თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2016, 14:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5410,
კომენტარები: 19
"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია
სტატია, რომელიც პოლ პოგბას კრიტიკოსებს დაადუმებს.
ჩვენს დროში მოლოდინის გამართლება ძალიან რთულია, ხოლო თუ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდით, უფრო გაგიჭირდებათ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველა ფეხბურთელს ტონს კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი უთითებდათ. სწორედ მათ გამო გაიზარდა ხარისხის, დიდებულებისა და შუალედურობის მთავარი მახასიათებლები.

შეძლებდნენ კი ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორიც ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, პაველ ნედვედი და კაკა არიან, შეეყვარებინათ ფეხბურთი ესოდენ აურაცხელი ადამიანისთვის, ისინი მუდმივად რომ შეედარებინათ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პროდუქტიულ და ეფექტურ მოთამაშეებთან?

ზემოჩამოთვლილმა ოთხივე ფეხბურთელმა მოიგო ოქროს ბურთი იმავე ასაკში, რომელშიც კრიშტიანუმ და ლეომ. რთულია წარმოიდგინო, რომ მათ ნაკლს ისე დაკვირვებით არ იხილავდნენ, როგორც მათ უნარებს ჩვენს დროში. დღესდღეობით სტაბილურობა ხარისხის გვერდით დგას და ცალკეულად აღარ განიხილება, რამეთუ რამდენიმე მატჩის ზედიზედ ჩაგდების შედეგად ჩნდება მოსაზრება, რომ შენს საქმეში საუკეთესო აღარ ხარ, რაც არ უნდა საოცარი მოთამაშე იყო.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

ამ ყველაფერს იმიტომ როდი ვამბობთ, რომ პოლ პოგბა მათ დონეზე თამაშობს - ეს დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა - მაგრამ ახლა კარიერის იმ ეტაპზე იმყოფება, როცა მისგან ყველაფერს ითხოვენ და ყველა მისკენ იშვერს თითს. ნებისმიერი არასახარბიელო გამოსვლა კრიზისთან ასოცირდება. აქამდე არასდროს გამოუკვლევიათ ფეხბურთელი კარგი ფორმის, მატჩის შემდგომი რეიტინგის, გატანილი გოლებისა თუ საგოლე გადაცემების რაოდენობის მიხედვით, როგორც ამას განუმეორებელი მესისა და რონალდუს დროს აკეთებენ.

პოგბას კრიტიკოსებს არა მარტო ეჭვი შეაქვთ იმაში, ღირს თუ არა ფრანგი მასში გადახდილ ცხრანიშნა თანხას, ან არა მარტო დასცინიან მომავალში მის მიერ ოქროს ბურთის მოგებას, არამედ იქამდეც მივიდნენ, რომ უკვე აღარ არიან დარწმუნებულები, შეეფერება თუ არა იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვის ცენტრს.

ქვემოთ ჩამოვთვლით შვიდ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ აფასებენ სწორად "იუნაიტედის" "ექვსიანს" და ასევე გაჩვენებთ, რომ პოლი ამ სეზონს შარშანდელზე უკეთ ატარებს.

1. პოგბამ 10 მატჩში 19 საგოლე მომენტი შექმნა

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

ეს მეტია, ვიდრე სადიო მანეს (16), ჯეკ უილშირის (14), რიად მარეზის (14), ადამ ლალანას (13), რაჰიმ სტერლინგისა (11) და ალექს ივობის (11) მიერ შექმნილი მომენტები. არადა, ამ სიის რამდენიმე ფეხბურთელს პრესა ხელის გულზე ატარებს.

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ შეუქმნია უფრო მეტი მომენტი, ვიდრე პოგბას. ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რამდენიმე კი საერთოდ ფლანგზე თამაშობს და მწვრთნელისგან უფრო მეტ თავისუფლებას იღებს მოქმედებაში, რადგანაც მათი გუნდები სრულიად ბალანსირებულია.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

"იუნაიტედი" კი ჯერ კიდევ ეძებს თავის ქიმიას, მაგრამ ამას პოგბასთვის ხელი არ შეუშლია, მეტოქის კარს 19-ჯერ დამუქრებოდა. ეს ერთით ნაკლებია, ვიდრე ედენ აზარის მიერ შექმნილი მომენტების რაოდენობა და ერთით მეტი, ვიდრე დელე ალის. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა პოლის ირგვლივ კარგად ორგანიზებული გუნდი ჩამოყალიბდება?

2. ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის დრიბლინგის უმაღლესი მაჩვენებელი (27)

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

პოგბას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ყოველთვის იყო ფეხებით მოქმედება და მიმდინარე სეზონში მან მრავალჯერ მოატყუა თავისი მოწინააღმდეგეები: 27 წარმატებული დრიბლინგი 45-დან. ეს 60%-ანი წარმატებული მოტყუებაა, შესანიშნავი მაჩვენებელი.

არადა, ამ სტატისტიკაში არ შედის მისი ვირტუოზული მოქმედება ბურთთან, როცა ის თავს აღწევ მოწინააღმდეგეს ღია სივრცეში. სანამ "იუნაიტედი" ძალიან იშვიათად იღებს სარგებელს მისი შესანიშნავი უნარებისგან, ფრანგი ყოველ მატჩში აჩვენებს, რამდენად კარგია ბურთის ფლობაში.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

3. პრემიერ ლიგის არცერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუკეთებია მეტი გამჭოლი გადაცემა მიმდინარე სეზონში (5)

პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქის დაცვის გარღვევა ერთი პასით. პოლის კვალს მიჰყვება კევინ დე ბრუინე "მანჩესტერ სიტიდან" - მან ოთხი ასეთი გადაცემა გააკეთა. ხოლო "იუნაიტედში" ერთზე მეტი გამჭოლი გადაცემა მხოლოდ პოლსა და ზლატანს აქვთ გაკეთებული.

თუმცა, პოგბას უფრო მეტი გამჭოლი გადაცემა აქვს გაკეთებული, ვიდრე მთელ რიგ გუნდებს: "ევერტონი" (4), "ჰალ სიტი" (4), "უოტფორდი" (3), "სუონსი" (3), "ტოტენჰემი" (3), "ვესტ ბრომი" (2), "სანდერლენდი" (2), "კრისტალ პალასი" (1).

ყველა საუბრები იმის შესახებ, თითქოს პოგბა "იუვენტუსის" დატოვების შემდეგ თანდათან მოიშალა, ვერ აღწერს მისი პასების იდეალურ გათვლასა და სიზუსტეს, როცა თანაგუნდელს პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში პოულობს.

4. პოლ პოგბას პასების 65,3% წინ არის მიმართული

ისეთი ფეხბურთელის შეძენა, როგორიც პოლია, ერთი მხრივ ისე გამოჩნდებოდა, როგორც თვითდაკმაყოფილებისთვის შესანიშნავი და ფასდაუდებელი ნახატის შესყიდვა აუქციონზე. მაშინაც კი, როცა ფუნქციურობა და სარგებლიანობა არ არის, აღფრთოვანება და რაღაც მაგია იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ გოლები ან საგოლე გადაცემები არც ისე ბევრია, ან საერთოდ არ არის, "იუნაიტედის" ახალწვეული თავისი თამაშით გაიძულებს ინტერესით დააკვირდე "იუნაიტედის" შეტევას, როცა ბურთს ისინი ფლობენ.

"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია. მათ სწრაფი, აგრესიული ფეხბურთი სჭირდებათ, რომლის შეტევებიც ფლანგიდან ვითარდება ან დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის უნარით გაკვირვებს. პოგბამ არა მარტო უფრო მეტი პასი გააკეთა, ვიდრე "წითლების" სხვა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში (721 პასი 10 მატჩში), არამედ ამ გადაცემების 65.3% წინ იყო მიმართული. სწორედ იგი აიძულებს მატჩზე დამსწრებთ სკამიდან წამოდგომას.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

პოლის 379 გადაცემა მეტოქის კარისკენ იყო მიმართული, რაც ჩემპიონატში მეხუთე მაჩვენებელია. მასზე მაღლა მხოლოდ ჯორდან ჰენდერსონი (484), ფერნანდინიო (483), სესარ ასპილიკუეტა (381) და ნ'გოლო კანტე (380) დგანან.

