"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია
სტატია, რომელიც პოლ პოგბას კრიტიკოსებს დაადუმებს.
ჩვენს დროში მოლოდინის გამართლება ძალიან რთულია, ხოლო თუ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდით, უფრო გაგიჭირდებათ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველა ფეხბურთელს ტონს კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი უთითებდათ. სწორედ მათ გამო გაიზარდა ხარისხის, დიდებულებისა და შუალედურობის მთავარი მახასიათებლები.
შეძლებდნენ კი ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორიც ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, პაველ ნედვედი და კაკა არიან, შეეყვარებინათ ფეხბურთი ესოდენ აურაცხელი ადამიანისთვის, ისინი მუდმივად რომ შეედარებინათ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პროდუქტიულ და ეფექტურ მოთამაშეებთან?
ზემოჩამოთვლილმა ოთხივე ფეხბურთელმა მოიგო ოქროს ბურთი იმავე ასაკში, რომელშიც კრიშტიანუმ და ლეომ. რთულია წარმოიდგინო, რომ მათ ნაკლს ისე დაკვირვებით არ იხილავდნენ, როგორც მათ უნარებს ჩვენს დროში. დღესდღეობით სტაბილურობა ხარისხის გვერდით დგას და ცალკეულად აღარ განიხილება, რამეთუ რამდენიმე მატჩის ზედიზედ ჩაგდების შედეგად ჩნდება მოსაზრება, რომ შენს საქმეში საუკეთესო აღარ ხარ, რაც არ უნდა საოცარი მოთამაშე იყო.
ამ ყველაფერს იმიტომ როდი ვამბობთ, რომ პოლ პოგბა მათ დონეზე თამაშობს - ეს დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა - მაგრამ ახლა კარიერის იმ ეტაპზე იმყოფება, როცა მისგან ყველაფერს ითხოვენ და ყველა მისკენ იშვერს თითს. ნებისმიერი არასახარბიელო გამოსვლა კრიზისთან ასოცირდება. აქამდე არასდროს გამოუკვლევიათ ფეხბურთელი კარგი ფორმის, მატჩის შემდგომი რეიტინგის, გატანილი გოლებისა თუ საგოლე გადაცემების რაოდენობის მიხედვით, როგორც ამას განუმეორებელი მესისა და რონალდუს დროს აკეთებენ.
პოგბას კრიტიკოსებს არა მარტო ეჭვი შეაქვთ იმაში, ღირს თუ არა ფრანგი მასში გადახდილ ცხრანიშნა თანხას, ან არა მარტო დასცინიან მომავალში მის მიერ ოქროს ბურთის მოგებას, არამედ იქამდეც მივიდნენ, რომ უკვე აღარ არიან დარწმუნებულები, შეეფერება თუ არა იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვის ცენტრს.
ქვემოთ ჩამოვთვლით შვიდ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ აფასებენ სწორად "იუნაიტედის" "ექვსიანს" და ასევე გაჩვენებთ, რომ პოლი ამ სეზონს შარშანდელზე უკეთ ატარებს.
1. პოგბამ 10 მატჩში 19 საგოლე მომენტი შექმნაეს მეტია, ვიდრე სადიო მანეს (16), ჯეკ უილშირის (14), რიად მარეზის (14), ადამ ლალანას (13), რაჰიმ სტერლინგისა (11) და ალექს ივობის (11) მიერ შექმნილი მომენტები. არადა, ამ სიის რამდენიმე ფეხბურთელს პრესა ხელის გულზე ატარებს.
მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ შეუქმნია უფრო მეტი მომენტი, ვიდრე პოგბას. ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რამდენიმე კი საერთოდ ფლანგზე თამაშობს და მწვრთნელისგან უფრო მეტ თავისუფლებას იღებს მოქმედებაში, რადგანაც მათი გუნდები სრულიად ბალანსირებულია.
"იუნაიტედი" კი ჯერ კიდევ ეძებს თავის ქიმიას, მაგრამ ამას პოგბასთვის ხელი არ შეუშლია, მეტოქის კარს 19-ჯერ დამუქრებოდა. ეს ერთით ნაკლებია, ვიდრე ედენ აზარის მიერ შექმნილი მომენტების რაოდენობა და ერთით მეტი, ვიდრე დელე ალის. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა პოლის ირგვლივ კარგად ორგანიზებული გუნდი ჩამოყალიბდება?
2. ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის დრიბლინგის უმაღლესი მაჩვენებელი (27)პოგბას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ყოველთვის იყო ფეხებით მოქმედება და მიმდინარე სეზონში მან მრავალჯერ მოატყუა თავისი მოწინააღმდეგეები: 27 წარმატებული დრიბლინგი 45-დან. ეს 60%-ანი წარმატებული მოტყუებაა, შესანიშნავი მაჩვენებელი.
არადა, ამ სტატისტიკაში არ შედის მისი ვირტუოზული მოქმედება ბურთთან, როცა ის თავს აღწევ მოწინააღმდეგეს ღია სივრცეში. სანამ "იუნაიტედი" ძალიან იშვიათად იღებს სარგებელს მისი შესანიშნავი უნარებისგან, ფრანგი ყოველ მატჩში აჩვენებს, რამდენად კარგია ბურთის ფლობაში.
3. პრემიერ ლიგის არცერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუკეთებია მეტი გამჭოლი გადაცემა მიმდინარე სეზონში (5)პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქის დაცვის გარღვევა ერთი პასით. პოლის კვალს მიჰყვება კევინ დე ბრუინე "მანჩესტერ სიტიდან" - მან ოთხი ასეთი გადაცემა გააკეთა. ხოლო "იუნაიტედში" ერთზე მეტი გამჭოლი გადაცემა მხოლოდ პოლსა და ზლატანს აქვთ გაკეთებული.
თუმცა, პოგბას უფრო მეტი გამჭოლი გადაცემა აქვს გაკეთებული, ვიდრე მთელ რიგ გუნდებს: "ევერტონი" (4), "ჰალ სიტი" (4), "უოტფორდი" (3), "სუონსი" (3), "ტოტენჰემი" (3), "ვესტ ბრომი" (2), "სანდერლენდი" (2), "კრისტალ პალასი" (1).
ყველა საუბრები იმის შესახებ, თითქოს პოგბა "იუვენტუსის" დატოვების შემდეგ თანდათან მოიშალა, ვერ აღწერს მისი პასების იდეალურ გათვლასა და სიზუსტეს, როცა თანაგუნდელს პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში პოულობს.
4. პოლ პოგბას პასების 65,3% წინ არის მიმართულიისეთი ფეხბურთელის შეძენა, როგორიც პოლია, ერთი მხრივ ისე გამოჩნდებოდა, როგორც თვითდაკმაყოფილებისთვის შესანიშნავი და ფასდაუდებელი ნახატის შესყიდვა აუქციონზე. მაშინაც კი, როცა ფუნქციურობა და სარგებლიანობა არ არის, აღფრთოვანება და რაღაც მაგია იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ გოლები ან საგოლე გადაცემები არც ისე ბევრია, ან საერთოდ არ არის, "იუნაიტედის" ახალწვეული თავისი თამაშით გაიძულებს ინტერესით დააკვირდე "იუნაიტედის" შეტევას, როცა ბურთს ისინი ფლობენ.
"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია. მათ სწრაფი, აგრესიული ფეხბურთი სჭირდებათ, რომლის შეტევებიც ფლანგიდან ვითარდება ან დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის უნარით გაკვირვებს. პოგბამ არა მარტო უფრო მეტი პასი გააკეთა, ვიდრე "წითლების" სხვა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში (721 პასი 10 მატჩში), არამედ ამ გადაცემების 65.3% წინ იყო მიმართული. სწორედ იგი აიძულებს მატჩზე დამსწრებთ სკამიდან წამოდგომას.
პოლის 379 გადაცემა მეტოქის კარისკენ იყო მიმართული, რაც ჩემპიონატში მეხუთე მაჩვენებელია. მასზე მაღლა მხოლოდ ჯორდან ჰენდერსონი (484), ფერნანდინიო (483), სესარ ასპილიკუეტა (381) და ნ'გოლო კანტე (380) დგანან.
პოგბა სტატისტიკის მიხედვით აჭარბებს ნემანია მატიჩს (361), სანტი კასორლას (345), ჯონ სტოუნსს (340), მესუთ ოზილსა (275) და ედენ აზარს (232).
