის თაობაზე.

გამოცემა თავის მანჩესტერულ და მადრიდულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ატლეტიკო" გოდინს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის სეზონის შუა პერიოდში, მაგრამ 21 წლის ხიმენესის გასხვისების საკითხი შეიძლება განიხილოს.

ახალგაზრდა ურუგვაელი ვეღარ ხვდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, რაც ჭორების თანახმად, დიეგო სიმეონესთან პირადი კონფლიქტითაა გამოწვეული. მოსალოდნელია, რომ ესპანელები დაახლოებით 34-42 მილიონ ფუნტს მოითხოვენ ფეხბურთელში.

იგივე წყაროები იტყობინებიან, რომ მოურინიოს სათადარიგო ვარიანტად "საუთჰემპტონის" მცველი ჟოზე ფონტე ესახება. "ეშმაკები" მარჯვენა მცველის შეძენასაც აპირებენ იანვარში და მათი არჩევანი "მონაკოელ" ფაბინიოზე შეჩერდება.

წყარო: espn
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
27 ნოემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Fabinioze bevri daicera zapxulshic mara iman liga amjobina...
Kvelaze da kvelaperze metad zapxulshi grizmanis shedzena gamaxarebda.imedia beilivit ocnebad ar damcheba
1
№2
ავტორი: dybbuk
27 ნოემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ხიმენესი არაა ცუდი ვარიანტი, როხოს და ჯონსს ერთად აღებულს ჯობია. საერთოდ ჟოზეს გუნდები გამოირჩეოდნენ იმით რო ძლიერი დაცვის ხაზი ყავდა სულ და ძალიან ცოტა გოლებს უშვებდა, რაც რა თქმა უნდა წარტმატების პირველი საწინდარია, ზუსტად იმის იმედი მქონდა რო მეთქი რო მოვა ეს მოურინიო გვეშველება დაცვაში და წინ კიდე ისედაც საკმარისად შემსრულებლები გვყავდა და ეხა ხო გვყავს და გვყავს, უნდა მოაგვაროს ზამთარში ეს პრობლემა, + ბაიი(დღეისათვის მანიუს საუკეთესო მცველი) წავა ზამთარში აფრიკის თასზე, მოკლედ მისახედია დაცვაზე აუცილებლად იანვარში
1
№3
ავტორი: gache1991
27 ნოემბერი 2016 16:35
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ზღაპარი.შანსი არ არი სიმეონესნაირმა პრინციპულმა ტიპმა ზამთარში ეს გაყიდოს მითუმეტეს მაშინ როცა გოდინი და სავიჩი რასაც ქვია რიგრიგობით ტრავმიანობენ და ყველაზე მთავარი როცა ორივე ჯანმრთელია ერთმანეთს ისე ვერ ეწყობიან როგორც ეს და გოდინი...ზაფხულში ალბათ სიმეონეც წავა და ჯერ გრიზმანზე დავეჩალიჩოთ და მერე ამას თუ გამოვიდა..
0
№4
ავტორი: shotkin
27 ნოემბერი 2016 17:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: dybbuk
ხიმენესი არაა ცუდი ვარიანტი, როხოს და ჯონსს ერთად აღებულს ჯობია. საერთოდ ჟოზეს გუნდები გამოირჩეოდნენ იმით რო ძლიერი დაცვის ხაზი ყავდა სულ და ძალიან ცოტა გოლებს უშვებდა, რაც რა თქმა უნდა წარტმატების პირველი საწინდარია, ზუსტად იმის იმედი მქონდა რო მეთქი რო მოვა ეს მოურინიო გვეშველება დაცვაში და წინ კიდე ისედაც საკმარისად შემსრულებლები გვყავდა და ეხა ხო გვყავს და გვყავს, უნდა მოაგვაროს ზამთარში ეს პრობლემა, + ბაიი(დღეისათვის მანიუს საუკეთესო მცველი) წავა ზამთარში აფრიკის თასზე, მოკლედ მისახედია დაცვაზე აუცილებლად იანვარში