პოგბა სტატისტიკის მიხედვით აჭარბებს ნემანია მატიჩს (361), სანტი კასორლას (345), ჯონ სტოუნსს (340), მესუთ ოზილსა (275) და ედენ აზარს (232).

გულშემატკივარმა იცის, რომ როცა პოლს მისდის ბურთი, მისგან მოედნის გასწვრივ ან უკან პასს არ უნდა ელოდნენ, როცა ეს ჩვეულებად იყო ქცეული ლუი ვან გაალის დროს. ანხელ დი მარია დიდი ხანია წავიდა, მაგრამ პოგბას სახით "იუნაიტედმა" ახალი პლეიმეიქერი შეიძინა, თუმცაღა ჯერ არგენტინელის დონეს ვერ აღწევს.

5. პოგბამ მეორე სართულზე 26 ბურთი მოიგო, მეტი, ვიდრე ბლინდმა და ერერამ ერთად (24)

დეილი ბლინდმა 15 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ანდერ ერერამ ცხრა, ჯამში 24-ს ვიღებთ. პოლ პოგბამ კი 26-ჯერ მოახერხა ამის გაკეთება.

გარდა ამისა, პოგბამ 16-ჯერ წაართვა ბურთი მეტოქეს, 24-ჯერ გააკეთა ვარდნა, 19-ჯერ მასზე დაჯარიმდნენ, ჯამში კი ერთ თამაშში საშუალოდ სამ დაცვით მოქმედებას არულებს.

ცუდი არ არის ასეთი მდიდრული ფეხბურთელისთვის.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

6. პოგბამ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოს

ნახევარმცველმა ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ჩარჩო მიმდინარე სეზონში. მასზე ხშირად ამას მხოლოდ თეო უოლკოტი, ჯუნიორ სტანისლასი, ჩარლი ადამი, ჯეკ უილშირი და კევინ დე ბრუინე აკეთებდნენ (თითოეული 3-ჯერ).

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

რა თქმა უნდა, ჩარჩოზე მორტყა ჩარჩოზე მორტყმაა, ეს კარში დარტყმა არ არის, უბრალოდ არაზუსტი დარტყმაა. მაგრამ მაინც, როცა პოგბა მიზანს გაისწორებს და საკუთარ გონებაში სწორად აწარმოებს გათვლებს, "იუნაიტედს" ძალიან სერიოზული წარმომადგენელი ეყოლება "საჯარიმოს ფარგლებს გარედან გამტანის" კლასიდან. ფრანგს ეს შეუძლია.

ამის დასტური შეიძლება იყოს ჰოლანდიის ნაკრებთან მცირე ხნის წინ გამართულ მატჩში პოლის შორეული დარტყმა, რომელმაც ფრანგებს გამარჯვება მოუტანა, ამასთან, "იუვენტუსში" გატარებული ოთხი წლის განმავლობაში გატანილი შორეული გოლებიც.

7. მისი მაჩვენებლები იტალიაში წინა ორი სტარტის ტოლია

გასულ სეზონში ჩატარებულ 10 თამაშში პოლმა 1 გოლი გაიტანა, 15 მომენტი შექმნა, ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთი სეზონით ადრე, 2014/15-ში, მას სამი გოლი, 14 შექმნილი მომენტი, ერთი საგოლე გადაცემა ჰქონდა და ეს ყველაფერი სასტარტო 10 მატჩში, თუმცა სერია A-ში.

გასულ სეზონში პოგბა მასიმილიანო ალეგრის ახალი "იუვენტუსის" ნახევარდაცვის ცენტრის ბოძად იქცა, რამაც გუნდი მორიგ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ერთი წლით ადრე კი თავის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონასთან" დამარცხდა.

ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" პოლს 19 მომენტი აქვს შექმნილი და 2 გოლი გატანილი, ეს ყველაფერი კი ჟოზე მოურინიოს ცუდად ფუნქციონირებადი სისტემის ფონზე.

ის მხოლოდ იწყებს და როგორც სხვა ელიტური მოთამაშეები ინგლისში, მაგალითად, ჰარი კეინი, ნელი სტარტის ამღები ფეხბურთელია, მაგრამ როგორც კი სიჩქარეს აკრეფს, ყველას გათელავს და პრემიერ ლიგის ბატონ-პატრონი გახდება.