გულშემატკივარმა იცის, რომ როცა პოლს მისდის ბურთი, მისგან მოედნის გასწვრივ ან უკან პასს არ უნდა ელოდნენ, როცა ეს ჩვეულებად იყო ქცეული ლუი ვან გაალის დროს. ანხელ დი მარია დიდი ხანია წავიდა, მაგრამ პოგბას სახით "იუნაიტედმა" ახალი პლეიმეიქერი შეიძინა, თუმცაღა ჯერ არგენტინელის დონეს ვერ აღწევს.
5. პოგბამ მეორე სართულზე 26 ბურთი მოიგო, მეტი, ვიდრე ბლინდმა და ერერამ ერთად (24)დეილი ბლინდმა 15 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ანდერ ერერამ ცხრა, ჯამში 24-ს ვიღებთ. პოლ პოგბამ კი 26-ჯერ მოახერხა ამის გაკეთება.
გარდა ამისა, პოგბამ 16-ჯერ წაართვა ბურთი მეტოქეს, 24-ჯერ გააკეთა ვარდნა, 19-ჯერ მასზე დაჯარიმდნენ, ჯამში კი ერთ თამაშში საშუალოდ სამ დაცვით მოქმედებას არულებს.
ცუდი არ არის ასეთი მდიდრული ფეხბურთელისთვის.
6. პოგბამ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოსნახევარმცველმა ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ჩარჩო მიმდინარე სეზონში. მასზე ხშირად ამას მხოლოდ თეო უოლკოტი, ჯუნიორ სტანისლასი, ჩარლი ადამი, ჯეკ უილშირი და კევინ დე ბრუინე აკეთებდნენ (თითოეული 3-ჯერ).
რა თქმა უნდა, ჩარჩოზე მორტყა ჩარჩოზე მორტყმაა, ეს კარში დარტყმა არ არის, უბრალოდ არაზუსტი დარტყმაა. მაგრამ მაინც, როცა პოგბა მიზანს გაისწორებს და საკუთარ გონებაში სწორად აწარმოებს გათვლებს, "იუნაიტედს" ძალიან სერიოზული წარმომადგენელი ეყოლება "საჯარიმოს ფარგლებს გარედან გამტანის" კლასიდან. ფრანგს ეს შეუძლია.
ამის დასტური შეიძლება იყოს ჰოლანდიის ნაკრებთან მცირე ხნის წინ გამართულ მატჩში პოლის შორეული დარტყმა, რომელმაც ფრანგებს გამარჯვება მოუტანა, ამასთან, "იუვენტუსში" გატარებული ოთხი წლის განმავლობაში გატანილი შორეული გოლებიც.
7. მისი მაჩვენებლები იტალიაში წინა ორი სტარტის ტოლიაგასულ სეზონში ჩატარებულ 10 თამაშში პოლმა 1 გოლი გაიტანა, 15 მომენტი შექმნა, ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთი სეზონით ადრე, 2014/15-ში, მას სამი გოლი, 14 შექმნილი მომენტი, ერთი საგოლე გადაცემა ჰქონდა და ეს ყველაფერი სასტარტო 10 მატჩში, თუმცა სერია A-ში.
გასულ სეზონში პოგბა მასიმილიანო ალეგრის ახალი "იუვენტუსის" ნახევარდაცვის ცენტრის ბოძად იქცა, რამაც გუნდი მორიგ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ერთი წლით ადრე კი თავის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონასთან" დამარცხდა.
ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" პოლს 19 მომენტი აქვს შექმნილი და 2 გოლი გატანილი, ეს ყველაფერი კი ჟოზე მოურინიოს ცუდად ფუნქციონირებადი სისტემის ფონზე.
ის მხოლოდ იწყებს და როგორც სხვა ელიტური მოთამაშეები ინგლისში, მაგალითად, ჰარი კეინი, ნელი სტარტის ამღები ფეხბურთელია, მაგრამ როგორც კი სიჩქარეს აკრეფს, ყველას გათელავს და პრემიერ ლიგის ბატონ-პატრონი გახდება.
2016/17: 10 მატჩი, 2 გოლი, 19 შექმნილი მომენტი, 0 საგოლე გადაცემა, 86% ზუსტი გადაცემა
2015/16: 10 მატჩი, 1 გოლი, 15 შექმნილი მომენტი, 1 საგოლე გადაცემა, 87% ზუსტი გადაცემა
2014/15: 10 მატჩი, 3 გოლი, 18 შექმნილი მომენტი, 1 საგოლე გადაცემა, 81% ზუსტი გადაცემა