გეთანხმები ყველაფერში მარა აი ზამთარში საერთოდ რამდენად შესაძლებელია მაღალი დონის ჩამოყალიბებული ფეხბურთელის იყიდვა ეგ დიდი კითხვისნიშანია, ყველას გვახსენდება ვიდიჩის ტრანსფერი და მგონი ევრაც ზამთარში იყიდეს და რათქმაუნდა გაამართლა მარა მაშინ სხვა დროიყო და მაშინაც ძნელი იყო და ეხლა მითუმეტეს დიდი გუნდები არ გამოუშვებენ ზამენის კაცსაც კი ბევრი მიზეზის გამო, ზოგი ლიგაზეა ზოგს რამიზნებია ქ და ზოგს რა ასერომ ზამთარში არველოდები დიდ ტრანსფერს და ზაფხულში მინდა გრიზმანი და ვინმე კარგი ცენტრალური მცველი ბაის გვერდით ასევე კარგი ჩამშლელი ნახვეარმცველი და ეგაა. აი დავიდ ლუიზის მსგავსად მაღალი დონის ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება იანვარშივე ოღონდ უკმაყოფილო უნდა იყოს ის ფეხბურთელი იმ მომენტში და რაღაც გაუგებრობა უნდა არსებობდეს მასსა და ხელმძღავნელობას შორის რო რაღაც შანსი იყოს ყიდვის თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ესე მარტივად ვერ თრეულობენ ფეხბურთელებს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
27 ნოემბერი 2016 17:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მევასება ესეთი სტილის მცველები winked პრემიერ ლიგისთვის შესაფერისია
0
№6
ავტორი: dybbuk
27 ნოემბერი 2016 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: shotkin
ციტატა: dybbuk
ხიმენესი არაა ცუდი ვარიანტი, როხოს და ჯონსს ერთად აღებულს ჯობია. საერთოდ ჟოზეს გუნდები გამოირჩეოდნენ იმით რო ძლიერი დაცვის ხაზი ყავდა სულ და ძალიან ცოტა გოლებს უშვებდა, რაც რა თქმა უნდა წარტმატების პირველი საწინდარია, ზუსტად იმის იმედი მქონდა რო მეთქი რო მოვა ეს მოურინიო გვეშველება დაცვაში და წინ კიდე ისედაც საკმარისად შემსრულებლები გვყავდა და ეხა ხო გვყავს და გვყავს, უნდა მოაგვაროს ზამთარში ეს პრობლემა, + ბაიი(დღეისათვის მანიუს საუკეთესო მცველი) წავა ზამთარში აფრიკის თასზე, მოკლედ მისახედია დაცვაზე აუცილებლად იანვარში

გეთანხმები ყველაფერში მარა აი ზამთარში საერთოდ რამდენად შესაძლებელია მაღალი დონის ჩამოყალიბებული ფეხბურთელის იყიდვა ეგ დიდი კითხვისნიშანია, ყველას გვახსენდება ვიდიჩის ტრანსფერი და მგონი ევრაც ზამთარში იყიდეს და რათქმაუნდა გაამართლა მარა მაშინ სხვა დროიყო და მაშინაც ძნელი იყო და ეხლა მითუმეტეს დიდი გუნდები არ გამოუშვებენ ზამენის კაცსაც კი ბევრი მიზეზის გამო, ზოგი ლიგაზეა ზოგს რამიზნებია ქ და ზოგს რა ასერომ ზამთარში არველოდები დიდ ტრანსფერს და ზაფხულში მინდა გრიზმანი და ვინმე კარგი ცენტრალური მცველი ბაის გვერდით ასევე კარგი ჩამშლელი ნახვეარმცველი და ეგაა. აი დავიდ ლუიზის მსგავსად მაღალი დონის ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება იანვარშივე ოღონდ უკმაყოფილო უნდა იყოს ის ფეხბურთელი იმ მომენტში და რაღაც გაუგებრობა უნდა არსებობდეს მასსა და ხელმძღავნელობას შორის რო რაღაც შანსი იყოს ყიდვის თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ესე მარტივად ვერ თრეულობენ ფეხბურთელებს

კი ორივე ევრაც და ვიდიჩიც ზამთარში იყიდეს, რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ ფონტეს დონის და ოგბონას დონის ფეხბურთელის ყიდვას ჯობია სულ არავინ იყიდონ და ფოსუ მენსა ათამაშოს
0
№7
ავტორი: - MEMPHIS -
27 ნოემბერი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ციტატა: გიორგი
მაგრად მევასება ესეთი სტილის მცველები winked პრემიერ ლიგისთვის შესაფერისია

მართალი ხარ 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№8
ავტორი: ikeoni
27 ნოემბერი 2016 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ianvarshi nagdad ar mgonia
0
№9
ავტორი: gela-manutd
27 ნოემბერი 2016 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რამოსა მინდა მაგრად
0
№10
ავტორი: SAF
27 ნოემბერი 2016 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ფაბინიო არაა საჭირო მინიმუმ 2-3 წელი ვალენსია მშვენივრად გამოიყურება აი ხიმენესი კი მშვენიერი იქნება მაგრამ მაქსიმუმ 20-25 მლნ სკამის კაცში ეგეც ბევრია კონფლიქტი არა ის სავიჩმა ამოაგდო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top