2016/17: 10 მატჩი, 2 გოლი, 19 შექმნილი მომენტი, 0 საგოლე გადაცემა, 86% ზუსტი გადაცემა

2015/16: 10 მატჩი, 1 გოლი, 15 შექმნილი მომენტი, 1 საგოლე გადაცემა, 87% ზუსტი გადაცემა

2014/15: 10 მატჩი, 3 გოლი, 18 შექმნილი მომენტი, 1 საგოლე გადაცემა, 81% ზუსტი გადაცემა
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
15 ნოემბერი 2016 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბას გარეშე ალბათ ჩვეულებრივი კრისტალპალასი ვიქნებოდით ეხლა
0
№12
ავტორი: I L C
15 ნოემბერი 2016 21:04
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იბრაჰიმოვიჩის ბედი რომ თავისუფალი აგენტის სტატუსითაა მოსული

ყოჩაღ ავტორს ! ასეთი სტატიები საიტის ხარისხს მიუთითებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№13
ავტორი: giorgi_mg
15 ნოემბერი 2016 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საჭირო ინფოა fellow
0
№14
ავტორი: liltunechi
16 ნოემბერი 2016 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
აი წარმოიდგინეთ რა ცუდად თამაშობს რო აივობის რო ჯობია მომენტების შექმნაში ეგ შეიტანეს სტატიში,

7 დან 5 უაზრო ფაქტია ჩემი აზრით და არაფერზე მიმთითებელი

1. მართლა კაი მაჩვენებელია მაგრამ აივობი რა შუაშია?
2. "27 წარმატებული დრიბლინგი 45-დან" საერთოდ არაა კარგი მაჩვენებელი
3. "გამჭოლი გადაცემა" ხუმრობთ ალბათ lol და რა მერე გამჭოლი გადაცემა რო აქ გაკეთებული? გოლი თუ არ მოყვება ამ გადაცემას აზრი არააქ
4. "პოლ პოგბას პასების 65,3% წინ არის მიმართული" ესეც ხუმრობა მგონია არაფრის მომცემი სტატისტიკა საერთოდ არაფრის
5. "პოგბამ მეორე სართულზე 26 ბურთი მოიგო" მანჩესტერის კვალობაზე კაი შედეგია მაგრამ ზოგადად არა
6. "პოგბამ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოს" აი სუ რო 20 ჯერ მოერტყა ყ** არავისთვის მოეჭამა, ამაზე უაზრო სტატისტიკა მე ჯერ არ მინახავს ფეხბურტელს აქებდნენ შტანგის მორტყმისთვის
7. "მისი მაჩვენებლები იტალიაში წინა ორი სტარტის ტოლია" საერთოდაც არა, სტატიის დასაწყისში წერდი გოლი ასისტებით რატო აფასებთო და აქ გოლი ასისტებით აფასებ სხვა სტატისტიკებს გადახედე აბა? lol
0
№15
ავტორი: shotkin
16 ნოემბერი 2016 08:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: liltunechi

დღეს ჯიგარ ფეხბურთში ყველაფრის სტატისტიკას დებენ და აქცევენ ყურადღებას და საერთოდ არა უაზრო სტატია მსგავსი სტატისტიკა ნებისმიერ ფეხბურთელზე არსებობს, ივობი იმშუაშია რო იმ კონკრეტულ მაჩვენებელში პოგბას გარდა ყველაზე წინ დგას და საერთოდ სხვა გუნდის ფანებს რატო გეწვით არაა აუცილებელი შემოხვიდე და უაზრობები წერო მართლა, ესარის რაღაც კონკრეტულის სტსტისტიკა და შენ თუ არ მოგწონს ან ვერ ხვდები ეგ არ ნიშნავს ბევრს)))))
p.s iq marto ivobis aradareben da eg kide kargad metyvelebs imaze ro gamorchenaze xar brat da ivobis garda kargad d\gadaxede kides xvebi arian mokled es bogma sastavi aortkldit akedan ra
0
№16
ავტორი: WeAreUnited
16 ნოემბერი 2016 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
a kargad d\gadaxede kides xvebi arian mokled es bogma sastavi aortkldit akedan ra[/quote]
[quote=liltunechi]აი წარმოიდგინეთ რა ცუდად თამაშობს რო აივობის რო ჯობია მომენტების შექმნაში ეგ შეიტანეს სტატიში,

7 დან 5 უაზრო ფაქტია ჩემი აზრით და არაფერზე მიმთითებელი

1. მართლა კაი მაჩვენებელია მაგრამ აივობი რა შუაშია?
2. "27 წარმატებული დრიბლინგი 45-დან" საერთოდ არაა კარგი მაჩვენებელი
3. "გამჭოლი გადაცემა" ხუმრობთ ალბათ lol და რა მერე გამჭოლი გადაცემა რო აქ გაკეთებული? გოლი თუ არ მოყვება ამ გადაცემას აზრი არააქ
4. "პოლ პოგბას პასების 65,3% წინ არის მიმართული" ესეც ხუმრობა მგონია არაფრის მომცემი სტატისტიკა საერთოდ არაფრის
5. "პოგბამ მეორე სართულზე 26 ბურთი მოიგო" მანჩესტერის კვალობაზე კაი შედეგია მაგრამ ზოგადად არა
6. "პოგბამ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოს" აი სუ რო 20 ჯერ მოერტყა ყ** არავისთვის მოეჭამა, ამაზე უაზრო სტატისტიკა მე ჯერ არ მინახავს ფეხბურტელს აქებდნენ შტანგის მორტყმისთვის
7. "მისი მაჩვენებლები იტალიაში წინა ორი სტარტის ტოლია" საერთოდაც არა, სტატიის დასაწყისში წერდი გოლი ასისტებით რატო აფასებთო და აქ გოლი ასისტებით აფასებ სხვა სტატისტიკებს გადახედე აბა? lol[/quote]

ფეხბურთის გონებაზე არ ხარ და მოდი ჩუმად უგულშემატკივრე მანჩესტერს ;)
0
№17
ავტორი: MANUTD FAN.
16 ნოემბერი 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
საღოლ ავტორ ძალიან მაგარი სტატიაა და კარგადაც გიმუშავია. რაც შეეხება პოგბას ის ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერ ლიგაში და უბრალოდ ვერ ხედავენ უბრალოდ იძახიან 130 მილიონი როგორ გადაიხადესო, ამ თანხას ვერ ამართლებსო და ასეთ *ლეობებს, პახოდუ თამაშს არც უყურებენ რომ ნახონ თუ რა შეუძლია ანდაც ისეთი ხალხი რომელიც იძახდა პოგბა მაგარია ძაანო და მანჩესტერში გადასვლის შემდეგ რო იძახიან ძალიან ბანძიაო ამდენი როგორ გადაიხადესო, მოკლედ ეს დაბოღმილი ფანები რა angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№18
ავტორი: shotkin
16 ნოემბერი 2016 15:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
[quote=WeAreUnited]a kargad d\gadaxede kides xvebi arian mokled es bogma sastavi aortkldit akedan ra[/quote]
[quote=liltunechi]აი წარმოიდგინეთ რა ცუდად თამაშობს რო აივობის რო ჯობია მომენტების შექმნაში ეგ შეიტანეს სტატიში,

7 დან 5 უაზრო ფაქტია ჩემი აზრით და არაფერზე მიმთითებელი

1. მართლა კაი მაჩვენებელია მაგრამ აივობი რა შუაშია?
2. "27 წარმატებული დრიბლინგი 45-დან" საერთოდ არაა კარგი მაჩვენებელი
3. "გამჭოლი გადაცემა" ხუმრობთ ალბათ lol და რა მერე გამჭოლი გადაცემა რო აქ გაკეთებული? გოლი თუ არ მოყვება ამ გადაცემას აზრი არააქ
4. "პოლ პოგბას პასების 65,3% წინ არის მიმართული" ესეც ხუმრობა მგონია არაფრის მომცემი სტატისტიკა საერთოდ არაფრის
5. "პოგბამ მეორე სართულზე 26 ბურთი მოიგო" მანჩესტერის კვალობაზე კაი შედეგია მაგრამ ზოგადად არა
6. "პოგბამ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოს" აი სუ რო 20 ჯერ მოერტყა ყ** არავისთვის მოეჭამა, ამაზე უაზრო სტატისტიკა მე ჯერ არ მინახავს ფეხბურტელს აქებდნენ შტანგის მორტყმისთვის
7. "მისი მაჩვენებლები იტალიაში წინა ორი სტარტის ტოლია" საერთოდაც არა, სტატიის დასაწყისში წერდი გოლი ასისტებით რატო აფასებთო და აქ გოლი ასისტებით აფასებ სხვა სტატისტიკებს გადახედე აბა? lol[/quote]

ფეხბურთის გონებაზე არ ხარ და მოდი ჩუმად უგულშემატკივრე მანჩესტერს ;)[/quote]
ეგ მანჩესტერს არ ბალეშიკობს შემოანათა ვიღაც ბნელი გუნდის ფანმა და აჯიოტაჯშია შეეშვი :D თავისი ეყოფა wink
0
№19
ავტორი: liltunechi1
17 ნოემბერი 2016 02:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
[quote=WeAreUnited]a kargad d\gadaxede kides xvebi arian mokled es bogma sastavi aortkldit akedan ra[/quote]
[quote=liltunechi]აი წარმოიდგინეთ რა ცუდად თამაშობს რო აივობის რო ჯობია მომენტების შექმნაში ეგ შეიტანეს სტატიში,

7 დან 5 უაზრო ფაქტია ჩემი აზრით და არაფერზე მიმთითებელი

1. მართლა კაი მაჩვენებელია მაგრამ აივობი რა შუაშია?
2. "27 წარმატებული დრიბლინგი 45-დან" საერთოდ არაა კარგი მაჩვენებელი
3. "გამჭოლი გადაცემა" ხუმრობთ ალბათ lol და რა მერე გამჭოლი გადაცემა რო აქ გაკეთებული? გოლი თუ არ მოყვება ამ გადაცემას აზრი არააქ
4. "პოლ პოგბას პასების 65,3% წინ არის მიმართული" ესეც ხუმრობა მგონია არაფრის მომცემი სტატისტიკა საერთოდ არაფრის
5. "პოგბამ მეორე სართულზე 26 ბურთი მოიგო" მანჩესტერის კვალობაზე კაი შედეგია მაგრამ ზოგადად არა
6. "პოგბამ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოს" აი სუ რო 20 ჯერ მოერტყა ყ** არავისთვის მოეჭამა, ამაზე უაზრო სტატისტიკა მე ჯერ არ მინახავს ფეხბურტელს აქებდნენ შტანგის მორტყმისთვის
7. "მისი მაჩვენებლები იტალიაში წინა ორი სტარტის ტოლია" საერთოდაც არა, სტატიის დასაწყისში წერდი გოლი ასისტებით რატო აფასებთო და აქ გოლი ასისტებით აფასებ სხვა სტატისტიკებს გადახედე აბა? lol[/quote]

ფეხბურთის გონებაზე არ ხარ და მოდი ჩუმად უგულშემატკივრე მანჩესტერს ;)[/quote]

აი რა დავწერე ისეთი რაზეც გაიფიქრე ეგ მიპასუხე კაცურად lol

ციტატა: shotkin
shotkin

აი მოდი იქიდან დავიწოთ ამდენი რაღაც ვწერე და მარტო აივობი დაინახე :D :D კაი გადავხედოთ სხვა ფეხბურთელებს აივობის გარდა რომელიც ძირითადის მოთამაშეც კი არაა არსენალში მარა შევეშვათ მაგას

სადიო მანეს (16), ჯეკ უილშირის (14), რიად მარეზის (14), ადამ ლალანას (13), რაჰიმ სტერლინგისა (11)

რომელია ამ სიაში მარეზის გარდა მაღალი დონის ფეხბურთელი, სტერლინგიო არ მიპასუხო შარშან მანჩესტერის ფანები იყავით ზუსტად ამ ბავშვში 50 მილიონი როგორ გადაიხადესო

ჰო და რაც შეეხება აწვას საერთოდაც არ მეწვის ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ჩემი გუნდი და 4-0 საც არჭობს მანჩესტერს

და ეს ბანი კომენტარის გამო რა პონტია?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top